დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 17 დეკემბერი

CC BY 2.0 / Kim MyoungSung / meteo (missed focus)ვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 17.12.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 17 დეკემბერია, შაბათი. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
ადვილი იქნება მიმდინარე საქმეების გაკეთება. გამოიყენეთ ეს პერიოდი, რომ დაგროვებული საკითხები მოაგვაროთ, რომლებისთვისაც დრო არ გყოფნიდათ. კარგი პერიოდია რომანტიკული თვალსაზრისით. სიყვარულს მარტივი გზები არა აქვს, მაგრამ დღევანდელ დღეს ეს არ ეხება. ყველაზე ეფექტური აღმოჩნდება საწინააღმდეგო სქესის მოხიბვლის ყველაზე ნაცადი ხერხები.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 16 დეკემბერი>>
ვერძი: დღეს ჩვეულებრივზე მეტად გაგიჭირდებით აზრების თავმოყრა და ჩამოყალიბება. თუ მისი ქაღალდზე გადმოცემა დაგჭირდებათ – თქვენი გაუგებარი ფრაზებისა თვით ნოსტრადამუსსაც კი შეშურდება. სამაგიეროდ, შესანიშნავად გაართმევთ თავს იმას, რაც ხელით არის გასაკეთებელი და არა გონებით. ასე რომ, ვარსკვლავები გირჩევენ, „ხელები აიკაპიწოთ“ (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით) და გააკეთოთ ის, რისი გაკეთებაც მექანიკურად შეგიძლიათ, ან ფიზიკურად იშრომეთ.
ამერიკული დოლარი - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2022
2023 წლის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
კურო: დღეს ძალზე აქტიური დღე გელოდებათ. მოემზადეთ იმისთვის, რომ შესაძლოა ერთი წუთიც ვერ დაისვენოთ. მთავარია, რომ პანიკაში არ ჩავარდეთ და ყველა საქმეს ერთდროულად არ „მიედ–მოედოთ“. ძალები რომ ფუჭად არ დახარჯოთ, ვარსკვლავები გირჩევენ, იმოქმედოთ მტკიცედ, მაგრამ არა ქაოტურად. ენერგია მაინც არ გეყოფათ იმისთვის, რომ ყველა საქმეს შეეჭიდოთ და შედეგიანად დაასრულოთ. აირჩიეთ ერთი–ორი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი და მას მიჰყევით.
ტყუპი: საქმეებში წარმატების გარანტი იქნება ის, რომ თქვენ თვითონ აიღოთ პასუხისმგებლობა იმ საქმეებზე, რომლებიც გევალებათ. არ ღირს ლოდინი, ვინ დაინახავს თქვენს დამსახურებებს და შემხვედრ ნაბიჯებ გადმოდგამს – ეს უტოპიაა. ეს ის დღეა, როდესაც თვითონ უნდა შეახსენოთ ყველას თავი, იმოქმედოთ მტკიცედ. შესაძლოა, ვინმეს გარშემომყოფებიდან მოეჩვენოს, რომ თქვენი უდრეკი მოქმედებებით პირდაპირ მის ნერვებზე თამაშობთ, მაგრამ ვერაფერს გააწყობთ – თუნდაც ასე იყოს. სამაგიეროდ, ხელიდან არ გაუშვებთ იმას, რაც თქვენ გეკუთვნით.
კირჩხიბი: შესანიშნავი დღე გელოდებათ. საქმეები, რომლებშიც გარკვევა თავიდან ძალიან გიჭირდათ, ახლა თითქოს თავისთავად აეწყობა. იქნებით ჰარმონიულ და გაწონასწორებულ მდგომარეობაში, როდესაც ყოველგვარი ზედმეტი ფუსფუსის გარეშე პრაქტიკულად ყველა ამოცანა გვარდება. შესაძლოა, ვინმემ იფიქროს კიდეც, რომ არანაირ ძალისხმევას არ იჩენთ, თუმცა ეს ასე არაა – უბრალოდ, შეგწევთ ძალა, კარგად გაანაწილოთ დრო: მეორეხარისხოვანი საქმეები გადადოთ, ხოლო მნიშვნელოვანი მშვიდად გადაწყვიტოთ დღის განმავლობაში.
კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2022
2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: სამუშაო, ფული, სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა
ლომი: დღეს ნამდვილი იულიუს კეისარი იქნებით, რომელიც ბრწყინვალედ ართმევდა თავს რამდენიმე საქმეს ერთდროულად. ხართ ენერგიული, მახვილგონიერი, სწრაფად აზროვნებთ – ამ თვისებების წყალობით დღეს ნებისმიერი რეკორდის მოხსნა შეგიძლიათ. ირგვლივ მყოფებს ისღა დარჩენიათ, რომ მხოლოდ შეშურდეთ თქვენი – თუნდაც სამ ამოცანას შეეჭიდოთ ერთბაშად, მაინც შესანიშნავ შედეგებს მიიღებთ.
ქალწული: დღეს საოცარ უნარს გამოავლენთ – იგრძნობთ პოტენციალსა და მოგების პერსპექტივას იქ, სადაც სხვები საერთოდ ვერაფერს ხედავენ. უბადლო ალღოს წყალობით ყველაზე უიმედო პროექტის სასარგებლო კუთხით შემობრუნებაც კი შეგიძლიათ. ვარსკვლავები გირჩევენ, ეს ნიჭი სათავისოდ გამოიყენოთ და ყველაზე დახვეწილი ფორმებით გადაჭრათ რთული საკითხები. შემდეგ თავისუფლად შეგიძლიათ, გარშემომყოფების გაოცებული სახეებით დატკბეთ.
სასწორი: დღეს ენერგიისა და ძალების მოზღვავებას იგრძნობთ. საქმეებში თქვენი სიმტკიცე, უდრეკობა და ენერგიულობა შესაშური იქნება. ამასთან, იქნებით უცერემონიო და უხეშიც კი, ხოლო თქვენი გადაწყვეტილებები შეიძლება არ იყოს კარგად მოფიქრებული და გააზრებული. სწორედ ამიტომ ასტროლოგები გირჩევენ, შეცდომების თავიდან აცილების მიზნით, სანამ რამეს გადაჭრით, მანამდე ასჯერ გაზომოთ. ასე თუ მოიქცევით, პრობლემებს გვერდს აუვლით.
სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2022
სასიყვარულო ვნებათაღელვანი: ზოდიაქოს ნიშნები და მათი ურთიერთობები 2023 წელს
მორიელი: საქმეებში დიდი ყურადღება გმართებთ, განსაკუთრებით ციფრებთან, ფულთან, დოკუმენტებთან მიმართებით. დღეს ცოტა გონებაგაფანტული ხართ, რის გამოც არის რისკი, რომ რაღაც ვერ გათვალოთ, ან ისე ვერ გაიგოთ, როგორც საჭიროა. ამიტომ ასტროლოგების რჩევა თქვენთვის მარტივია: იყავით ყურადღებით, წაიკითხეთ ყველაფერი, რაც წვრილი ასოებით წერია და წაიკითხეთ სტრიქონებს შორისაც კი! სხვაგვარად, თქვენი ნდობითა და უყურადღებობით ვინმე აუცილებლად ისარგებლებს.
მშვილდოსანი: თქვენი ყოფითი თუ პროფესიული გამოცდილების მიუხედავად, დღეს გაქვთ შანსი, სრულიად ახალი რამ გაიგოთ. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს თქვენს სამუშაოს, გატაცებას ან ახლო გარემოცვას. რას იზამთ, სწავლა არასდროსაა გვიანი, რისკენაც დღეს ასე მიისწრაფვით. ვარსკვლავები გირჩევენ, თვალიცა და ყურიც გამახვილებული გქონდეთ და ყველა ინფორმაციას მიაქციოთ ყურადღება. ასე შეძლებთ ახალი ცოდნის მიღებას.
თხის რქა: დღეს ასტროლოგები პარადოქსულ რჩევას გაძლევენ – არ ჩადოთ მთელი სული და გული იმაში, რასაც აკეთებთ. თუნდაც თქვენი საქმის მგზნებარე ენთუზიასტი იყოთ, დღეს აჯობებს, თუ „ავტომატურ რეჟიმზე“ გადაერთვებით და ამოცანების გადაჭრას ტექნიკური მხრიდან შეხედავთ. თქვენი დევიზი დღეს უნდა იყოს „არ გაართულო“. საქმე ისაა, რომ ნებისმიერი მცდელობა, სრულფასოვნად ჩაერთოთ მუშაობაში და გააუმჯობესოთ ვითარება, შეუძლება სულ სხვანაირად დასრულდეს და ამან კალაპოტიდან ამოგაგდოთ.
შავი კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2022
2023 წლის ჰოროსკოპი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
მერწყული: დღეს ძალზე იოლად გამონახავთ საერთო ენას გარშემომყოფებთან. „გაღვიძებული“ კომუნიკაბელურობის წყალობით, დიდი ძალისხმევის გარეშე შეძლებთ საქმეების მოგვარებას, რომლებზეც სხვა დროს მთელი ლექსიკური მარაგის გამოყენება დაგჭირდებოდათ და თან შედეგის გარანტიაც არ იქნებოდა. ასე რომ, ნუ დაკარგავთ დროს, მოუყევით ირგვლივ ადამიანებს თქვენი იდეების შესახებ, მიიღეთ მათი მხარდაჭერა და მიხვდებით, რაოდენ სწრაფად და იოლად წაწევთ წინ სერიოზულ საქმეებს.
თევზები: შესანიშნავი დღეა ნებისმიერი პროექტის ამოქმედებისთვის. თქვენი პოზიციები ძლიერია და პოტენციალი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ირგვლივ ბევრი დაინტერესდება თქვენი გეგმით. პროექტის ამუშავების შემთხვევაში მას დიდი პერსპექტივები ელოდება. ეს ნიშნავს, რომ თუ დღეს იმოქმედებთ, მომავალში თქვენს კეთილდღეობას ჩაუყრით საფუძველს. საჭიროა ყურადღების მთავარზე კონცენტრირება და არ ღირს წვრილმანებზე დროის დახარჯვა.
ყველა ახალი ამბავი
0