დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 31 დეკემბერი

© Pixabay / geraltვარსკვლავებიანი ცა
ვარსკვლავებიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 31.12.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 31 დეკემბერია, შაბათი. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
ამ დღეს ადამიანების გონება ნათელი იქნება და მათ უმრავლესობას შემოქმედებითი აღმაფრენა ეწვევა. შესანიშნავი დროა, რომ ეს მახასიათებლები გამოყენებულ იქნას ბიზნეს–გეგმის შესადგენად, ბინის დიზაინის შესაქმნელად ან, სულაც, მგზნებარე სასიყვარულო ბარათის დასაწერად. ადვილი იქნება ნებისმიერი გონებრივი ან შემოქმედებითი საქმიანობა.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 დეკემბერი>>
ვერძი: გაქვთ შანსი, რომ რაღაც სასარგებლო გააკეთოთ არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ სხვებისთვისაც, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოახერხებთ და თქვენს ნოვატორულ იდეებს გარშემომყოფებს კარგად აუხსნით. დღეს თქვენი ინტელექტუალური უნარები საოცარ სიმაღლეზე იქნება, თუმცა ურთიერთობები ირგვლივ მყოფებთან – სუსტი წერტილი. მხოლოდ მოთმინებითა და დიპლომატიურობით მოახერხებთ კამათის თავიდან აცილებას და ჩანაფიქრის განხორციელებაში წინსვლას.
შავი კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2022
როგორ შევხვდეთ ახალ, 2023 წელს - ის, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია
კურო: გარემოებები არ მოგცემთ საშუალებას, რომ მოდუნდეთ და გააკეთოთ ის, რაც საჭიროდ მიგაჩნიათ. ყოველ წუთს გამოჩნდება რაღაც საქმე, რომელიც თქვენს აქტიურ ჩარევას საჭიროებს. ნებსით თუ უნებლიეთ ამ თამაშის მიღება მოგიწევთ და დღის ბოლოს, შესაძლოა, უკვე „აზარტშიც“ შეხვიდეთ. მოქმედებების დროს აღმოაჩენთ, რომ თქვენი გონება საოცრად მკაფიოდ და სწრაფად მუშაობს და გთავაზობთ სიტუაციებიდან გამოსასვლელ დახვეწილ გზებს.
ტყუპი: თქვენი ბედნიერება თქვენ ხელთაა, უფრო სწორად, თქვენ თავში. ირგვლივ სამყაროს შეცვლაც კი შეგიძლიათ თქვენი ფიქრის ძალით. დარწმუნებული არ ხართ რამე საქმეში? შესძახეთ საკუთარ თავს, რომ ეს შეგიძლიათ. ძალღონე გამოგეცალათ? დაარწმუნეთ თავი, რომ ენერგიითა და ენთუზიაზმით ხართ სავსე. როგორც იტყვით, ისე იქნება. მთავარია, რომ პოზიტიურად იაზროვნოთ და სწორად – დღეს ყველაფერი შეიძლება ახდეს და მათ შორის, არასწორი და ნეგატიური ფიქრებიც.
კირჩხიბი: დღეს შეიძლება თვითორგანიზაციისა და დისციპლინის მხრივ პრობლემები შეიქმნას. მოგინდებათ ერთფეროვანი ცხოვრებისეული რიტმის დარღვევა. არ შეეწინააღმდეგოთ ამ გრძნობას, რადგან ვარსკვლავები პროგნოზირებენ, რომ თუ სპონტანურად მოქმედების სურვილს აჰყვებით, ცხოვრებაში ახალი შთაბეჭდილებები და ემოციები გაგიჩნდებათ, ამასთან, ამან დასაბამი შეიძლება მისცეს ახალ პროექტებს, რომლებსაც წარმატების ძალიან დიდი შანსი აქვს.
პლანეტების აღლუმი - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2022
ასტროლოგები გვაფრთხილებენ: რომელია ყველაზე საშიში დღეები 2023 წელს და რატომ
ლომი: ერთ რამეზე ყურადღების კონცენტრირება გაგიჭირდებათ, ირგვლივ ხომ იმდენი საინტერესო რამ ხდება. მთელი დღის განმავლობაში ცხოვრება ახალ–ახალ საინტერესო რაღაცებს შემოგთავაზებთ. ახალი შთაბეჭდილებები, ადამიანები, იდეები, გეგმები, საქმეები... დღეს თქვენი კონცენტრაციის უნარი ნულს უტოლდება. სამაგიეროდ, მზად ხართ ნებისმიერი ახალი იდეისთვის, თუ, რა თქმა უნდა, ერთი ყურიდან შეშვებულს მეორე ყურიდან არ გაუშვებთ.
ქალწული: დღეს შესანიშნავ საბრძოლო ფორმაში ხართ და გარშემომყოფები ამას ღირსეულად შეაფასებენ, რადგან ბრძოლას სწორედ მათთან აპირებთ. თუმცა, შესაძლოა, თქვენ ამას სულ სხვაგვარად აღიქვამდეთ – რომ სწორედ ირგვლივ მყოფნი ახდენენ თქვენს პროვოცირებას და გაიძულებენ, რომ თავი დაიცვათ. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. დღეს განწყობილი ხართ, რომ საწადელს აუცილებლად მიაღწიოთ და სულ არ გაინტერესებთ სხვების აზრი და მათი ინტერესები.
სასწორი: დღეს თქვენი აზრები ერთიდან მეორე თემაზე „იხტუნავებს“, იდეებს თქვენი გონება ვეღარ დაიტევს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენი ყველა მოსაზრება ღირებულია, მაგრამ თავისუფალი ხართ შაბლონებისგან და აქედან გამომდინარე, დიდია ალბათობა, რამე საკმაოდ საინტერესო იდეა გაგიჩნდეთ. მთავარია, ამ აზრებიდან ნამდვილად ღირებული იდეა გამოყოთ. როგორც ვარსკვლავები ამბობენ, სწორედ აქ იქნება დღის მთავარი პრობლემა.
შავი კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2022
2023 წლის ჰოროსკოპი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
მორიელი: ეს ის დღეა, როცა შეგიძლიათ მთლიანად გადაერთოთ თუნდაც ყველაზე წვრილმანი პრობლემის მოგვარებაზე. ყველაფერს შეუძლია თქვენი კალაპოტიდან ამოგდება: სამუშაო საკითხს, რომელიც სიმშვიდეს გიკარგავთ, ძლიერ ემოციებს ნებისმიერ წვრილმანზე... ეს ხელს შეგიშლიათ, რომ რამე მართლაც ღირებულზე შეაჩეროთ თქვენი ყურადღება. მიუხედავად ამისა, ამ დღეს პლუსებიც აქვს – შეძლებთ საქმის არსში ჩაღრმავებას „მოლეკულების“ დონეზე.
მშვილდოსანი: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღეს მოძებნოთ გზა გარშემომყოფების გულებისკენ თუ არა, მათ გონებამდე მაინც. ის ადამიანები, რომელთა აზრიც თქვენთვის სულერთი არაა, დღეს შეძლებენ თქვენი ახალი იდეებისა და არასტანდარტული მიდგომების დაფასებას. დროთა განმავლობაში ეს საშუალებას მოგცემთ, რომ განამტკიცოთ თქვენი მდგომარეობა, აიმაღლოთ სტატუსი. ასე რომ, თუ თქვენი ინტელექტის წარმოჩინება გსურთ საუკეთესო კუთხით, ახლა სწორედ რომ ამის დროა.
თხის რქა: დღეს არაერთი იდეა გაგიჩნდებათ სახლის, აგარაკის ან საოჯახო მეურნეობის მოწყობასთან დაკავშირებით. ეს იდეები დაუყოვნებლივ მოქმედებებს მოითხოვს და რადგანაც ასეთი საქმეები მარტოკაცისთვის შეუძლებელია, ოჯახის წევრების ჩართვას მოინდომებთ. თქვენი მბრძანებლური ტონი ახლობლების მხრიდან გაპროტესტდება, წამოვა პრეტენზიების ტალღა. გაითვალისწინეთ ეს და თუ საქმის გაკეთება გინდათ, შესაბამისად იმოქმედეთ.
ბედნიერი წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2022
ჰოროსკოპი: შეთავსებადობა ნიშნებს შორის - რა ელოდება თქვენს წყვილს 2023 წელს
მერწყული: დღეს თქვენ სახლში ან სამუშაო ადგილზე საშინელი ქაოსია, რომ მოინდომოთ კიდეც, არეულობას თავი შეიძლება მაინც ვერ დააღწიოთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ ქაოსი ირგვლივ იმ ცვლილებების ანარეკლია, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მალე გაჩნდება. ძალიან გაგიტაცებთ ახალი გლობალური იდეები და გეგმები, რომ დრო ბანალურ დალაგებაზე დახარჯოთ, და მაინც – არეულობისგან გათავისუფლება ნამდვილად არ გაწყენთ, დღეს თუ არა, ხვალ მაინც.
თევზები: დღეს შესაძლოა, ძალზე მიმზიდველი შესაძლებლობა გამოჩნდეს, რომელიც ფინანსებთან იქნება დაკავშირებული. და თუ ამაზე უარს იტყვით, შეიძლება მთელი ცხოვრება სანანებელი გაგიხდეთ. არაა გამორიცხული, რომ ახალმა პროექტმა ძველ გეგმებზე უარის თქმა მოითხოვოს. თუ დარწმუნებული ხართ, რომ ახალი ნაბიჯები უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ძველი, გარისკვა ღირს. თუ არა, და რაღაცაში ეჭვი გეპარებათ, მაშინ რისკიც გაუმართლებელი იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0