დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 დეკემბერი

© Pixabay / FrankWinklerსანაპირო
სანაპირო  - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 21 დეკემბერია, ოთხშაბათი. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
გუშინდელი დღისგან განსხვავებით, დღეს წინა პლანზე არა პირადული, არამედ საზოგადოებრივი ინტერესები წამოვა. ბევრი იგრძნობს პასუხისმგებლობას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, ადამიანები შეძლებისდაგვარად ჩაებმებიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში - ახლობლების, კოლეგების, სამუშაო გარემოს, ქალაქის ან ქვეყნის.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 დეკემბერი>>
რაც უნდა გაითვალისწინოთ, ისაა, რომ სხვის ცხოვრებაში ზედმეტად არ ჩაერიოთ. რჩევის მიცემა ერთია და მისი თავს მოხვევა - მეორე. ამის ნიადაგზე კონფლიქტიც კი შეიძლება გაჩაღდეს.
ვერძი: არის შანსი, რომ ადამიანების „მიზიდულობის ცენტრი" გახდეთ. გარშემომყოფები მოგაკითხავენ თავიანთი პრობლემებით, კარგი ამბებით, საზრუნავით. ბევრის დახმარება შეგიძლიათ. არ მოგერიდოთ მათ საქმეებში ჩარევა, თუ ისინი ამას გთხოვენ. თქვენი ალტრუიზმი დაჯილდოვდება. არაა გამორიცხული, სულიერად მონათესავე ადამიანს შეხვდეთ.
შავი კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2022
რას გვიმზადებს კურდღელი: 2023 წელი ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით
კურო: არავითარ შემთხვევაში არ ჩაებათ არანაირ კონფლიქტში, განსაკუთრებით კი, თუ ის ძალაუფლებისთვის ბრძოლას სულ ოდნავ მაინც გაგონებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს გარშემომყოფების გუნდში ითამაშოთ და არა მათ წინააღმდეგ. განსაკუთრებით კარგად გამოგივათ დაცვაში თამაში, არ ღირს თავდამსხმელის როლის მორგება.
ტყუპი: დღეს სამართლიანობის საკითხები შეგაწუხებთ - როგორც პირადი, ისე გლობალური. აგაფორიაქებთ საკუთარი სიმართლის გრძნობა და ამ სიმართლის დამტკიცების სურვილი. მიუხედავად საბრძოლო განწყობისა, ვარსკვლავები კატეგორიულად გირჩევენ, თავი აარიდოთ კამათს იმაზე, თუ ვინაა მართალი და ვინ - დამნაშავე. ამას აზრი არ ექნება.
კირჩხიბი: გარშემომყოფები თავიანთი პრობლემების ლომის წილს თქვენ გადმოგაბარებენ. მზად ხართ მათ დასახმარებლად. მაგრამ ეს მათ შეიძლება სანანებელი გაუხდეთ - მათ პრობლემებს „უმოწყალოდ" გააანალიზებთ და არ დაინდოთ მათ გრძნობებს. ირგვლივ მყოფები, სჯობს, დაფიქრდნენ, ღირს თუ არა, რომ დახმარებისთვის მოგმართონ?
ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2022
2023 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ლომი: თქვენი ორგანიზატორული უნარები დიდ სიმაღლეებს მიაღწევს. გამოიკვეთება ლიდერის თვისებები. შესაძლოა, ადამიანების ჯგუფს უხელმძღვანელოთ, ან აიღოთ პასუხისმგებლობა რამე საზოგადოებრივ საქმეზე. ნებისმიერ ამგვარ ღონისძიებას უბადლოდ გაუმკლავდებით - ხართ ენერგიით სავსე, და არ ხართ წინააღმდეგი, ბრძანებები გასცეთ.
ქალწული: დღეს თქვენს ყურადღებას საოჯახო საზრუნავი მიიპყრობს. გარდა ამისა, ახლობლები თქვენს დახმარებასა და მხარდაჭერას მოითხოვენ. რადგანაც რამდენიმე ნაწილად ვერ „გაიხლიჩებით", მოგიწევთ პრიორიტეტების განაწილება, გადაწყვეტა, რომელი საქმეა უფრო მნიშვნელოვანი და გარშემომყოფებიდან ვის სჭირდება დახმარება ყველაზე მეტად.
სასწორი: არავის დარწმუნება არ გაგიჭირდებათ. ამის მიზეზი თქვენი თანამიმდევრულობა და ლოგიკურობა იქნება. შეგწევთ ძალა, ნაბიჯ-ნაბიჯ დაარწმუნოთ ნებისმიერი ნებისმიერ რამეში: მგელი იმაში, რომ კომბოსტო სასარგებლოა ორგანიზმისთვის, დონ-ჟუანი - ერთგულების სარგებლობაში და ხელმძღვანელობა - ხელფასის მომატებაში.
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2022
სასიყვარულო ვნებათაღელვანი: ზოდიაქოს ნიშნები და მათი ურთიერთობები 2023 წელს
მორიელი: შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ თქვენს ფინანსებს მიხედოთ. თქვენში, შესაძლოა, ბუღალტრის ნიჭმა გაიღვიძოს და სკრუპულოზურად დაიანგარიშოთ შემოსავლები და ხარჯები. თუ რამე რიგზე ვერ არის, მის გამოსწორებასაც შეძლებთ. თუ ყველაფერი წესრიგშია, არც კი იფიქრებთ ფულის დახარჯვაზე - დღეს ეკონომია ყველაფერზე მაღლა დგას.
მშვილდოსანი: მზად იყავით იმისთვის, რომ დღეს ნებისმიერი თქვენი გადაწყვეტილება, იდეა ან პროექტი საფუძვლიანად უნდა დაასაბუთოთ. გარშემომყოფები სიტყვაზე არ გენდობიან, თქვენი გადამდები ემოციები ან ორატორული ნიჭიც კი ვერაფერს გააწყობს მათთან. თქვენი წარმატების რეცეპტი ლოგიკაა. ასე რომ, მოემზადეთ თქვენი მოსაზრებების დასამტკიცებლად.
თხის რქა: თქვენი დაკვირვების უნარი და გამჭრიახობა არნახულ სიმაღლეებს მიაღწევს. ლოგიკა და ინტუიცია ერთნაირად მკაფიოდ იმუშავებს, შეძლებთ ჩაწვდეთ მოვლენების არსს და გააკეთოთ სწორი დასკვნები. გარშემომყოფებს მოეჩვენებათ, რომ მათ აზრებს კითხულობთ. შეიძლება ერთი-ორი საიდუმლოც გაიგოთ მათ შესახებ.
კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2022
2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: სამუშაო, ფული, სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა
მერწყული: გარშემომყოფებთან ურთიერთობები შეიძლება ძალიან ჩაიხლართოს. და ეს იმიტომ, რომ ერთსა და იმავე ადამიანზე ინტუიცია ერთ რამეს გკარნახობთ და ლოგიკა - მეორეს. რომ არ დაიკარგოთ ამ ლაბირინთებში, პირველ რიგში, გულის ხმას მოუსმინეთ. ის მიგითითებთ, ვინაა თქვენი მეგობარი და ვინ მხოლოდ გაჩვენებთ თავს მეგობრად.
თევზები: მთლიანად საქმეებში ჩაეფლობით. თუ რამე თქვენი კონტროლიდან გამოვიდა, ეს შეიძლება პირად შეურაცხყოფად მიიღოთ. ემოციური და მწვავე რეაქცია პრაქტიკულ ამოცანებზე ამ დღის „სავიზიტო ბარათი" შეიძლება გახდეს. განსაკუთრებით, თუ მოგეჩვენათ, რომ გარშემომყოფები გაურბიან თავიანთ მოვალეობებს.
ყველა ახალი ამბავი
0