მზებუდობა: ზამთრის ყველაზე გრძელი ღამე და მოკლე დღე - როგორ მოვიქცეთ ამ მისტიკურ დღეს

CC BY 2.0 / Jon Bunting / Winter Solsticeზამთრის მზებუდობა
ზამთრის მზებუდობა - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2022
გამოწერა
ესაა ყველაზე არააქტიური მზის დრო, რომელსაც მზებუდობა ეწოდება. გველოდება ყველაზე ხანგრძლივი ღამე და ყველაზე მოკლე დღე. ამ დღეს დგება ასტრონომიული ზამთარი და მთავრდება ასტრონომიული შემოდგომა.
ამ დღეს უძველესი დროიდან ენიჭებოდა მისტიკური მნიშვნელობა, ამიტომ ეს დრო დიდი სიფრთხილით უნდა გავატაროთ.
მზებუდობა 21 დეკემბერს დადგება.
ამ დღეს მზე მაქსიმალურად იქნება მოშორებული ეკვატორს და ჰორიზონტზე მინიმალურ დონეზე გამოჩნდება.
მზებუდობა, ანუ ნაბუნიობა (ესე არს დეკენბერსა რა მზემ მატება იწყოს, გინა ივნისს რა კლება იწყოს) – ეს არის მისტიკური დრო, რომელსაც ყველა დროში დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ. სხვადასხვა კულტურაში მას სხვადასხვაგვარად აღიქვამენ, მაგრამ უმრავლესობისთვის ის გათავისუფლებისა და აღორძინების დროდ მიიჩნევა.
წელიწადში ყველაზე გრძელი ღამე 20-21 დეკემბერის ღამე იქნება.
უწინ მიიჩნევდნენ, რომ ეს დღე აერთიანებს ოთხ სტიქიას: ცეცხლს, დედამიწას, წყალსა და ჰაერს და სივრცე მათი ენერგიით ივსება. გარდამტეხი მომენტი დგება ბუნებაში – მზე სწორედ ამ დღეს ყველაზე მცირე ხნით შორდება ჰორიზონტს.
ყველაზე გრძელი ღამე ადამიანებში ეჭვებსა და შიშებსაც კი იწვევს. ძველად მიიჩნევდნენ, რომ სწორედ ასეთ დროს უწმინდური არსებები დაძრწოდნენ დედამიწაზე და მზის არ ეშინოდათ.
მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2019
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ
მზებუდობა საშიშ დღედ მიიჩნევა, მაგრამ არის სასიხარულო მომენტებიც – სწორედ ამ დღიდან დაიწყებს დღე მატებას, ბუნება თითქოს გაღვიძებასა და გაზაფხულისთვის მზადებას შეუდგება. გარდამტეხი მომენტი მიესადაგება იმას, რომ შევცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ, უკან მოვიტოვოთ ეჭვები, ცუდი აზრები, გადავდგათ ნაბიჯი წინ ახალი, სუფთა ზრახვებითა და ბედნიერი მომავლის რწმენით. ნაბუნიობის ენერგეტიკა რამდენიმე დღე გაიჭიმება, ასე რომ, მოსამზადებლად დრო გვაქვს.
ამ დღეს სიფრთხილეა საჭირო – არ შეიძლება ბევრი ფულის ხარჯვა, საკუთარ შეცდომებში სხვების დადანაშაულება, გადაღლა, რთულ საქმეებზე შეჭიდება. ადამიანებს ძალა გვესაჭიროება, მაგრამ მზე ამ ძალას ვერ მოგვცემს. ამიტომ საჭიროა ენერგიის დაზოგვა.
ასტროლოგების რეკომენდაციები
ზამთრის მზებუდობისას არ შეიძლება აჩქარება და ძლიერ ემოციებზე აყოლა. უძველესი დროიდან სწამდათ, რომ სწორედ ამ დღეს დგება ძველისგან გათავისუფლების დრო, რაც ნიშნავს, რომ ცხოვრება უწინდებური აღარ იქნება. წარსულთან განშორება ხანდახან, რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ამისთვის არა რამდენიმე საათი, არამედ რამდენიმე დღე გვექნება.
21 დეკემბერს ბედმა, შესაძლოა, მკვეთრი ცვლილებები მოიტანოს, ამიტომ ამისთვის შინაგანად მზად უნდა ვიყოთ. თუ გრძნობებით ვიმოქმედებთ, ცვლილებების სწორ კალაპოტში მიმართვა გაგვიჭირდება. მოვლენების რიგს რომ გავუმკლავდეთ, დრო შინაგან განწყობას უნდა დავუთმოთ. საჭიროა კარგად გამოძინება, ძალების აღდგენა, ცნობიერისა და ქვეცნობიერის „გადატვირთვა".
მზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2019
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე
ზამთრის მზებუდობა – ესაა ზღვარი, როდესაც ნათელი და ბნელი მხარეები ერთმანეთს ებრძვიან. იმისთვის, რომ სინათლემ გაიმარჯვოს, საჭიროა ფეხზე მყარად დგომა და საკუთარი თავისთვის სისუსტეებზე აყოლაზე უარის თქმა. თავდაჯერებულობა და აუჩქარებლობა საშუალებას მოგვცემს, რომ ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანზე გავამახვილოთ და კოლოსალურ წარმატებებს მივაღწიოთ.
რისი გაკეთება არ შეიძლება ამ დღეს
ასტროლოგები გვირჩევენ, 21 დეკემბერს თავი შევიკავოთ ხმაურიანი წვეულებებისგან, სპირტიანი სასმელებისგან, მავნე და მსუყე საკვებისგან. ჯობს ეს დღე გავატაროთ სახლში, ახლობლებთან ერთად. მარტოობას უნდა მოვერიდოთ.
არაა რეკომენდებული სიხარბე: გულუხვობა ორმაგად დასაჩუქრდება, ხოლო ძუნწებს პირქუში მომავალი ელოდებათ. ვალის დაბრუნება მზებუდობის დადგომამდე ჯობს.
ყველაზე მოკლე დღის დახვედრა არარეკომენდებულია დასალაგებელ, მოუწესრიგებელ სახლში, სხვაგვარად უსიამოვნებები შემდეგ დეკემბრამდე თქვენი თანმდევი იქნება. დროა თავიდან მოიშოროთ გატეხილი, უსარგებლო ნივთები. ეს ასევე ეხება ურთიერთობებსაც, რომლებსაც უსიამოვნებების მეტი არაფერი მოაქვს.
რისი გაკეთება შეიძლება ამ დღეს
შესანიშნავი დღეა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის, პირობის მიცემისთვის. დღის მატებასთან ერთად წარმატებებიც მოიმატებს.
2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: სამუშაო, ფული, სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა>>
ახალი საქმის დაწყება. ნუ გააჭიანურებთ, თუ იცით, რისი გაკეთება გსურთ. გლობალური ნაბიჯების გადადგმა საჭირო არ არის, მაგრამ ნაბიჯის გადადგმა სასურველი მიმართულებით შეგიძლიათ. მაგალითად, თუ სამუშაოს ეძებთ, შეადგინეთ რეზიუმე, თუ გახდომა გსურთ, შეადგინეთ კვირის მენიუ და ა.შ.
ჩაუთქვით სურვილი. არსებობს ცრურწმენა, რომ ზამთრის მზებუდობისას ჩათქმული სურვილი აუცილებლად ახდება.
ნაძვისხის მორთვა. შეარჩიეთ ნაძვისხის ისეთი სათამაშოები, რომლებიც თქვენს ოცნებებს ასახავს.
მიესალმეთ მზეს. ეცადეთ შეხვდეთ მზეს წელიწადის ყველაზე გრძელი ღამის შემდეგ და მას მადლობა გადაუხადეთ, რომ დაგვიბრუნდა.
ნაბუნიობა ის დღეა, როდესაც უნდა გათავისუფლდეთ ყველაფერი უსარგებლოსგან, ზედმეტისგან: დაალაგეთ სახლი, გადახედეთ გარდერობს და გაეცით ან გადაყარეთ ის, რასაც აღარ იყენებთ. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან – ამ დღეს ეს ბევრად იოლად გამოგივათ.
ამასთან, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გარეგნული, არამედ შინაგანი გაწმენდაც – ძალზე სასარგებლოა ამ დღეს მარხვა, ნეგატიური აზრებისგან გათავისუფლება.
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2022
სასიყვარულო ვნებათაღელვანი: ზოდიაქოს ნიშნები და მათი ურთიერთობები 2023 წელს
გაეცით ნათელი ენერგია, მიეცით საკუთარ თავსაც და ახლობელ ადამიანებსაც პოზიტივი, დაიმუხტეთ ნათელი ენერგიით მთელი ექვსი თვით და არავითარ შემთხვევაში არ იჩხუბოთ.
როგორ დავემშვიდობოთ ნეგატივს
მზის ჩასვლის დროს, 20 დეკემბერს ან 21 დეკემბერს ჩაატარეთ რიტუალი. აიღეთ სუფთა ფურცელი და დაწერეთ ცუდი და უსიამოვნო, ის, რაც ბოლო წლის განმავლობაში შეგემთხვათ და ამისგან გათავისუფლება გინდათ.
დაემშვიდობეთ ამ „შავ სიას“ – ხმამაღლა ან ფიქრში თქვით, მაგალითად, ეს: „ვემშვიდობები ყველა უარყოფით მოვლენას წარსულში და მადლობელი ვარ ამ გამოცდილებისთვის“.
შემდეგ დაწვით ეს ფურცელი და თან თვალი ადევნეთ ამ პროცესს, დააკვირდით, როგორ შთანთქავს ცეცხლი ყველაფერს, რამაც ტკივილი მოგაყენათ.
ზოდიაქოს ნიშნების მაგიური უნარები>>
განწმენდის რიტუალი
წყალი ის სტიქიაა, რომელიც განსაკუთრებულ ძალას იძენს მზებუდობის დღეს.
ამისთვის აავსეთ წყლით აბაზანა, დაუმატეთ ზღვის მარილი, რომელიც პროცედურას ეფექტურობას შემატებს. სააბაზანო ოთახი გაანათეთ სანთლებით, შექმენით ინტიმური გარემო. ჩართეთ სასიამოვნო მუსიკა, რომელიც მოდუნებაში დაგეხმარებათ. ჩაწექით აბაზანაში და წარმოიდგინეთ, რომ ყველა შიში, შფოთვა და სევდა ქრება, ასევე ქრება სხეულისა და სულის ტკივილი.
დასასრულ გაუშვით წყალი აბაზანიდან და თან დააკვირდით, როგორ ქრება ის და მიაქვს თქვენი ყველა წუხილი და დარდი.
შემდეგ მიიღეთ გრილი შხაპი, რომელიც მხნეობას შეგმატებთ.
სურვილის ჩათქმის რიტუალი
მაქსიმალური ეფექტისთვის სურვილის ჩათქმა განთიადზე აჯობებს.
გაიხედეთ აღმოსავლეთისკენ, საიდანაც მზე ამოდის და მას მადლობა უთხარით, იფიქრეთ ყველაფერ იმ მშვენიერზე, რაც გქონიათ და გაქვთ.
შავი კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2022
2023 წლის ჰოროსკოპი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
შემდეგ სთხოვეთ თქვენი ოცნების ასრულება. ეცადეთ სათქმელი მაქსიმალურად დაწვრილებით ჩამოაყალიბოთ.
შეიგრძენით, თითქოს ჩაფიქრებული უკვე ახდა და ეცადეთ ამ მდგომარეობაში, სასიამოვნო შეგრძნებებში დიდხანს დაჰყოთ
21 დეკემბერს, გამთენიისას გადით ქუჩაში და მზეს დაბადების დღე მიულოცეთ. მოერიდეთ საქმეების კეთებას, იმხიარულეთ, იხალისეთ, დაისვენეთ.
ყველა ახალი ამბავი
0