https://sputnik-georgia.com/20230202/tbilisshi-zelenskis-gancxadebas-pasuxoben-274494014.html
„მიზანი - საქართველოს ომში ჩართვაა": თბილისში ზელენსკის განცხადებას უპასუხეს
„მიზანი - საქართველოს ომში ჩართვაა": თბილისში ზელენსკის განცხადებას უპასუხეს
Sputnik საქართველო
როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, იგი ამაყობს იმით, რომ ახლანდელმა ხელისუფლებამ ქვეყანა ყველაზე რთულ დროს ფიზიკური განადგურებისგან გადაარჩინა. 02.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-02T16:57+0400
2023-02-02T16:57+0400
2023-02-02T21:42+0400
საქართველო
უკრაინა
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625585_0:58:2400:1408_1920x0_80_0_0_e7b6c4e81f0c08fe5dd6a57cd4107f7b.jpg
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება იმ კამპანიის ნაწილია, რომელიც საქართველოს ომში ჩართვისკენაა მიმართული, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ყოველდღიურად საჯაროდ აწამებს და კლავს. მისი თქმით, ადრე სააკაშვილი მოწამლეს, ახლა კი ნელ-ნელა კლავენ. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ განიხილავს საკითხს, თუ რატომ დააკავეს იგი და რა შედეგები აქვს ამას საქართველოში პოლიტიკისა და დემოკრატიისთვის. ზელენსკის თქმით, ეს მათი შიდა საკითხია.საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის წარმომადგენლებმა, მათ შორის ერთ-ერთი პირველი იყო უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი.როგორც მდინარაძემ აღნიშნა, იგი ამაყობს იმით, რომ ახლანდელმა ხელისუფლებამ ქვეყანა ყველაზე რთულ დროს ფიზიკური განადგურებისგან გადაარჩინა.„სარკის წინ და ჩემი შვილების წინ რომ დავდგები, ძალიან ვიამაყებ, რომ ამ გადაწყვეტილებების ერთ-ერთი თანამონაწილე მეც ვიყავი", – განაცხადა მდინარაძემ.„მცდარი განცხადება“ზელენსკის განცხადება შეაფასა ასევე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.პოლიტიკოსის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილმა ზელენსკი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, როდესაც ულტიმატუმი წამოაყენა. როგორც ადრე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, სააკაშვილი უარს ამბობს ექიმების მიერ შეთავაზებულ ინტრავენურ კვებაზე და მოითხოვს რეანიმაციაში გადაყვანას, თუმცა ამის ობიექტური მიზეზები არ არსებობს.ბრეგაძე: სააკაშვილი გათავისუფლების მიზნით თვითდაზიანებას ეწევა>>>„მკურნალობისთვის მას სჭირდება კონკრეტული პროცედურა, ამ პროცედურას სახელმწიფო დიდი ხანია სთავაზობს, მაგრამ იგი უარს აცხადებს. ახლა აყენებს ულტიმატუმს, თუ რაღაც პირობა შესრულდება, შემდეგ დათანხმდება მას, რაც მისი ჯანმრთელობისთვისაა საჭირო. გამოდის ზელენსკი და იძახის, რომ ამ ადამიანს უნდა საჭმელი, სახელმწიფო არ აძლევს და კლავს“, – განაცხადა სარჯველაძემ.ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლო ერთ თვეზე მეტია განიხილავს. ექს-პრეზიდენტმა სხდომაში მონაწილეობა მხოლოდ ორჯერ მიიღო, ისიც ვიდეოკავშირის მეშვეობით, რადგან ექიმები სასამართლოში მისი ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ იძლევიან. 12 მაისიდან ის „ვივამედის“ კლინიკაში იმყოფება.ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამოაზრეები და მომხრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. მას შემდეგ, რაც სასამართლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლების საკითხს იხილავს, ადვოკატები საკითხის რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობენ, მაგრამ თითოეული მოწმის გამოკითხვა რამდენიმე საათს გრძელდება.სააკაშვილის ადვოკატები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და არსებულ პირობებში მისი მკურნალობა უშედეგოა, ამიტომ მას ესაჭიროება უცხოეთში ისეთ კლინიკაში გადაყვანა, რომელიც მსგავსი პაციენტების მკურნალობაზეა ორიენტირებული.ამასთან, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ექიმები, რომლებიც მუშაობდნენ კომპლექსურ სამედიცინო დასკვნაზე, ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი საკვებზე უარს კი არ ამბობს, არამედ ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო ვერ ჭამს.სააკაშვილმა დაადასტურა, რომ აგენტია - ირაკლი კობახიძე>>>მოწვეულ უცხოელ ექსპერტებს შორის იყვნენ ბრიტანელი ფსიქიატრი კორნელიუს კატონა, ასევე ხუთი ამერიკელი ექსპერტი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი, გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი, ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლაჰანი და ქირურგ-ორთოპედი ჯეიმს კობი, რომლებიც სასამართლოში უკვე დაიკითხნენ.ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და დღევანდელ პირობებში მკურნალობა შედეგს არ იძლევა. მათი თქმით, თუ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ სპეციალიზებულ კლინიკაში მკურნალობის შესაძლებლობა არ მიეცემა, შესაძლოა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდეს.დაკავება და სისხლის სამართლის საქმეებისააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.ამავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.დემენცია თუ დეპრესია - სააკაშვილის საქმეზე კიდევ ერთი ნევროლოგი გამოიკითხა>>>დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.უფრო ადრე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი სიმულანტობს და საკუთარ თავს ზიანს აყენებს, რათა ამით გათავისუფლებას მიაღწიოს.მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, ის რაც შეიძლება მეტად დასუსტდეს, რომ თავიდან აიცილოს ჩადენილი დანაშაულებისთვის მისჯილი სასჯელი.სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625585_0:0:2133:1600_1920x0_80_0_0_e0d2616f08cae416e1ff8d65e2c12bef.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, უკრაინა , მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, უკრაინა , მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა, ახალი ამბები
„მიზანი - საქართველოს ომში ჩართვაა": თბილისში ზელენსკის განცხადებას უპასუხეს
16:57 02.02.2023 (განახლებულია: 21:42 02.02.2023) როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, იგი ამაყობს იმით, რომ ახლანდელმა ხელისუფლებამ ქვეყანა ყველაზე რთულ დროს ფიზიკური განადგურებისგან გადაარჩინა.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება იმ კამპანიის ნაწილია, რომელიც საქართველოს ომში ჩართვისკენაა მიმართული, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ყოველდღიურად საჯაროდ აწამებს და კლავს. მისი თქმით, ადრე სააკაშვილი მოწამლეს, ახლა კი ნელ-ნელა კლავენ. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ განიხილავს საკითხს, თუ რატომ დააკავეს იგი და რა შედეგები აქვს ამას საქართველოში პოლიტიკისა და დემოკრატიისთვის. ზელენსკის თქმით, ეს მათი შიდა საკითხია.
„სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს მაღალი ტრიბუნებიდან ისმის სუბიექტური განცხადებები და ტყუილები. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ გლობალური კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ქვეყნის ომში ჩართვა. მიდის უდიდესი და მძლავრი კამპანია საქართველოს ომში ჩართვის მიზნით“, – განაცხადა მდინარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის წარმომადგენლებმა, მათ შორის ერთ-ერთი პირველი იყო უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, იგი ამაყობს იმით, რომ ახლანდელმა ხელისუფლებამ ქვეყანა ყველაზე რთულ დროს ფიზიკური განადგურებისგან გადაარჩინა.
„სარკის წინ და ჩემი შვილების წინ რომ დავდგები, ძალიან ვიამაყებ, რომ ამ გადაწყვეტილებების ერთ-ერთი თანამონაწილე მეც ვიყავი", – განაცხადა მდინარაძემ.
ზელენსკის განცხადება შეაფასა ასევე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.
„რატომ მოიცალა ომში მყოფი სახელმწიფოს მეთაურმა ამისთვის, ან რა ინფორმაციას ფლობდა, როდესაც განცხადებას აკეთებდა – მე არ ვიცი. მაგრამ შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ ის, რაც თქვა, იყო მცდარი“, – განაცხადა სარჯველაძემ ტელეარხ PalitraNews-ის ეთერში.
პოლიტიკოსის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილმა ზელენსკი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, როდესაც ულტიმატუმი წამოაყენა. როგორც ადრე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, სააკაშვილი უარს ამბობს ექიმების მიერ შეთავაზებულ ინტრავენურ კვებაზე და მოითხოვს რეანიმაციაში გადაყვანას, თუმცა ამის ობიექტური მიზეზები არ არსებობს.
„მკურნალობისთვის მას სჭირდება კონკრეტული პროცედურა, ამ პროცედურას სახელმწიფო დიდი ხანია სთავაზობს, მაგრამ იგი უარს აცხადებს. ახლა აყენებს ულტიმატუმს, თუ რაღაც პირობა შესრულდება, შემდეგ დათანხმდება მას, რაც მისი ჯანმრთელობისთვისაა საჭირო. გამოდის ზელენსკი და იძახის, რომ ამ ადამიანს უნდა საჭმელი, სახელმწიფო არ აძლევს და კლავს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლო ერთ თვეზე მეტია განიხილავს. ექს-პრეზიდენტმა სხდომაში მონაწილეობა მხოლოდ ორჯერ მიიღო, ისიც ვიდეოკავშირის მეშვეობით, რადგან ექიმები სასამართლოში მისი ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ იძლევიან. 12 მაისიდან ის „ვივამედის“ კლინიკაში იმყოფება.
ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამოაზრეები და მომხრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. მას შემდეგ, რაც სასამართლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლების საკითხს იხილავს, ადვოკატები საკითხის რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობენ, მაგრამ თითოეული მოწმის გამოკითხვა რამდენიმე საათს გრძელდება.
სააკაშვილის ადვოკატები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და არსებულ პირობებში მისი მკურნალობა უშედეგოა, ამიტომ მას ესაჭიროება უცხოეთში ისეთ კლინიკაში გადაყვანა, რომელიც მსგავსი პაციენტების მკურნალობაზეა ორიენტირებული.
ამასთან, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ექიმები, რომლებიც მუშაობდნენ კომპლექსურ სამედიცინო დასკვნაზე, ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი საკვებზე უარს კი არ ამბობს, არამედ ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო ვერ ჭამს.
მოწვეულ უცხოელ ექსპერტებს შორის იყვნენ ბრიტანელი ფსიქიატრი კორნელიუს კატონა, ასევე ხუთი ამერიკელი ექსპერტი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი, გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი, ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლაჰანი და ქირურგ-ორთოპედი ჯეიმს კობი, რომლებიც სასამართლოში უკვე დაიკითხნენ.
ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და დღევანდელ პირობებში მკურნალობა შედეგს არ იძლევა. მათი თქმით, თუ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ სპეციალიზებულ კლინიკაში მკურნალობის შესაძლებლობა არ მიეცემა, შესაძლოა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდეს.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
უფრო ადრე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი სიმულანტობს და საკუთარ თავს ზიანს აყენებს, რათა ამით გათავისუფლებას მიაღწიოს.
მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, ის რაც შეიძლება მეტად დასუსტდეს, რომ თავიდან აიცილოს ჩადენილი დანაშაულებისთვის მისჯილი სასჯელი.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.