„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები - დასრულდა ამომრჩევლის რეგისტრაცია

© photo: Sputnik / Stringerნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2023
გამოწერა
შიდაპარტიულ არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია დაახლოებით 47 ათასმა ამომრჩეველმა გაიარა.
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. დასრულდა იმ ამომრჩევლების რეგისტრაცია, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ კენჭისყრაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარის ასარჩევად.
რეგისტრაცია ელექტრონული სახით, უნიკალური ტექნოლოგიური პლტაფორმა ბლოკჩეინის სისტემის გამოყენებით ჩატარდა. ანალოგიური სისტემა იქნება გამოყენებული კენჭისყრის დროსაც.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, რეგისტრაცია დაახლოებით 47 ათასმა ამომრჩეველმა გაიარა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები 28 იანვრის 10:00 საათზე დაიწყება და 30 იანვრის 10:00 საათზე დამთავრდება.
„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე რეგისტრაცია გაიარეს: პარტიის მოქმედმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ, პარტიის აქტიურმა წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა, პარტიის ყოფილმა წევრმა ნონა მამულაშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაციის „მოძრაობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი მუმლაძემ.
მელია თავის ოპონენტებზე: „აღარ დატოვეს არცერთი წითელი ხაზი">>
ექსპერტების უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ძირითადი ბრძოლა ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილს შორის წარიმართება, და თუ ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ მზადაა, პარტიაში დარჩეს წაგების შემთხვევაშიც, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას, დაემორჩილება თუ არა ხაბეიშვილს, არჩევნების შემდეგ მიიღებს.
ამასთან, კვირის დასაწყისში მელიამ საკადრო ცვლილებების შესახებ განაცხადა, რომელსაც ის შიდაპარტიული არჩევნების დამთავრების შემდეგ აპირებს. კერძოდ, გენერალური მდივნის პოსტზე ის გიორგი კირთაძის დანიშვნას აპირებს. ეს თანამდებობა ამჟამად პეტრე ცისკარიშვილს უკავია.
მელიას განცხადება ლევან ხაბეიშვილმა და თავად ცისკარიშვილმა გააკრიტიკეს. ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ არჩევნები ხაბეიშვილის გამარჯვებით დასრულდება და დაანონსებული რეპრესიები რეალიზებული არ იქნება.
დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“
პარტიის თავმჯდომარის არჩევნები დაინიშნა მას შემდეგ, რაც პარტიული ლიდერების ნაწილი მელიას ღიად დაუპირისპირდა. შემდგომში ბრძოლა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრე ბანაკსა და „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში ლევან ხაბეიშვილი უდგას, კიდევ უფრო გამწვავდა.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოშიყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
ინტრიგები, დაპირისპირებები და არჩევნები: „ნაციონალური მოძრაობა“ იშლება>>
თავად მელია ექს-პრეზიდენტის სურვილის წინააღმდეგ აირჩიეს, რომელსაც ამ პოსტზე თავისი ძველი თანამებრძოლის ლევან ვარშალომიძის ხილვა სურდა. ვარშალომიძე ამჟამად მხარს ხაბეიშვილს უჭერს. ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
რევოლუცია სააკაშვილის გასათავისუფლებად - რეაქციები ხაბეიშვილის განცხადებაზე>>
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.
ამავდროულად, ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ორ ბანაკს შორის ბრძოლა უკავშირდება არა პარტიის პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას და პარტიული სიების შედგენას.
ლიდერთა რიგითობას პარტიულ სიაში დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან არჩევნები პროპორციული სიით ჩატარდება და პარტიის მიერ მიღებული ხმები განსაზღვრავს, ვინ იქნება დეპუტატი.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0