20 იანვარს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© photo: Sputnik / Vladimir Smirnov / გადასვლა მედიაბანკშივარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 20.01.2023
გამოწერა
გაეცანით 20 იანვარს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ
11-20 იანვარი
ამ პერიოდში თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან - 22.12 – 20.01.
11-20 იანვრის პერიოდი თხის რქის ნიშნის მესამე დეკადას მიეკუთვნება. ამ დეკადას მზე მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს სასიცოცხლო ენერგიითა და ძალებით კვებავს, აჯილდოებს ძლიერი ენერგეტიკით. ხშირად აქვთ არამდგრადი ფსიქიკა და მიდრეკილი არიან დეპრესიისადმი.
მნიშვნელოვანი ასაკია: 21, 30, 31, 41, 50, 57.
ამ ადამიანების ყვავილი-სიმბოლოა ნარშავი.
ისინი მოუსვენარი ადამიანები არიან, ხანდახან თავდაჯერებულობა აკლიათ. მშვიდად შეუძლიათ დაწყებული საქმის შუა გზაზე მიტოვება, ამიტომ მათთვის მხარდაჭერა და ყურადღება აუცილებელია. მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ მათით და მათი შრომის შედეგებით ვინმეა დაინტერესებული, მოისმინონ დადებითი შეფასება. ქებას ისინი ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.
ჯიხვი - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2020
თხის რქა - მკაცრი, თავშეკავებული, რაციონალური, გულმოდგინე - ზოგადი დახასიათება
უყვართ მეგობრებთან და საერთოდ ადამიანებთან ურთიერთობა. არიან კეთილი, საიმედო და პატიოსანი ადამიანები. ისინი უნდა გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას და ორგანიზმი არ უნდა გადატვირთონ.
20 იანვარს დაბადებულები
20 იანვარს მშვიდი, მეოცნებე და მერყევი ადამიანები იბადებიან. მათ არაჩვეულებრივი ინტუიცია აქვთ და შეუძლიათ წინასწარ გათვალონ ნაბიჯები, რაც წარმატების მიღწევაში მნიშვნელოვანი ფაქტორია. ისინი ყოველთვის მხიარულების ცენტრში არიან, უყვართ ხმაურიანი ღონისძიებები, მათგან სიცოცხლის სიყვარული და მეგობრული განწყობა მომდინარეობს. ჩვეულებრივ, უამრავი მეგობარი ჰყავთ, მარტოობა არ უყვართ.
მიწის სტიქია: ზოდიაქოს სამი ნიშანი>>
ეს ადამიანები მძლავრი ძრავის მსგავსად არიან - იქოქებიან და შორს მიჰქრიან. გარშემომყოფებს უყვართ ისინი მხიარული ბუნების, სიკეთის, უბოროტო იუმორისა და დახმარებისთვის მზადყოფნის გამო. მათი ოჯახური ცხოვრება მდორედ, ბედნიერად და უზრუნველად მიედინება, ფინანსური მხარე კი მშფოთვარეა - ხან წყნარი, ხან კი ქარიშხალიანი.
20 იანვარს დაბადებულებს სხვებისგან ძალა და თავდაჯერებულობა გამოარჩევს, აქტიური ადამიანები არიან. მზად არიან, პასუხისმგებლობა არაორდინარულ გადაწყვეტილებებზე საკუთარ თავზე აიღონ. ადვილად იმპროვიზირებენ ცხოვრებაში და ცხოვრებას ისეთს იღებენ, როგორიც არის - ცვლილებებითა და მოულოდნელობებით სავსეს. შინაგანად შეიძლება ძალზე არასტაბილური იყვნენ, თუმცა სამუშაო პროცესზე ეს არანაირად არ აისახება - აქვთ ორგანიზების უნარი. ამ დღეს დაბადებულები უბრალო და ბუნებრივი არიან, პიროვნებები - არამდგრადი.
კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2022
2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: სამუშაო, ფული, სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა
ნებისმიერ მოვლენას, იქნება ეს ღალატი, განქორწინება, გაჩერება კარიერაში, ღიმილით ხვდებიან. შინაგან მგრძნობიარობას იუმორის სქელი ჯავშანი იცავს. აღმერთებენ ხუმრობასა და ბავშვურ საქციელს, მაგრამ ასეთი ბავშვურობა მათ ზოგად პორტრეტს არ აფუჭებს. ისინი ამაყი ადამიანები არიან და ნებისმიერ ვითარებაში თავი ღირსეულად უჭირავთ. მათ ის იშვიათი თვისება აქვთ, რასაც გულისხმიერება და თანაგრძნობა ჰქვია და ეს ადამიანებს ძალიან იზიდავს.
საუკეთესო წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>
ხანდახან საშინელი ხასიათი აქვთ, მაგრამ მათზე დიდხანს გაბრაზება არავის შეუძლია, რადგან მათ მრისხანებაში ბოროტების მარცვალიც არაა. ხშირად ამ დღეს დაბადებულები ოხუნჯობის ობიექტები ხდებიან, ეს გარშემომყოფთა მხრიდან ამ დღეს დაბადებულების მიმართ ზერელე დამოკიდებულებას იწვევს. თუმცა, ამ ადამიანებში იმალება მშვენიერი ოცნებები, იმედები, სურვილები, რომელსაც ისინი მხოლოდ რჩეულ, ძვირფას ახლობლებს უზიარებენ.
20 იანვარს დაბადებულები გულწრფელი ადამიანები არიან და ორმაგი თამაში არ შეუძლიათ, მაგრამ თუ გულუხვობისა და სიკეთის საფასურად ღალატსა და ნეგატივს იღებენ, ეს მათზე ძალიან მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ამტანები არ არიან, სულიერი და ემოციური ძალის წყალობით, ცხოვრებისეულ პერიპეტიებს მაინც მტკიცედ იტანენ. ჩვეულებრივ, დაჩაგრულის მხარეს იჭერენ და შეძლებისდაგვარად მფარველობენ მას. ხანდახან ძალაუფლებასაც ამჟღავნებენ, რომელიც საერთოდ არ სჩვევიათ.
ქვებზე დადებული გასაღები - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2023
ზოდიაქოს ნიშნების ბედი - კარმული გზა
საოცარ ოსტატობას ამჟღავნებენ გარშემომყოფებზე ზემოქმედების დროს (გარდა საკუთარი შვილებისა) და ადამიანები მათ დადგენილ წესებს ასრულებენ. ცხოვრებაში თავისუფლებისმოყვარე სტილით გამოირჩევიან და მრავალ შეზღუდვას უდიერად ეპყრობიან.
20 იანვარს დაბადებულები ემოციური, ბრწყინვალე, მზრუნველი და გულუხვი ადამიანები არიან. მათ თავის თავზე არ უნდა აიღონ არბიტრის როლი, ეს შეცდომა იქნება, თუმცა - გაუცნობიერებელი. მათგან, მათი ოპტიმიზმისგან, თავდაჯერებულობისა და უზრუნველობისგან მაგალითის აღება შეიძლება.
ჯანმრთელობა
20 იანვარს დაბადებულების ფიზიკური ფორმა თითქმის ყოველთვის ნორმაზე ნაკლებია, თუმცა ოპტიმიზმი უსიამოვნებების გადალახვაში ეხმარება. და მაინც, მსუბუქი დაავადებების უგულებელყოფა არ ღირს, რადგან ისინი მოგვიანებით შეიძლება ქრონიკულ დაავადებებში გადაიზარდოს. საერთოდ უნდა დაივიწყონ ალკოჰოლი, თამბაქო და ანტიდეპრესანტები. ამ დღეს დაბადებულებისთვის კარგი იქნება მარცვლოვანი და ბოსტნეული. საჭიროა, კვებისას ზომიერება დაიცვან. სჯობს, ყურადღება მიაქციონ იოგას, ჰომეოპათიას, რელიგიურ მიმართულებებსა და სულიერ დისციპლინებს.
კულინარიული ჰოროსკოპი ქალებისთვის: საყვარელი მამაკაცის გემო-ვნება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>
რჩევა:
გეგმის შედგენა ცხოვრებისეული აუცილებლობაა. დაუტოვეთ ხმის უფლება სხვებსაც ისე, რომ არ ჩაურთოთ თქვენი რემარკები და არ გამოხატოთ წინასწარი რეაქცია რაიმეზე. გამოიჩინეთ მოთმინება. ნუ ითხოვთ ყურადღებას.
ყველა ახალი ამბავი
0