https://sputnik-georgia.com/20230118/zodiaqo-karmuli-gza-274038554.html
ზოდიაქოს ნიშნების ბედი - კარმული გზა
ზოდიაქოს ნიშნების ბედი - კარმული გზა
Sputnik საქართველო
ყველა ჩვენი საქციელისთვის პასუხს ვაგებთ. უკვალოდ არაფერი ქრება, ადრე თუ გვიან სიკეთისთვისაც მოგვეზღვება და ავის ქმნისთვისაც, ანუ რასაც გავცემთ, ის... 18.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-18T16:10+0400
2023-01-18T16:10+0400
2023-01-18T20:34+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24251/21/242512193_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_911c35be1ecc95898b2b573e07882421.jpg
მომავალში რომ შეცდომებს თავი ავარიდოთ, ვნახოთ და გავითვალისწინოთ, რა ბედი ერგო ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს და რა უწინასწარმეტყველეს მათ ვარსკვლავებმა დაბადებისას.ვერძივერძები მთელი ცხოვრება სამყაროს საიდუმლოს შეცნობას, საკუთარი სულის ყველა კუთხე-კუნჭულში ჩაწვდომას ცდილობენ; ყველგან ყოფის აზრს ეძებენ. ცხოვრობენ საკუთარ სინდისთან თანხმობაში და ცდილობენ მიწიერი სურვილების მონა არ გახდნენ.კუროკუროებისთვის მთავარია, დააფასონ ბუნებისგან ბოძებული და არ დაწვრილმანდნენ. ფინანსური კეთილდღეობისთვის ბრძოლაში მათ შეუძლიათ არასასურველი საქციელის ჩადენა. ბოლოს რომ მტკივნეული არ იყოს, ჯობს თავიდანვე აირიდონ თავიდან ცდუნებები და სინდისის კარნახით იმოქმედონ.ტყუპიტყუპებმა პრიორიტეტების სწორად განაწილება უნდა ისწავლონ; შეწყვიტონ სამყაროს ორსახოვანი მანერით აღქმა. როცა ახალ საქმეს დაიწყებენ, თავი მთლიანად მას უნდა მიუძღვნან. მხოლოდ მაშინ იქნება იღბალი მათ მხარეს.კირჩხიბიკირჩხიბებმა ცხოვრებაში თავიანთი ადგილი უნდა იპოვონ იქ, სადაც სიმყუდროვე და კომფორტი იქნება. როდესაც თავიანთ მერყეობას გადალახავენ, თავიანთი იდეების რეალიზებას შეძლებენ. მთავარია, ისწავლონ ემოციური მდგომარეობის მართვა და არასდროს აჰყვნენ პანიკას.ლომილომებმა უნდა მოთოკონ თავიანთი ეგოიზმი, შეწყვიტონ სწრაფვა საყოველთაო გაღმერთებისკენ და განავითარონ საკუთარი თავი სულიერად და ფიზიკურად. ხოლო როდესაც ჭეშმარიტ სიყვარულს იპოვიან, დააფასონ და გაუფრთხილდნენ მას.ქალწულიბუნებისგან ბოძებული გონება ქალწულებს ცხოვრებისეულ გზაზე წარმატებების მიღწევაში დაეხმარება, მაგრამ იმ პირობით, თუ საკუთარ ძალებს ირწმუნებენ. ქალწულებმა უნდა გამოიტანონ გაკვეთილი საკუთარი შეცდომებისგან და აღარ დაუშვან ისინი.სასწორისასწორებმა ყველანაირად უნდა აარიდონ თავი კონფლიქტებს და არ უნდა მოახვიონ საკუთარი აზრები სხვებს თავზე. მათ უნდა იარონ თავიანთ გზაზე უკანმოუხედავად და ააწყონ ცხოვრება საკუთარი წესებით.მორიელიმორიელებმა უნდა შეწყვიტონ შინაგანი ბრძოლა, ეს მათ მხოლოდ ძალებს ართმევს, შედეგებს კი არ იძლევა. ჯობს ძალები ადამიანების დახმარებაზე და თავიანთი ენერგეტიკული პოტენციალის განვითარებაზე დახარჯონ.მშვილდოსანიმშვილდოსნებმა უნდა იპოვონ ის ნივთები, რომლებიც მათ შთაგონებაში ეხმარება, არ დახარჯონ თავიანთი ნიჭი იმ სამუშაოზე, რომელსაც მათთვის სიხარული არ მოაქვს. იპოვონ თავიანთი მოწოდება და ქედუხრელად იარონ არჩეული გზით.თხის რქათხის რქებმა უნდა მოთოკონ თავიანთი შინაგანი დემონები, გადალახონ შიშები და გახდნენ თავიანთი ბედის სრულუფლებიანი ბატონ-პატრონი. არ უნდა უყურონ, როგორც იქცევიან სხვები, არამედ იმოქმედონ საკუთარი სურვილებისა და სინდისის შესატყვისად.მერწყულიმერწყულებს სჯერათ თავიანთი უნიკალურობისა და საზოგადოებისგან განზე გამდგარი ცხოვრობენ. ისინი შეძლებენ საკუთარი პოტენციალის რეალიზებას, თუ გარემო სამყაროსთან კონტაქტს ისწავლიან.თევზებითევზებმა უნდა შეწყვიტონ თავის მსხვერპლად შეწირვა, იზრუნონ საკუთარი სახლის მოწყობაზე. არ მოატყუონ საკუთარი თავი და მეტად მოუსმინონ ინტუიციას. უნდა ისწრაფვოდნენ სულიერი და ფიზიკური ჰარმონიისკენ.
https://sputnik-georgia.com/20200422/bumerangis-principi-zodiaqos-niSnebisTvis-248299163.html
https://sputnik-georgia.com/20190710/aodiaqos-niSnebi-sxva-rakursiT-xumrobiT-245884043.html
https://sputnik-georgia.com/20221106/zodiaqos-nisnebi-berznuli-mitologia-271951659.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24251/21/242512193_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_6f152945698d3dcdc51d074f52cf8b6a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ზოდიაქოს ნიშნების ბედი - კარმული გზა
16:10 18.01.2023 (განახლებულია: 20:34 18.01.2023) ყველა ჩვენი საქციელისთვის პასუხს ვაგებთ. უკვალოდ არაფერი ქრება, ადრე თუ გვიან სიკეთისთვისაც მოგვეზღვება და ავის ქმნისთვისაც, ანუ რასაც გავცემთ, ის დაგვიბრუნდება...
მომავალში რომ შეცდომებს თავი ავარიდოთ, ვნახოთ და გავითვალისწინოთ, რა ბედი ერგო ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს და რა უწინასწარმეტყველეს მათ ვარსკვლავებმა დაბადებისას.
ვერძები მთელი ცხოვრება სამყაროს საიდუმლოს შეცნობას, საკუთარი სულის ყველა კუთხე-კუნჭულში ჩაწვდომას ცდილობენ; ყველგან ყოფის აზრს ეძებენ. ცხოვრობენ საკუთარ სინდისთან თანხმობაში და ცდილობენ მიწიერი სურვილების მონა არ გახდნენ.
კუროებისთვის მთავარია, დააფასონ ბუნებისგან ბოძებული და არ დაწვრილმანდნენ. ფინანსური კეთილდღეობისთვის ბრძოლაში მათ შეუძლიათ არასასურველი საქციელის ჩადენა. ბოლოს რომ მტკივნეული არ იყოს, ჯობს თავიდანვე აირიდონ თავიდან ცდუნებები და სინდისის კარნახით იმოქმედონ.
ტყუპებმა პრიორიტეტების სწორად განაწილება უნდა ისწავლონ; შეწყვიტონ სამყაროს ორსახოვანი მანერით აღქმა. როცა ახალ საქმეს დაიწყებენ, თავი მთლიანად მას უნდა მიუძღვნან. მხოლოდ მაშინ იქნება იღბალი მათ მხარეს.
კირჩხიბებმა ცხოვრებაში თავიანთი ადგილი უნდა იპოვონ იქ, სადაც სიმყუდროვე და კომფორტი იქნება. როდესაც თავიანთ მერყეობას გადალახავენ, თავიანთი იდეების რეალიზებას შეძლებენ. მთავარია, ისწავლონ ემოციური მდგომარეობის მართვა და არასდროს აჰყვნენ პანიკას.
ლომებმა უნდა მოთოკონ თავიანთი ეგოიზმი, შეწყვიტონ სწრაფვა საყოველთაო გაღმერთებისკენ და განავითარონ საკუთარი თავი სულიერად და ფიზიკურად. ხოლო როდესაც ჭეშმარიტ სიყვარულს იპოვიან, დააფასონ და გაუფრთხილდნენ მას.
ბუნებისგან ბოძებული გონება ქალწულებს ცხოვრებისეულ გზაზე წარმატებების მიღწევაში დაეხმარება, მაგრამ იმ პირობით, თუ საკუთარ ძალებს ირწმუნებენ. ქალწულებმა უნდა გამოიტანონ გაკვეთილი საკუთარი შეცდომებისგან და აღარ დაუშვან ისინი.
სასწორებმა ყველანაირად უნდა აარიდონ თავი კონფლიქტებს და არ უნდა მოახვიონ საკუთარი აზრები სხვებს თავზე. მათ უნდა იარონ თავიანთ გზაზე უკანმოუხედავად და ააწყონ ცხოვრება საკუთარი წესებით.
მორიელებმა უნდა შეწყვიტონ შინაგანი ბრძოლა, ეს მათ მხოლოდ ძალებს ართმევს, შედეგებს კი არ იძლევა. ჯობს ძალები ადამიანების დახმარებაზე და თავიანთი ენერგეტიკული პოტენციალის განვითარებაზე დახარჯონ.
მშვილდოსნებმა უნდა იპოვონ ის ნივთები, რომლებიც მათ შთაგონებაში ეხმარება, არ დახარჯონ თავიანთი ნიჭი იმ სამუშაოზე, რომელსაც მათთვის სიხარული არ მოაქვს. იპოვონ თავიანთი მოწოდება და ქედუხრელად იარონ არჩეული გზით.
თხის რქებმა უნდა მოთოკონ თავიანთი შინაგანი დემონები, გადალახონ შიშები და გახდნენ თავიანთი ბედის სრულუფლებიანი ბატონ-პატრონი. არ უნდა უყურონ, როგორც იქცევიან სხვები, არამედ იმოქმედონ საკუთარი სურვილებისა და სინდისის შესატყვისად.
მერწყულებს სჯერათ თავიანთი უნიკალურობისა და საზოგადოებისგან განზე გამდგარი ცხოვრობენ. ისინი შეძლებენ საკუთარი პოტენციალის რეალიზებას, თუ გარემო სამყაროსთან კონტაქტს ისწავლიან.
თევზებმა უნდა შეწყვიტონ თავის მსხვერპლად შეწირვა, იზრუნონ საკუთარი სახლის მოწყობაზე. არ მოატყუონ საკუთარი თავი და მეტად მოუსმინონ ინტუიციას. უნდა ისწრაფვოდნენ სულიერი და ფიზიკური ჰარმონიისკენ.