https://sputnik-georgia.com/20221228/dris-astroprognpozi-zodiaqos-nisnebistvis-28-dekemberi-273430286.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 28 დეკემბერი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 28 დეკემბერი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები 28.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-28T00:15+0400
2022-12-28T00:15+0400
2022-12-28T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24823/62/248236293_120:0:3761:2048_1920x0_80_0_0_562af074d448a30a7e94b5d94853c41e.jpg
დღეს 2022 წლის 28 დეკემბერია, ოთხშაბათი. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.სიტყვებთან განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს თავშეკავება ძალიან რთული იქნება. საუბრისას ლოგიკა უკანა პლანზე გადავა და წინ ემოციები წამოიწევს. თუ ოპონენტების რამეში დარწმუნება გინდათ, ციფრები დაივიწყეთ - ხატოვანი გამოთქმებითა და მეტაფორებით მიზანს უფრო მალე მიაღწევთ. დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 დეკემბერი>>და კიდევ ერთი: დღეს უპატიებელი შეცდომა იქნება დაუდევრობა ვარცხნილობისა და სამოსის შერჩევისას - სწორად შერჩეული სტილი წარმატების ნახევარია.ვერძი: დღეს განსაკუთრებული მაგნეტიზმი გექნებათ და რომ არ გინდოდეთ კიდეც, გარშემომყოფების ყურადღებას მიიქცევთ. ამისთვის არ დაგჭირდებათ რამე განსაკუთრებულის თქმა ან გაკეთება – არანაკლებ დამაინტრიგებელი იქნება თქვენი დუმილიც. ეს სათავისოდ გამოიყენეთ – გააბით ნაცნობობა საჭირო ადამიანებთან, ან, უბრალოდ, თქვენი უბადლო ღიმილით დაახვიეთ ვინმეს თავბრუ.კურო: თქვენი ტვინი გახსნილია ახალი იდეებისთვის, ხოლო გული – ექსტრემალური ემოციებისთვის. შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ რამე ახალი და მძაფრი გამოსცადოთ. არაფერი ისე არ „აგიდუღებთ“ სისხლს, როგორც ჩვეულისა და უჩვეულოს, დასაშვებისა და დაუშვებლის ზღვარზე ბალანსის დაცვა. ფლირტი უცნობთან, ექსტრემალური სპორტი... რაც აკრძალული არაა, იქნებ ღირს, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც სცადოთ.ტყუპი: მთელი დღის განმავლობაში დაძაბულობა და უკმაყოფილება შეიძლება დაგიგროვდეთ. გარშემომყოფები თავიანთი არაორგანიზებულობით გამოგიყვანენ მწყობრიდან, ხოლო მოვლენების განვითარება ზოგჯერ ხელიდან დაგისხლტებათ. ეს გაგაღიზიანებთ. დაძაბულობის განმუხტვა მხოლოდ მძლავს ემოციურ „აფეთქებას“ შეუძლია – ექნება ეს ბანალური მრისხანება თუ სასიყვარულო ვნებების „ამოფრქვევა“.კირჩხიბი: დღეს უნდა იყოთ მოვლენების ეპიცენტრში, იგებდეთ ყველანაირ ჭორს – ესაა თქვენი წარმატების გარანტი. სრულიად შესაძლებელია, რომ სწორედ მომატებული კომუნიკაბელურობის, ენერგიულობისა და განუმეორებლობის წყალობით საკმაოდ სასარგებლო ნაცნობობა გააბათ. ასევე შეგიძლიათ ეს თვისებები რომანტიკული კუთხით გამოიყენოთ და მოაჯადოვოთ ის ადამიანი, რომლითაც დაინტერესებული ხართ.ლომი: სიფრთხილე გმართებთ – შესაძლებელია ღია კონფლიქტი. იქნებით საბრძოლო განწყობით, ამავე დროს, ნერვული და რეაქცია გექნებათ ყველაფერზე, რაც ირგვლივ ხდება. ამის გამო გარშემომყოფებთან ურთიერთობებში შეიძლება „გაიელვოს“ კიდეც და აქედან „მეხის ჩამოვარდნამდე“ სულ ერთი ნაბიჯია. რომ არ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც შემდეგ სანანებელი გაგიხდებათ, საჭიროა, რომ ენერგია რამე სასარგებლო საქმისკენ მიმართოთ.ქალწული: დღეს განწყობა ცვალებადი გექნებათ. ერთმანეთს ჩაანაცვლებს მრისხანება, სიხარული, ნაღველი, გულგრილობა, კეთილგანწყობა, მოულოდნელი სიმპათია – ემოციების ნებისმიერი ელფერი საოცარი სისწრაფით შეიძლება შეიცვალოს. ზოგიერთი გარე მოვლენების გამო შეიცვლება, ზოგი პირადი განცდების გამო. საკუთარი გრძნობების ხელში „დამყოლი თოჯინა“ რომ არ აღმოჩნდეთ, უნდა გააკონტროლოთ ემოციები, ან ეცადოთ მაინც.სასწორი: დღეს ნებისმიერი ქმედება ან სიტყვა გადაჭარბებულად მნიშვნელოვანი მოგეჩვენებათ, ანუ ბუზის ნაცვლად სპილოს დაინახავთ. ეს სამუშაოს თვალსაზრისით ცუდი არაა, თუმცა ურთიერთობებში თქვენს ეგზალტირებულ მდგომარეობას გარშემომყოფების მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლია. ეცადეთ, ყველაფერს იუმორით შეხედოთ, სხვა შემთხვევაში ემოციებმა შეიძლება შიგნიდან „აგაფეთქოთ“.მორიელი: იყავით მზად იმისთვის, რომ დღეს დიდ ყურადღებას მოგაქცევენ. ირგვლივ მყოფებს შორის ძალზე მნიშვნელოვანი პერსონებიც შეიძლება იყვნენ, რომლებზეც თქვენი ცხოვრება და კარიერაა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, დღეს უნდა ეცადოთ, რომ თავი განსაკუთრებულად კარგად წარმოაჩინოთ. თუ არ გამოგივიდათ, რა ბედენაა, მთავარია, იყოთ საკუთარ თავში დარწმუნებული და ამას ირგვლივ აუცილებლად იგრძნობენ.მშვილდოსანი: დღეს თავშეკავება გმართებთ. „ფეთქებად“ ხასიათზე ხართ და გამძაფრებული გაქვთ პატივმოყვარეობა. ამის გამო კონფლიქტი შეიძლება იქ დაინახოთ, სადაც ამის ნატამალიც კი არაა. ხოლო სადაც არის, მას ძალიან გააზვიადებთ. შეგიძლიათ ადამიანებს „დაარტყათ“ ყველაზე მტკივნეულ ადგილებში. მაგრამ ისმის კითხვა – მოგიტანთ ასეთი გამარჯვება კმაყოფილებას? სავარაუდოდ, არა. ამიტომ იქნებ, არ ღირს ომის წამოწყება?თხის რქა: დღეს დაუოკებელი ლტოლვა შეიძლება გაგიჩნდეთ ყველაფერი ახლისადმი. ჩვეული რაღაცები საშინელ მოწყენილობას გამოიწვევს თქვენში, ხოლო სიახლეები – ახალი ადგილები, ცოდნა, ადამიანები – საოცარ ინტერესს. ასეთი სწრაფვა რომ დაიკმაყოფილოთ, დღეს ჩვეულ ჩარჩოებს რაღაცაში მაინც უნდა გასცდეთ. თუნდაც სულ უბრალო რამეში (ახალი კერძი, წიგნი, ფილმი). შედეგით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.მერწყული: თუნდაც ჩვეულებრივ ფულს ყოველთვის ფრთხილად ხარჯავდეთ, თქვენი ეკონომიურობა სადღაც გაქრება და მის ადგილზე ფულის მფლანგველი გაიღვიძებს. განსაკუთრებით გულუხვი იქნებით თქვენთვის ძვირფასი ადამიანების მიმართ. და რატომაც არა? ხანდახან ხომ შეიძლება ასეთ განწყობას აჰყვეთ? ქამრის შემოჭერა მერეც შეიძლება. დღეს შეგიძლიათ გულის კარნახს მიჰყვეთ, მაგრამ მაინც – გონივრულობის ფარგლებში.თევზები: ორმაგად განუმეორებელი იქნებით – პირველ რიგში, საკუთარ თვალში და მეორეც – გარშემომყოფების თვალში, რომლებსაც თქვენი საოცარი თავდაჯერებულობა „გადაედებათ“. ქარიზმა დაგეხმარებათ სამუშაოზეც, სახლშიც და ზოგადად, ადამიანებთან ურთიერთობებში. მთავარია, არ „გადაამლაშოთ“ – თუ ირგვლივ მყოფებმა დაინახეს, რომ მათ ზემოდან უყურებთ, თქვენი უპირატესობა ღრუბელივით გაიფანტება და უპატიებელ ნაკლად იქცევა.
https://sputnik-georgia.com/20221223/horoskopi-setavsebadoba-2023-wyvili-273347982.html
https://sputnik-georgia.com/20221206/siyvruli-zodiaqos-nisnebi-2023-wels-272752084.html
https://sputnik-georgia.com/20221109/2023-weli-zodiaqos-nisnebistvis-astrologiuri-prognozi-272049553.html
https://sputnik-georgia.com/20221213/2023------272988512.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24823/62/248236293_575:0:3306:2048_1920x0_80_0_0_8b054ee252520c0b066612b7a8feb348.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 28 დეკემბერი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 28 დეკემბერია, ოთხშაბათი. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
სიტყვებთან განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს თავშეკავება ძალიან რთული იქნება. საუბრისას ლოგიკა უკანა პლანზე გადავა და წინ ემოციები წამოიწევს. თუ ოპონენტების რამეში დარწმუნება გინდათ, ციფრები დაივიწყეთ - ხატოვანი გამოთქმებითა და მეტაფორებით მიზანს უფრო მალე მიაღწევთ.
და კიდევ ერთი: დღეს უპატიებელი შეცდომა იქნება დაუდევრობა ვარცხნილობისა და სამოსის შერჩევისას - სწორად შერჩეული სტილი წარმატების ნახევარია.
ვერძი: დღეს განსაკუთრებული მაგნეტიზმი გექნებათ და რომ არ გინდოდეთ კიდეც, გარშემომყოფების ყურადღებას მიიქცევთ. ამისთვის არ დაგჭირდებათ რამე განსაკუთრებულის თქმა ან გაკეთება – არანაკლებ დამაინტრიგებელი იქნება თქვენი დუმილიც. ეს სათავისოდ გამოიყენეთ – გააბით ნაცნობობა საჭირო ადამიანებთან, ან, უბრალოდ, თქვენი უბადლო ღიმილით დაახვიეთ ვინმეს თავბრუ.
კურო: თქვენი ტვინი გახსნილია ახალი იდეებისთვის, ხოლო გული – ექსტრემალური ემოციებისთვის. შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ რამე ახალი და მძაფრი გამოსცადოთ. არაფერი ისე არ „აგიდუღებთ“ სისხლს, როგორც ჩვეულისა და უჩვეულოს, დასაშვებისა და დაუშვებლის ზღვარზე ბალანსის დაცვა. ფლირტი უცნობთან, ექსტრემალური სპორტი... რაც აკრძალული არაა, იქნებ ღირს, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც სცადოთ.
ტყუპი: მთელი დღის განმავლობაში დაძაბულობა და უკმაყოფილება შეიძლება დაგიგროვდეთ. გარშემომყოფები თავიანთი არაორგანიზებულობით გამოგიყვანენ მწყობრიდან, ხოლო მოვლენების განვითარება ზოგჯერ ხელიდან დაგისხლტებათ. ეს გაგაღიზიანებთ. დაძაბულობის განმუხტვა მხოლოდ მძლავს ემოციურ „აფეთქებას“ შეუძლია – ექნება ეს ბანალური მრისხანება თუ სასიყვარულო ვნებების „ამოფრქვევა“.
კირჩხიბი: დღეს უნდა იყოთ მოვლენების ეპიცენტრში, იგებდეთ ყველანაირ ჭორს – ესაა თქვენი წარმატების გარანტი. სრულიად შესაძლებელია, რომ სწორედ მომატებული კომუნიკაბელურობის, ენერგიულობისა და განუმეორებლობის წყალობით საკმაოდ სასარგებლო ნაცნობობა გააბათ. ასევე შეგიძლიათ ეს თვისებები რომანტიკული კუთხით გამოიყენოთ და მოაჯადოვოთ ის ადამიანი, რომლითაც დაინტერესებული ხართ.
ლომი: სიფრთხილე გმართებთ – შესაძლებელია ღია კონფლიქტი. იქნებით საბრძოლო განწყობით, ამავე დროს, ნერვული და რეაქცია გექნებათ ყველაფერზე, რაც ირგვლივ ხდება. ამის გამო გარშემომყოფებთან ურთიერთობებში შეიძლება „გაიელვოს“ კიდეც და აქედან „მეხის ჩამოვარდნამდე“ სულ ერთი ნაბიჯია. რომ არ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც შემდეგ სანანებელი გაგიხდებათ, საჭიროა, რომ ენერგია რამე სასარგებლო საქმისკენ მიმართოთ.
ქალწული: დღეს განწყობა ცვალებადი გექნებათ. ერთმანეთს ჩაანაცვლებს მრისხანება, სიხარული, ნაღველი, გულგრილობა, კეთილგანწყობა, მოულოდნელი სიმპათია – ემოციების ნებისმიერი ელფერი საოცარი სისწრაფით შეიძლება შეიცვალოს. ზოგიერთი გარე მოვლენების გამო შეიცვლება, ზოგი პირადი განცდების გამო. საკუთარი გრძნობების ხელში „დამყოლი თოჯინა“ რომ არ აღმოჩნდეთ, უნდა გააკონტროლოთ ემოციები, ან ეცადოთ მაინც.
სასწორი: დღეს ნებისმიერი ქმედება ან სიტყვა გადაჭარბებულად მნიშვნელოვანი მოგეჩვენებათ, ანუ ბუზის ნაცვლად სპილოს დაინახავთ. ეს სამუშაოს თვალსაზრისით ცუდი არაა, თუმცა ურთიერთობებში თქვენს ეგზალტირებულ მდგომარეობას გარშემომყოფების მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლია. ეცადეთ, ყველაფერს იუმორით შეხედოთ, სხვა შემთხვევაში ემოციებმა შეიძლება შიგნიდან „აგაფეთქოთ“.
მორიელი: იყავით მზად იმისთვის, რომ დღეს დიდ ყურადღებას მოგაქცევენ. ირგვლივ მყოფებს შორის ძალზე მნიშვნელოვანი პერსონებიც შეიძლება იყვნენ, რომლებზეც თქვენი ცხოვრება და კარიერაა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, დღეს უნდა ეცადოთ, რომ თავი განსაკუთრებულად კარგად წარმოაჩინოთ. თუ არ გამოგივიდათ, რა ბედენაა, მთავარია, იყოთ საკუთარ თავში დარწმუნებული და ამას ირგვლივ აუცილებლად იგრძნობენ.
მშვილდოსანი: დღეს თავშეკავება გმართებთ. „ფეთქებად“ ხასიათზე ხართ და გამძაფრებული გაქვთ პატივმოყვარეობა. ამის გამო კონფლიქტი შეიძლება იქ დაინახოთ, სადაც ამის ნატამალიც კი არაა. ხოლო სადაც არის, მას ძალიან გააზვიადებთ. შეგიძლიათ ადამიანებს „დაარტყათ“ ყველაზე მტკივნეულ ადგილებში. მაგრამ ისმის კითხვა – მოგიტანთ ასეთი გამარჯვება კმაყოფილებას? სავარაუდოდ, არა. ამიტომ იქნებ, არ ღირს ომის წამოწყება?
თხის რქა: დღეს დაუოკებელი ლტოლვა შეიძლება გაგიჩნდეთ ყველაფერი ახლისადმი. ჩვეული რაღაცები საშინელ მოწყენილობას გამოიწვევს თქვენში, ხოლო სიახლეები – ახალი ადგილები, ცოდნა, ადამიანები – საოცარ ინტერესს. ასეთი სწრაფვა რომ დაიკმაყოფილოთ, დღეს ჩვეულ ჩარჩოებს რაღაცაში მაინც უნდა გასცდეთ. თუნდაც სულ უბრალო რამეში (ახალი კერძი, წიგნი, ფილმი). შედეგით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.
მერწყული: თუნდაც ჩვეულებრივ ფულს ყოველთვის ფრთხილად ხარჯავდეთ, თქვენი ეკონომიურობა სადღაც გაქრება და მის ადგილზე ფულის მფლანგველი გაიღვიძებს. განსაკუთრებით გულუხვი იქნებით თქვენთვის ძვირფასი ადამიანების მიმართ. და რატომაც არა? ხანდახან ხომ შეიძლება ასეთ განწყობას აჰყვეთ? ქამრის შემოჭერა მერეც შეიძლება. დღეს შეგიძლიათ გულის კარნახს მიჰყვეთ, მაგრამ მაინც – გონივრულობის ფარგლებში.
თევზები: ორმაგად განუმეორებელი იქნებით – პირველ რიგში, საკუთარ თვალში და მეორეც – გარშემომყოფების თვალში, რომლებსაც თქვენი საოცარი თავდაჯერებულობა „გადაედებათ“. ქარიზმა დაგეხმარებათ სამუშაოზეც, სახლშიც და ზოგადად, ადამიანებთან ურთიერთობებში. მთავარია, არ „გადაამლაშოთ“ – თუ ირგვლივ მყოფებმა დაინახეს, რომ მათ ზემოდან უყურებთ, თქვენი უპირატესობა ღრუბელივით გაიფანტება და უპატიებელ ნაკლად იქცევა.