https://sputnik-georgia.com/20230131/saakasvilma-daadastura-rom-agentia-274418096.html
სააკაშვილმა დაადასტურა, რომ აგენტია - ირაკლი კობახიძე
სააკაშვილმა დაადასტურა, რომ აგენტია - ირაკლი კობახიძე
სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი ცხრა წლის განმავლობაში მართავდა საქართველოს, აღნიშნა პოლიტიკოსმა. 31.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-31T13:57+0400
2023-01-31T13:57+0400
2023-01-31T16:07+0400
ქართული ოცნება
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252376337_0:0:1747:983_1920x0_80_0_0_d9b6eb67a58de706afbb54463c8b4009.jpg
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ ჩვეულებრივი აგენტია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.მანამდე სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა გერმანულ გამოცემა Spiegel-ს, სადაც საქართველოში თავის დაბრუნებაში ბრალი ნაწილობრივ რუსეთს დასდო და არ გამორიცხა, რომ მისი დაბრუნება 2021 წლის სექტემბერში რუსეთის მიერ ჩანერგილმა აგენტებმა დაგეგმეს.კობახიძემ სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ ასეთმა ადამიანმა – აგენტმა ცხრა წელი მართა ქვეყანა.„ასეთი პრეზიდენტები მომავალში საქართველოში არ უნდა ვიხილოთ. ზოგადად, ასეთი ადამიანები პოლიტიკის წინა პლანზე საქართველოში აღარ უნდა იყვნენ“, – განაცხადა კობახიძემ.სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.ამავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252376337_315:0:1747:1074_1920x0_80_0_0_15ecb61e048827e2e4f53f92e594b0bc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ქართული ოცნება , საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება, ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი
ქართული ოცნება , საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება, ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი
სააკაშვილმა დაადასტურა, რომ აგენტია - ირაკლი კობახიძე
13:57 31.01.2023 (განახლებულია: 16:07 31.01.2023) სამწუხაროა, რომ ეს ადამიანი ცხრა წლის განმავლობაში მართავდა საქართველოს, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ ჩვეულებრივი აგენტია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მანამდე სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა გერმანულ გამოცემა Spiegel-ს, სადაც საქართველოში თავის დაბრუნებაში ბრალი ნაწილობრივ რუსეთს დასდო და არ გამორიცხა, რომ მისი დაბრუნება 2021 წლის სექტემბერში რუსეთის მიერ ჩანერგილმა აგენტებმა დაგეგმეს.
„მან, პრინციპში, დაადასტურა, რომ არის ჩვეულებრივი აგენტი. სააკაშვილს იმასაც კი არ ეუბნებიან, თუ რა მიზნისთვის ჩაჰყავთ სხვა ქვეყანაში, ამ შემთხვევაში – საქართველოში. მოათავსეს კონტეინერში და გამოუშვეს საქართველოში“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.
კობახიძემ სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ ასეთმა ადამიანმა – აგენტმა ცხრა წელი მართა ქვეყანა.
„ასეთი პრეზიდენტები მომავალში საქართველოში არ უნდა ვიხილოთ. ზოგადად, ასეთი ადამიანები პოლიტიკის წინა პლანზე საქართველოში აღარ უნდა იყვნენ“, – განაცხადა კობახიძემ.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.