დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 დეკემბერი

© Pixabay / Fotocitizenდაისი
დაისი - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 30 დეკემბერია, პარასკევი. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
დღეს ადამიანები განსაკუთრებულად არათანმიმდევრულები იქნებიან. დღე წინააღმდეგობრიობით გამოირჩევა. ლოგიკა ადამიანებს ერთ მხარეს წაიყვანს, ხოლო ემოციები - მის საწინააღმდეგო მხარეს. ამის გამო მოსალოდნელია განცდები, იმპულსური საქციელი, ირგვლივ მყოფებთან დაძაბული ურთიერთობები. სამაგიეროდ, შესანიშნავი დღეა შემოქმედებისთვის.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 29 დეკემბერი>>
ვერძი: დღეს თქვენი დევიზია „მე თვითონ". იგრძნობთ მოზღვავებულ პირველყოფილ, სტიქიურ ძალას, თავდაჯერებულობას, რომელიც ყველა ზღვარს სცილდება. ეს დაგეხმარებათ ნებისმიერი სირთულის ამოცანასთან გამკლავებაში და ამავე დროს, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთა ყურადღების მიპყრობაში. მაგრამ არის საშიშროება – თუ ვინმესთან არშიყს არ აპირებთ, მის მიმართ, შესაძლოა, მკვახე გამონათქვამები არ დაიშუროთ და ამით მისი გრძნობები და სიამაყე შელახოთ.
შავი კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2022
როგორ შევხვდეთ ახალ, 2023 წელს - ის, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია
კურო: შემოქმედებითი და არასტანდარტული იდეების „შემოტევა" გექნებათ. ეცადეთ, თითოეული იდეა კარგად დაიმახსოვროთ, ჩაიწეროთ, რადგან ისინი მომავალში შეიძლება ძალიან გამოგადგეთ. ზოგადად, დღეს წარმატებული იქნება ნებისმიერი საქმე და გეგმა, რომელშიც შემოქმედებითი დეტალები და არასტანდარტული დამოკიდებულება გამოვლინდება. მთავარია, თქვენს ფანტაზიას ხელოვნური ბარიერები არ შეუქმნათ.
ტყუპი: დღეს ოცნებებისა და ფანტაზიის დღეა. თუ ბევრი რამის მიღწევა გინდათ, ხანდახან ჩვეულ ჩარჩოებს უნდა გასცდეთ და ოცნებები „თავის ნებაზე მიუშვათ". შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ იოცნებოთ მომავალზე, დაამუშაოთ არასტანდარტული და შეიძლება ფანტასტიკური სვლებიც – დროთა განმავლობაში ამ ერთი შეხედვით განუხორციელებელი ჩანაფიქრებიდან შეიძლება ბევრი რამ რეალობად აქციოთ.
კირჩხიბი: უბრალოდ, ვალდებული ხართ, რომ დღეს თქვენს ცხოვრებაში რამე სიახლე შეიტანოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, გაარღვიოთ რუტინის ჩაკეტილი წრე და გააკეთოთ რაღაც „ისე არა" და „არა იმ დროს". თქვენი ნებისმიერი უჩვეულო წამოწყება იღბლიანი იქნება და მნიშვნელობა არა აქვს, რაზეა საუბარი: ცხოვრების შეცვლის მცდელობაზე თუ თმის შეღებვაზე. და თუ ყველაფერს ისე დატოვებთ, როგორც არის, თქვენი ცხოვრებაც უცვლელად წარიმართება.
ბედნიერი წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2022
ჰოროსკოპი: შეთავსებადობა ნიშნებს შორის - რა ელოდება თქვენს წყვილს 2023 წელს
ლომი: დღეს გექნებათ შესანიშნავი შესაძლებლობა, გააბათ პერსპექტიული ნაცნობობა. არ არის გამორიცხული, რომ ეს ნაცნობობა რომანტიკული ხასიათისა იყოს, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ უყურადღებოდა არ დატოვოთ სხვა სახის ნაცნობობაც, იქნება ეს მეგობრული თუ საქმიანი. დღეს გაბმული კავშირები ძალიან სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს და თქვენს ცხოვრებაში ძალზე მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.
ქალწული: დღეს ნებისმიერი ადამიანის ყურადღების მიპყრობა შეგიძლიათ. ეს ეხება როგორც რომანტიკულ, ისე საქმიან კავშირებს. ენერგიისა და ძალების მოზღვავება გაიძულებთ, გამომწვევად მოიქცეთ და გარშემომყოფების პროვოცირება მოახდინოთ, ამიტომ არ არის გამორიცხული კონფლიქტი. თუმცა ეს არ ეხება სასიყვარულო სფეროს – საწინააღმდეგო სქესის ადამიანებს თქვენი თავდაჯერებულობა მოხიბლავს. ამიტომ სჯობს, ენერგია ამ კუთხით მიმართოთ და არა ჩხუბსა და კამათზე.
სასწორი: დღეს სავსე იქნებით ყველანაირი ელფერის ემოციებით, ხოლო ინტუიცია არნახულ სიმაღლეზე იქნება. გადაწყვეტილების მიღება უფრო ადვილია არა გონებით, არამედ გულით, თუნდაც საქმე სამუშაოს ეხებოდეს. როდესაც არ გყოფნით ინფორმაცია, გამოცდილება ან ცოდნა, მეექვსე გრძნობა გიკარნახებთ, საით არის სწორი გზა. ასე რომ, ვარსკვლავები გირჩევენ, მოუსმინოთ ინტუიციას, რომელიც დაგიცავთ შეცდომებისა და იმპულსური ნაბიჯებისგან.
შავი კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2022
2023 წლის ჰოროსკოპი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
მორიელი: დღეს ყველაფერს „გამადიდებელი შუშით" დააკვირდებით და ყველაფერს გააზვიადებთ – როგორც კარგს, ისე ცუდს. შედეგად ადამიანებიცა და მოვლენებიც თქვენთვის შავ–თეთრის პრინციპით დაიყოფა ან იდეალური ან ნაკლოვანებებით სავსე. მაგრამ ამას თავისი პლუსიც აქვს – დღეს შეიძლება დაინახოთ ისეთი რამ, რაც აქამდე თქვენთვის შეუმნჩნეველი და დამალული იყო. ეს დაგეხმარებათ ისეთ საქმეებში, რომლებიც ყურადღებასა და დაკვირვებას საჭიროებს.
მშვილდოსანი: თქვენი ენერგიულობა და სიცოცხლის სიყვარული დღეს კაშკაშა ფერებში იქნება წარმოდგენილი, თუნდაც მოვლენები სულაც არ განვითარდეს ამ მიმართულებით. ყოფა და რუტინა მათი ხვედრია, ვისაც არ აინტერესებს ცხოვრება, თქვენთვის კი დღეს ამგვარი დამოკიდებულება მიუღებელია. შეძლებთ განწყობის ამაღლებას ირგვლივ მყოფი ადამიანებისთვის, არ გაუშვებთ ხელიდან შესაძლებლობას, რომ თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინოთ ადამიანებთან, რომლებზეც ბევრი რამაა დამოკიდებული.
თხის რქა: ენერგიით ხართ სავსე და აჯობებს, ეს ენერგია ყოფით საკითხებზე და სახლის მოწყობაზე მიმართოთ. შემოქმედებითი დამოკიდებულება დაგეხმარებათ, რომ ყველაზე პროზაული რამეებიც კი, როგორიცაა, მაგალითად, სახლის დალაგება და საჭმლის მომზადება, ნამდვილ დღესასწაულად აქციოთ, შექმნათ კულინარიული შედევრი, სახლს ახლებური იერი მისცეთ... ზოგადად, დღეს ნებისმიერ საქმეში შეძლებთ სხვადასხვა კომპონენტის ძალზე საინტერესოდ შერწყმას და შემოქმედებითი ფანტაზიის წარმოჩენას.
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2022
სასიყვარულო ვნებათაღელვანი: ზოდიაქოს ნიშნები და მათი ურთიერთობები 2023 წელს
მერწყული: დღეს ვარსკვლავები სასიამოვნო ტონუსში გამყოფებენ და ერთი წუთით არ მოგცემენ მოდუნებისა და მოწყენის საშუალებას. მოახერხებთ ყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევას (ან თვითონ, ან ამაში რამე გარე ფაქტორი დაგეხმარებათ). უნდა გამოიყენოთ ეს დღე იმისთვის, რომ რამე ახალი და საინტერესო ნახოთ, შეიგრძნოთ. ეს არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ სასარგებლოც იქნება და დაგეხმარებათ იმაში, რომ ჩვეულ საგნებს ან მოვლენებს სხვა კუთხით შეხედოთ.
თევზები: დღეს დაგეგმილზე მეტი ფული შეიძლება დახარჯოთ. ემოციებზე აყოლილი მზად ხართ, მოულოდნელად, სპონტანურად იყიდოთ ერთი შეხედვით უაზრო რამ. მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ეს ნივთები სასარგებლო და საჭირო აღმოჩნდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს ფინანსურ საკითხებში ინტუიცია იქნება გაბატონებული და არა ლოგიკა. მაგრამ მაინც არ ღირს მხოლოდ ინტუიციაზე მინდობა – საჭიროა თავის დაზღვევა და საყიდლებზე მკაცრი ლიმიტის დაწესება.
ყველა ახალი ამბავი
0