დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 დეკემბერი

© Pixabay / WikiImagesვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 02.12.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 2 დეკემბერია, პარასკევი. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
დღეს რასაც ხელს მოჰკიდებთ, ის თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი საქმე იქნება. გამოიყენეთ ეს დრო იმისთვის, რომ გაანაწილოთ პრიორიტეტები და განსაზღვროთ უახლოესი მომავლის მიზანი. მოუსმინეთ ინტუიციას. კარგი დღეა ფულის ინვესტირებისთვის, მაგრამ არა ხარჯვისთვის – თუ საყიდლებზე წახვალთ, გაგიჭირდებათ შეჩერება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 დეკემბერი>>
ვერძი: ვარსკვლავები გირჩევენ, ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში უფრო მოქნილი იყოთ. არ ღირს მოქმედების რომელიმე ერთ ვარიანტზე „ჩაციკლვა“, მიზანთან მისვლა ხომ სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი. გარშემომყოფები დააფასებენ, თუ ვითარებას ანგარიშს გაუწევთ და ტაქტიკას გზადაგზა შეცვლით. ეს შედეგის სწრაფად მიღებაში დაგეხმარებათ. კომპრომისებზე წასვლით უფრო მეტს მიაღწევთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2022
დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
კურო: მშვიდი და ზომიერი დღე გელოდებათ. აზრი არა აქვს აჩქარებას, რამის გამოდევნებას – დღეს თქვენს გადაწყვეტილებებზე მაინც არაფერია დამოკიდებული. სიტუაცია თქვენი მონაწილეობის გარეშე განვითარდება, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, მოდუნდეთ და დინებას გაჰყვეთ. დაისვენეთ და ეს შემდეგი დღისთვის ენერგიით აგავსებთ.
ტყუპი: გაქვთ შანსი, რომ გავლენის სფერო გააფართოვოთ. შესაძლოა, დაიკავოთ ახალი პოზიციები, დაასრულოთ მუშაობის მნიშვნელოვანი ეტაპი და ამით კარგად წარმოაჩინოთ თავი გარშემომყოფების წინაშე, გაიცნოთ საინტერესო პიროვნება, ან, უბრალოდ, საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდეთ. მთავარია, რომ ამ დღის წარმატებების წყალობით წინ წაიწევთ და ეს თქვენს ცხოვრებაზე ძალზე დადებითად აისახება.
კირჩხიბი: არ არის გამორიცხული, რომ რთული საუბარი მოგიწიოთ იმ ადამიანებთან, რომლებზეც დამოკიდებული ხართ. შესაძლოა, სასაუბროდ გამოგიძახონ, ან სატელეფონო საუბარი შედგეს. ასეა თუ ისე, თუნდაც საუბარი წვრილმანებს შეეხოს, ეს თქვენს ცხოვრებაში დიდ კვალს დატოვებს. აქედან გამომდინარე, ყველანაირად უნდა ეცადოთ, რომ კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ.
კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2022
2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: სამუშაო, ფული, სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა
ლომი: დღეს თქვენი მოსაზრებებით ყველა დაინტერესდება. ჩვეულებრივი „დღის კითხვა“ ამგვარი იქნება: „თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?“ გარდაუვალთან ბრძოლას აზრი არა აქვს – მშვენივრად გაართმევთ თავს ექსპერტის როლს. გამოცდილება საკმარისი გაქვთ, რომ კარგი რჩევები მისცეთ ადამიანებს. ირგვლივ მყოფები დიდი სიამოვნებით გაითვალისწინებენ თქვენს რეკომენდაციებს. თქვენი ავტორიტეტი კი ამაღლდება და გამტკიცდება.
ქალწული: დღეს ძალზე ხელსაყრელი მომენტი დადგება, რომ შეეცადოთ და ლიდერის პოზიციები დაიკავოთ ნებისმიერ სფეროში. თქვენი არგუმენტები ძლიერია ისე, როგორც არასდროს, კონკურენციის არ უნდა შეგეშინდეთ. გარშემომყოფები თქვენთან შესახვედრად მზად არიან, ახლობლები მხარს გიჭერენ. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც ნახტომისთვის არის საჭირო, გაქვთ, ამიტომ ძალები უნდა მოიკრიბოთ და მტკიცე მოქმედებები დაიწყოთ.
სასწორი: დღეს რა საქმესაც მოჰკიდებთ ხელს და როგორი უმნიშვნელოც არ უნდა მოგეჩვენოთ, აუცილებლად ექნება გაგრძელება. ის დროთა განმავლობაში იმოქმედებს თქვენს მუშაობაზე, კეთილდღეობაზე ან პირად ცხოვრებაზე. სწორედ ამიტომ ასტროლოგები გირჩევენ, ყურადღებით იყოთ ნებისმიერი წვრილმანის მიმართ. თუ რამე არჩევნის წინ მოგიწიათ დადგომა, აუცილებლად უნდა გათვალოთ თქვენი გადაწყვეტილების შედეგები რამდენიმე სვლით წინ.
ქალის სილუეტი - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2022
ასტროლოგები: ყველაზე ჭკვიანი ქალები და სუნთქვაშეკრული კაცები
მორიელი: მოემზადეთ იმისთვის, რომ დღეს გარშემომყოფების მხრიდან კრიტიკის „ქარცეცხლში“ შეიძლება გაეხვეთ. მაგრამ რაც არ უნდა უსიამოვნო და საწყენი იყოს საკუთარ შეცდომებზე საუბრის მოსმენა, ნამდვილად ღირს მიღებული ინფორმაციის გათვალისწინება. ყველაზე კარგი იქნება, თუ საკუთარ თავს ამ ადამიანების თვალით შეხედავთ. დღეს არაფერი ისე არ განამტკიცებს თქვენს მდგომარეობას, როგორც კრიტიკისადმი ჯანსაღი დამოკიდებულება.
მშვილდოსანი: დღეს ღირებული იდეებითა და ბრძნული აზრებით სავსე იქნებით, თან მათი გაზიარება სულაც არ გენანებათ გარშემომყოფებისთვის. შესაძლოა, ამას ყველა არ მოეკიდება გაგებით, მაგრამ ზოგიერთისთვის თქვენი დახმარება და რჩევები, რომ იტყვიან, „სულზე მისწრება“ იქნება. ამიტომ სასიამოვნო რომ სასარგებლოს შეუხამოთ, ვარსკვლავები გირჩევენ, მენტორული განწყობა იმ ადამიანებზე მიმართოთ, ვინც მხარდაჭერას საჭიროებს – ეს ორივე მხრისთვის სასარგებლო იქნება.
თხის რქა: დღეს არცთუ მარტივი ამოცანის წინაშე დადგებით – მოგიწევთ გარშემომყოფების თვალში წარმოაჩინოთ, რომ დაუსვენებლად მუშაობთ. და ამის მიზეზებიც გაქვთ. ირგვლივ მყოფნი თქვენში დავალებების მიცემისთვის შესანიშნავ ობიექტს დაინახავენ და შეიძლება ერთი წამით დასვენების საშუალებაც არ მოგცენ. აქედან გამომდინარე, შექმენით ილუზია, რომ საშინლად დაკავებული ხართ და რეალურია ეს თუ ილუზია – ამას მნიშვნელობა არა აქვს.
გალაქტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2022
ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს გენიალური ნიშნები
მერწყული: დღეს, შესაძლოა, საკუთარ თავში მეთოჯინის ტალანტი აღმოაჩინოთ – შეუმჩნევლად დაიწყებთ თოჯინების ამოძრავებას უხილავი ძაფებით, რათა საჭირო შედეგი მიიღოთ. სულაც არაა სავალდებულო, ამას რამე საერთო ჰქონდეს უხეშ ინტრიგასთან, უბრალოდ, შესანიშნავად გამოგივათ არაპირდაპირი მოქმედებები – სადღაც ამოქმედდება პირადი მომხიბვლელობა, სადღაც – სხვების დარწმუნების უნარი, ან კავშირები. შედეგად გარშემომყოფები იმოქმედებენ ისე, როგორც თქვენ გჭირდებათ.
თევზები: დღეს ყველა საქმეში შეეცდებით, რომ სათავისოდ გამოიყენოთ სიტუაცია, გვერდით მყოფებზე ნაკლებად იზრუნებთ. შესაძლოა, რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულების იმედი გაქვთ, ან განსაკუთრებული პირობების. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ რაც არ უნდა დარწმუნებული იყოთ საკუთარ სიმართლეში, არ ღირს ამის დაჟინებით ამოჩემება. დღეს აჯობებს, თუ იპოვით შეხების საერთო წერტილებს გარშემომყოფებთან. სხვაგვარად გაგიჭირდებათ წყენისა და კონფლიქტების თავიდან არიდება.
ყველა ახალი ამბავი
0