„ქართული ოცნება“: ხალხი და სახელმწიფო არ დაუშვებს ომს საქართველოში

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2023
გამოწერა
მმართველი პარტიის დეპუტატი რატი იონათამიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებში გარე ძალების ინტრიგებს ხედავს
თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. სახელმწიფო და ხალხი არ დაუშვებს საქართველოში არეულობას და ომს, - ამის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ჩალაძემ, რომელიც მსჯავრდებული საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბს ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი დადებითად უნდა გადაწყდეს, თუ ხელისუფლებას ომი არ სურს.
„ჩვენი ხელისუფლება და ხალხი არ დაუშვებს ქვეყანაში ქაოსს, დესტაბილიზაციას და ომს! საქართველოში იქნება მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ვინც ამ პროცესს დაუპირისპირდება სახელმწიფოსგან და ხალხისგან მიიღებს უმკაცრეს პასუხს!, - დაწერა სოციალურ ქსელში ვლადიმერ ბოჟაძემ.
ამასთან დეპუტატი გამოეხმაურა სააკაშვილის დედას, გიული ალასანიასაც, რომელმაც განაცხადა, რომ მისთვის მისაღებია მოქმედების ნებისმიერი ფორმა, რომელიც მისი შვილის მდგომარეობას შეცვლის.
„ყველაზე საშიში და საზოგადოებისთვის აბსოლუტურად მიუღებელი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებაა, რომ თურმე ყველანაირი ფორმა, მათ შორის ქაოსი, არეულობა, დესტაბილიზაცია, სახელმწიფო გადატრიალება, რევოლუცია (24 თებერვალს დაანონსეს ) და მათ შორის ომიც კი მისაღები ყოფილა, ოღონდ პატიმარი დაიხსნან და სისხლიანი რეჟიმი დააბრუნონ, ომზეც კი თანახმა არიან!“ - განაცხადა ბოჟაძემ.
შანტაჟი და მავნებლობა - მმართველი პარტიის და ოპოზიციის რეაქცია ჩალაძის მუქარებზე >>
მმართველი პარტიის კიდევ ერთი დეპუტატი რატი იონათამიშვილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებებში გარე ძალების ინტრიგებს ხედავს, ასევე დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დასახულ მიზნებს ვერ მიაღწევს.
„ამ ადამიანების უკანაც დგანან ისეთი ჯგუფები, ვინც მაშინ ხელი შეუწყო, რომ ჩვენს ქვეყანაში ძმათამკვლელი ომი გაჩაღებულიყო, მაგრამ დღეს ჩვენ გვაქვს ძლიერი სახელმწიფო და, ცხადია, ვერც ეს გლობალური და ლოკალური „ომის პარტია“ ვერასდროს მიაღწევს იმას, რომ საქართველოში არეულობა მოხდეს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

სააკაშვილის მდგომარეობა

ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამოაზრეები და მომხრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. მას შემდეგ, რაც სასამართლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლების საკითხს იხილავს, ადვოკატები საკითხის რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობენ, მაგრამ თითოეული მოწმის გამოკითხვა რამდენიმე საათს გრძელდება.
სააკაშვილის ადვოკატები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და არსებულ პირობებში მისი მკურნალობა უშედეგოა, ამიტომ მას ესაჭიროება უცხოეთში ისეთ კლინიკაში გადაყვანა, რომელიც მსგავსი პაციენტების მკურნალობაზეა ორიენტირებული.
ამასთან, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ექიმები, რომლებიც მუშაობდნენ კომპლექსურ სამედიცინო დასკვნაზე, ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი საკვებზე უარს კი არ ამბობს, არამედ ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო ვერ ჭამს.
„მიზანი - საქართველოს ომში ჩართვაა": თბილისში ზელენსკის განცხადებას უპასუხეს>>>
მოწვეულ უცხოელ ექსპერტებს შორის იყვნენ ბრიტანელი ფსიქიატრი კორნელიუს კატონა, ასევე ხუთი ამერიკელი ექსპერტი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი, გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი, ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლაჰანი და ქირურგ-ორთოპედი ჯეიმს კობი, რომლებიც სასამართლოში უკვე დაიკითხნენ.
ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და დღევანდელ პირობებში მკურნალობა შედეგს არ იძლევა. მათი თქმით, თუ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ სპეციალიზებულ კლინიკაში მკურნალობის შესაძლებლობა არ მიეცემა, შესაძლოა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდეს.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ბრეგაძე: სააკაშვილი გათავისუფლების მიზნით თვითდაზიანებას ეწევა>>>
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
უფრო ადრე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი სიმულანტობს და საკუთარ თავს ზიანს აყენებს, რათა ამით გათავისუფლებას მიაღწიოს.
მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, ის რაც შეიძლება მეტად დასუსტდეს, რომ თავიდან აიცილოს ჩადენილი დანაშაულებისთვის მისჯილი სასჯელი.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ყველა ახალი ამბავი
0