https://sputnik-georgia.com/20230209/9-tebervals-dabadebulebi-daxasiateba-zodiaqo-274679697.html
9 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
9 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
Sputnik საქართველო
გაეცანით 9 თებერვალს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური... 09.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-09T00:15+0400
2023-02-09T00:15+0400
2023-02-09T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23913/80/239138071_0:130:1024:706_1920x0_80_0_0_33202809aae80729fd00804db198bee3.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.1-10 თებერვალიამ პერიოდში მერწყულის ნიშნით იბადებიან - 21 იანვარი - 19 თებერვალი.1-10 თებერვლის პერიოდი მერწყულის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.ამ პერიოდში დაბადებული ადამიანების ხასიათს მერკური მართავს, ანიჭებს მათ სინაზეს, ემოციურობას, ჭკუასა და წინასწარმეტყველების უნარს. და ეს მათ მრავალი განსაცდელის თავიდან არიდებაში ეხმარება.მნიშვნელოვანი წლებია: 10, 20, 42, 50, 60.ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა - ფითრი.ესენი არიან მომხიბლავი ადამიანები განსაკუთრებული შარმით. არიან შესანიშნავი, ვნებებით აღსავსე საყვარლები. იციან რა საკუთარი მომხიბლაობა, თავიანთ საუკეთესო თვისებებს ოსტატურად წარმოაჩენენ და იყენებენ ცხოვრებაში.9 თებერვალს დაბადებულები9 თებერვალს დაბადებულები მიზანსწრაფული, თავდაჯერებული, ნებისყოფიანი და ძლიერი პიროვნებები არიან. მტკიცე და ჯიუტი ხასიათით ბევრს აღწევენ ცხოვრებაში, მაგრამ, ამავე დროს, რომანტიკაც მათთვის უცხო არ არის. კარგი ინტუიცია მათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. ცხოვრების კანონები: ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>ეს ადამიანები კეთილი და გულისხმიერი არიან. არიან შესანიშნავი მეგობრები, რომლებიც მუდამ მხარში უდგანან მათ გაჭირვების ჟამს. ამიტომ მათ ენდობიან, მათი იმედი აქვთ - ეს მართალიცაა, ისინი არასდროს უღალატებენ მეგობრებს და დახმარების ხელს ყოველთვის გაუწვდიან. ამ დღეს დაბადებულები გატაცებული არიან მისტიკით, ოკულტიზმით, ასტროლოგიით. მათი ცხოვრება მდიდარი და მოვლენებით აღსავსეა, სულ მოძრაობაში არიან. მათ იციან, როგორ გამოიმუშაონ ფული - ფინანსები მათი მოწოდებაა. მათ ოჯახებში, ჩვეულებრივ, კომფორტი და მეგობრული ატმოსფეროა.9 თებერვალს დაბადებულებს უყვარ ბობოქარი ცხოვრება და მის ეპიცენტრში ყოფნა. მათ ახასიათებთ სპონტანური და მოულოდნელი საქციელი, რამაც შეიძლება ავნოს. მათ უნდა გააკონტროლონ თავიანთი ასეთი ქმედებები და თავშეკავება ისწავლონ. სწორად მიმართული ენერგია მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე არაკონტროლირებადი ნაკადი. მათი ენთუზიაზმი უნდა გაკონტროლდეს, რათა ერთხელაც არ აფეთქდეს და არ გადაიწვას. ამ დღეს დაბადებულები უფრო მეტად მხარს უჭერენ იმ ახლობლებსა და მეგობრებს, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. მათ ცხოვრების გზაზე არაერთი სირთულე ხვდებათ, მაგრამ მრავალი უნარის მქონენი, ცხოვრების მიმართ სიმტკიცესა და მდგრადობას გამოიმუშავებენ და არ ივიწყებენ წარსულ გამოცდილებას. ასევე, მათ შეუძლიათ, ნეგატიური ვითარება პოზიტიურისკენ შემოაბრუნონ.მიმნდობი ადამიანი ხართ თუ ეჭვიანი? ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი>>მათი მთავარი პრინციპია - მე ეს უკვე გამოვლილი მაქვს, ამიტომ სხვაზე უკეთ ვიცი თქვენი მდგომარეობა. ისინი თითქოს თავიანთი მაგალითით ეხმარებიან სხვებს. ამიტომ ამ დღეს დაბადებულების მიმართ ბევრი ადამიანია სიმპათიით გამსჭვალული. ზოგჯერ ისინი თავს დატეხილ პრობლემებს ვერ უძლებენ და ტყდებიან, რაც გარეგნულადაც შეიმჩნევა - თუნდაც ტანსაცმლის მიხედვით, რომელიც პეწს კარგავს. და მაინც, 9 თებერვალს დაბადებულებს ადვილად ვერაფერი ტეხს, ისინი განაგრძობენ ბრძოლას გამარჯვებამდე. მათ საქმიანობას ბოლო არ უჩანს, ხოლო შინაგანი ბრძოლა ნათელსა და ბნელს შორის უწყვეტად მიმდინარეობს.9 თებერვალს დაბადებულები ხანდახან აგრესიული და არაპროგნოზირებადი არიან. თუ კარგ განწყობაზე იმყოფებიან, მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა, ხოლო თუ ცუდზე - სჯობს, შტორმს ელოდოთ და მათი თვალთახედვიდან გაქრეთ. ამ დღეს დაბადებულებს თავიანთი პესიმიზმის შეკავება უჭირთ და თავს არწმუნებენ მის აუცილებლობაში. მიუხედავად ამისა, მათ მართლაც დიდი ნებისყოფა აქვთ, რაც რთულ და ექსტრემალურ სიტუაციებში ვლინდება. თუმცა, მათი ძალისხმევის ნაწილი ხანდახან სასურველ შედეგს არ იღებს. ამ დღეს დაბადებულებისთვის აუცილებელია სტაბილურობა, რასაც ერთგული მეგობრები ნაწილობრივ შეუწყობენ ხელს.ინდივიდუალური დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>ჯანმრთელობა9 თებერვალს დაბადებულებს ცხოვრებისეული პერიპეტიები ქანცს აცლის და ხშირად დეპრესიულ მდგომარეობამდე მიჰყავს. ისინი უნდა მოერიდონ ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს - ეს მათ დეპრესიას კიდევ უფრო გააღრმავებს. ამ დღეს დაბადებულებმა უნდა გააკონტროლონ ემოციები, რათა არ დაუშვან ნერვული აღგზნებადობა. დიეტა მათ მეტაბოლიზმს დაამშვიდებს. თუ კვების რეჟიმს არ დაიცავენ, წყლულს ვერ გადაურჩებიან. ფიზიკური დატვირთვების მხრივ წაადგებათ მსუბუქი სავარჯიშოები - სიარული, სეირნობა, ცურვა, იოგა.რჩევა:იყავით საქმეების კურსში. მოერიდეთ სხვის ნეგატივს, რომ ამან თქვენზე არ იმოქმედოს. შესაძლოა, თქვენი მოთხოვნები სხვების მიმართ არასწორია, იფიქრეთ ამაზე. გააანალიზეთ საკუთარი თავი, როგორ გამოიყურებით სხვების თვალში. ხანდახან თქვენი გაგება რთულია.
https://sputnik-georgia.com/20210121/merwyuli-zogadi-daxasiaTeba-250655076.html
https://sputnik-georgia.com/20221212/2023-weli-cinuri-kalendrit-272955828.html
https://sputnik-georgia.com/20230103/rogori-simtvrale-aqvs-zodiaqos-nisnebs-273633845.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23913/80/239138071_0:34:1024:802_1920x0_80_0_0_a8484f205ae06e70fd104ced9178a066.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
9 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 9 თებერვალს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის .
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
ამ პერიოდში მერწყულის ნიშნით იბადებიან - 21 იანვარი - 19 თებერვალი.
1-10 თებერვლის პერიოდი მერწყულის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.
ამ პერიოდში დაბადებული ადამიანების ხასიათს მერკური მართავს, ანიჭებს მათ სინაზეს, ემოციურობას, ჭკუასა და წინასწარმეტყველების უნარს. და ეს მათ მრავალი განსაცდელის თავიდან არიდებაში ეხმარება.
მნიშვნელოვანი წლებია: 10, 20, 42, 50, 60.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა - ფითრი.
ესენი არიან მომხიბლავი ადამიანები განსაკუთრებული შარმით. არიან შესანიშნავი, ვნებებით აღსავსე საყვარლები. იციან რა საკუთარი მომხიბლაობა, თავიანთ საუკეთესო თვისებებს ოსტატურად წარმოაჩენენ და იყენებენ ცხოვრებაში.
9 თებერვალს დაბადებულები მიზანსწრაფული, თავდაჯერებული, ნებისყოფიანი და ძლიერი პიროვნებები არიან. მტკიცე და ჯიუტი ხასიათით ბევრს აღწევენ ცხოვრებაში, მაგრამ, ამავე დროს, რომანტიკაც მათთვის უცხო არ არის. კარგი ინტუიცია მათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება.
ეს ადამიანები კეთილი და გულისხმიერი არიან. არიან შესანიშნავი მეგობრები, რომლებიც მუდამ მხარში უდგანან მათ გაჭირვების ჟამს. ამიტომ მათ ენდობიან, მათი იმედი აქვთ - ეს მართალიცაა, ისინი არასდროს უღალატებენ მეგობრებს და დახმარების ხელს ყოველთვის გაუწვდიან. ამ დღეს დაბადებულები გატაცებული არიან მისტიკით, ოკულტიზმით, ასტროლოგიით. მათი ცხოვრება მდიდარი და მოვლენებით აღსავსეა, სულ მოძრაობაში არიან.
მათ იციან, როგორ გამოიმუშაონ ფული - ფინანსები მათი მოწოდებაა. მათ ოჯახებში, ჩვეულებრივ, კომფორტი და მეგობრული ატმოსფეროა.
9 თებერვალს დაბადებულებს უყვარ ბობოქარი ცხოვრება და მის ეპიცენტრში ყოფნა. მათ ახასიათებთ სპონტანური და მოულოდნელი საქციელი, რამაც შეიძლება ავნოს. მათ უნდა გააკონტროლონ თავიანთი ასეთი ქმედებები და თავშეკავება ისწავლონ. სწორად მიმართული ენერგია მეტ სარგებელს მოიტანს, ვიდრე არაკონტროლირებადი ნაკადი. მათი ენთუზიაზმი უნდა გაკონტროლდეს, რათა ერთხელაც არ აფეთქდეს და არ გადაიწვას.
ამ დღეს დაბადებულები უფრო მეტად მხარს უჭერენ იმ ახლობლებსა და მეგობრებს, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. მათ ცხოვრების გზაზე არაერთი სირთულე ხვდებათ, მაგრამ მრავალი უნარის მქონენი, ცხოვრების მიმართ სიმტკიცესა და მდგრადობას გამოიმუშავებენ და არ ივიწყებენ წარსულ გამოცდილებას. ასევე, მათ შეუძლიათ, ნეგატიური ვითარება პოზიტიურისკენ შემოაბრუნონ.
მათი მთავარი პრინციპია - მე ეს უკვე გამოვლილი მაქვს, ამიტომ სხვაზე უკეთ ვიცი თქვენი მდგომარეობა. ისინი თითქოს თავიანთი მაგალითით ეხმარებიან სხვებს. ამიტომ ამ დღეს დაბადებულების მიმართ ბევრი ადამიანია სიმპათიით გამსჭვალული. ზოგჯერ ისინი თავს დატეხილ პრობლემებს ვერ უძლებენ და ტყდებიან, რაც გარეგნულადაც შეიმჩნევა - თუნდაც ტანსაცმლის მიხედვით, რომელიც პეწს კარგავს.
და მაინც, 9 თებერვალს დაბადებულებს ადვილად ვერაფერი ტეხს, ისინი განაგრძობენ ბრძოლას გამარჯვებამდე. მათ საქმიანობას ბოლო არ უჩანს, ხოლო შინაგანი ბრძოლა ნათელსა და ბნელს შორის უწყვეტად მიმდინარეობს.
9 თებერვალს დაბადებულები ხანდახან აგრესიული და არაპროგნოზირებადი არიან. თუ კარგ განწყობაზე იმყოფებიან, მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა, ხოლო თუ ცუდზე - სჯობს, შტორმს ელოდოთ და მათი თვალთახედვიდან გაქრეთ.
ამ დღეს დაბადებულებს თავიანთი პესიმიზმის შეკავება უჭირთ და თავს არწმუნებენ მის აუცილებლობაში. მიუხედავად ამისა, მათ მართლაც დიდი ნებისყოფა აქვთ, რაც რთულ და ექსტრემალურ სიტუაციებში ვლინდება. თუმცა, მათი ძალისხმევის ნაწილი ხანდახან სასურველ შედეგს არ იღებს. ამ დღეს დაბადებულებისთვის აუცილებელია სტაბილურობა, რასაც ერთგული მეგობრები ნაწილობრივ შეუწყობენ ხელს.
9 თებერვალს დაბადებულებს ცხოვრებისეული პერიპეტიები ქანცს აცლის და ხშირად დეპრესიულ მდგომარეობამდე მიჰყავს. ისინი უნდა მოერიდონ ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს - ეს მათ დეპრესიას კიდევ უფრო გააღრმავებს. ამ დღეს დაბადებულებმა უნდა გააკონტროლონ ემოციები, რათა არ დაუშვან ნერვული აღგზნებადობა. დიეტა მათ მეტაბოლიზმს დაამშვიდებს. თუ კვების რეჟიმს არ დაიცავენ, წყლულს ვერ გადაურჩებიან. ფიზიკური დატვირთვების მხრივ წაადგებათ მსუბუქი სავარჯიშოები - სიარული, სეირნობა, ცურვა, იოგა.
იყავით საქმეების კურსში. მოერიდეთ სხვის ნეგატივს, რომ ამან თქვენზე არ იმოქმედოს. შესაძლოა, თქვენი მოთხოვნები სხვების მიმართ არასწორია, იფიქრეთ ამაზე. გააანალიზეთ საკუთარი თავი, როგორ გამოიყურებით სხვების თვალში. ხანდახან თქვენი გაგება რთულია.