https://sputnik-georgia.com/20230302/dakavebebi-parlamenttan-sss-m-sagangebo-gancxadeba-gaavrcela-275416657.html
დაკავებები პარლამენტთან: შსს-მ საგანგებო განცხადება გაავრცელა
დაკავებები პარლამენტთან: შსს-მ საგანგებო განცხადება გაავრცელა
Sputnik საქართველო
წინასწარი მონაცემებით, აქციაზე დაკავებულია სულ მცირე სამი პირი. 02.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-02T21:27+0400
2023-03-02T21:27+0400
2023-03-02T22:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
პოლიტიკა საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/02/275415220_396:0:4037:2048_1920x0_80_0_0_5a5bfe958deef15f158d9ee36b819712.jpg
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, მობილიზებული არიან სამართალდამცველები და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.სამინისტრო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ასევე აფრთხილებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას და სამართალდარღვევის ფაქტებზე ყველა შესაბამის ზომას მიმართავს და კანონის ფარგლებში სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.პოლიციამ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავა >>ცოცა ხნის პარლამენტის შენობის წინ პოლიციამ რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი დააკავა, როდესაც ისინი შენობის შესასვლელთან „სირცხვილის დერეფნის“ მოწყობას ცდილობდნენ.პარლამენტის უკანა შესასვლელთან პოლიციასთან შეხლა-შემოხლა გრძელდება. აქციის მონაწილეები პოლიციის მანქანებსა და პარლამენტის შენობას კვერცხებს ესვრიან.წინასწარი მონაცემებით, დაკავებულია სულ მცირე სამი პირი. დაკავებები გრძელდება.წყარო - შსს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/02/275415220_851:0:3582:2048_1920x0_80_0_0_a47e5d29afdf4b006655d313d69287db.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , პოლიტიკა საქართველოში, თბილისი დღეს
დაკავებები პარლამენტთან: შსს-მ საგანგებო განცხადება გაავრცელა
21:27 02.03.2023 (განახლებულია: 22:51 02.03.2023) წინასწარი მონაცემებით, აქციაზე დაკავებულია სულ მცირე სამი პირი.
თბილისი, 2 მარტი – Sputnik. თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, მობილიზებული არიან სამართალდამცველები და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტრო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ასევე აფრთხილებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას და სამართალდარღვევის ფაქტებზე ყველა შესაბამის ზომას მიმართავს და კანონის ფარგლებში სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.
ცოცა ხნის პარლამენტის შენობის წინ პოლიციამ რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი დააკავა, როდესაც ისინი შენობის შესასვლელთან „სირცხვილის დერეფნის“ მოწყობას ცდილობდნენ.
პარლამენტის უკანა შესასვლელთან პოლიციასთან შეხლა-შემოხლა გრძელდება. აქციის მონაწილეები პოლიციის მანქანებსა და პარლამენტის შენობას კვერცხებს ესვრიან.
წინასწარი მონაცემებით, დაკავებულია სულ მცირე სამი პირი. დაკავებები გრძელდება.