https://sputnik-georgia.com/20221129/astrologebi-yvelaze-wkviani-qalebi-da-suntqvasekruli-kacebi-272542156.html
ასტროლოგები: ყველაზე ჭკვიანი ქალები და სუნთქვაშეკრული კაცები
ასტროლოგები: ყველაზე ჭკვიანი ქალები და სუნთქვაშეკრული კაცები
Sputnik საქართველო
ხართ ჭკვიანი ქალების სიაში? თუ არა, გულს ნუ გაიტეხთ და ამას სხვა კუთხით შეხედეთ. ყველა ქალი თავისებურად ჭკვიანია და თან ასეთ ქალებს მამაკაცები ცხოვრების... 29.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-29T10:34+0400
2022-11-29T10:34+0400
2022-11-29T15:11+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23689/84/236898477_0:369:2049:1521_1920x0_80_0_0_1a2bff750e9968c09d0d55abb7e6f667.jpg
ამბობენ, რომ ჭკვიანი და თავდაჯერებული ქალების დანახვაზე მამაკაცებს „სუნთქვა ეკვრებათ". ცხოვრების მეგზურის სახით ისინი ასეთ ქალებს იშვიათად განიხილავენ, მაგრამ ფაქტი, რომ ჭკვიანმა ქალებმა მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას პროფესიულ და ცხოვრებისეულ სარბიელზე, ძლიერი სქესის წარმომადგენლებში პატივისცემას იწვევს.ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ასეთ ქალებს მამაკაცური ცნობიერება აქვთ, თუმცა ეს მათთვის სრულებით კომფორტულია და სულ არ უშლის ხელს ცხოვრებაში.ზოდიაქოს ნიშნის რომელი წარმომადგენელი ქალები არიან ყველაზე ჭკვიანი და მიზანსწრაფული?ქალები და მათი პატარ-პატარა სიგიჟეები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>ვერძივერძი დაბადებით გამჭრიახია. ისინი ახალგაზრდობაში ცდილობენ თანატოლებში ნდობა და მონოპოლია მოიპოვონ. ამ ნიშნის ქალებისთვის ძალზე ადვილია ლიდერობის ხელში აღება. მათ ეს მოსწონთ, მაგრამ სულ არ ანაღვლებთ, რომ ეს მამაკაცების პატივმოყვარეობაზე მოქმედებს. ასეთი ქალები ძალზე ამტანნი არიან და მაღალი ცხოვრებისეული პოტენციალი აქვთ. მათ ახასიათებთ თვისება – შეეჭიდონ ისეთ მძიმე საქმეებს, რაც ნამდვილად მამაკაცის საქმეა.ერთადერთი ნაკლი ამ ქალებისა — ეს მიამიტობაა, თუმცა საკმაოდ აგრესიული არიან ირგვლივ მყოფთა მიმართ, უსამართლობისა და მრისხანების წინაშე მათ გაბრაზება რამდენიმე წამი შეუძლიათ, რადგან სიტუაცია მალევე გადაჰყავთ სწორი მიმართულებით. ვერძი ქალები დარწმუნებული არიან, რომ თუ ასეთი არ იქნებიან, მათ ადვილად გატეხს საზოგადოებრივი აზრის დარტყმა, ამის უფლებას კი ისინი საკუთარ თავს ვერ მისცემენ.მორიელიმორიელი — ესაა ქალურობა მამაკაცური თვისებებით. ქალ მორიელს დაბადებიდან გაცნობიერებული აქვს, რომ მისი ბედი ქალის ხვედრია, თუმცა ისეთი არა, როგორიც სხვა ქალებისა. ისინი მიიჩნევენ, რომ ადამიანის ცხოვრება უფრო მარტივია, მიუხედავად იმისა, რომ მასში სხვადასხვა ქალური ეშმაკობა და ვერაგობა დევს.რა უპირატესობა და ნაკლი აქვს ქორწინებას ზოდიაქოს თითოეულ ნიშანთან>>ქალი მორიელისთვის ყველაფერი მარტივია. მათ აქვთ მაღალი ინტუიცია, რასაც უპირატესობად აქცევენ, რადგან მათთვის საჭიროა, რომ ადამიანს „გამჭოლად" ხედავდნენ, ადვილად „შიფრავდნენ". ასეთი ქალებისთვის თაღლითის გამოცნობა ძალზე ადვილია. მორიელ ქალებს საკმაოდ შურისმაძიებელი ხასიათი აქვთ და ზარალს არასდროს მოითმენენ.თხის რქათხის რქა — განსაკუთრებული ყურადღებიანობა პატარაობიდან. ისინი არაბავშვურად მშვიდი და სერიოზული არიან. ცელქობა მათ არ ახასიათებთ, ურთიერთობები ვიწრო წრესთან აქვთ, სადაც მოხვედრა უბრალო მოკვდავს არ შეუძლია. ასეთი ქალები მშვენივრად პოულობენ საერთო ენას საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. კონკურენციის გაწევა პროფესიულ დონეზე მხოლოდ სოლიდურ ასაკში შეუძლიათ.მამაკაცის „საოცნებო ქალი“ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>ისინი ყოველთვის მშვენივრად აკონტროლებენ ემოციებს. მათ ვერასდროს იხილავთ წამქეზებლის როლში. ბუნებამ ისინი განსაკუთრებული სიჯიუტით დააჯილდოვა, ამიტომ მათ საწინააღმდეგო სქესის ნებისმიერი ნიშნის ნებისმიერი წარმომადგენლის მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლიათ.
https://sputnik-georgia.com/20220607/zodiaqo-iumoristuli-daxasiateba-267206791.html
https://sputnik-georgia.com/20170201/mamakacebisTvis-endeT-fsiqologebs-imsjeleT-qalze-misi-dabadebis-Tvis-mixedviT-234709513.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23689/84/236898477_0:177:2049:1713_1920x0_80_0_0_c06c5dafcbc94818f2a6f06eed74a3ba.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ასტროლოგები: ყველაზე ჭკვიანი ქალები და სუნთქვაშეკრული კაცები
10:34 29.11.2022 (განახლებულია: 15:11 29.11.2022) ხართ ჭკვიანი ქალების სიაში? თუ არა, გულს ნუ გაიტეხთ და ამას სხვა კუთხით შეხედეთ. ყველა ქალი თავისებურად ჭკვიანია და თან ასეთ ქალებს მამაკაცები ცხოვრების მეგზურად იშვიათად განიხილავენ.
ამბობენ, რომ ჭკვიანი და თავდაჯერებული ქალების დანახვაზე მამაკაცებს „სუნთქვა ეკვრებათ". ცხოვრების მეგზურის სახით ისინი ასეთ ქალებს იშვიათად განიხილავენ, მაგრამ ფაქტი, რომ ჭკვიანმა ქალებმა მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას პროფესიულ და ცხოვრებისეულ სარბიელზე, ძლიერი სქესის წარმომადგენლებში პატივისცემას იწვევს.
ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ ასეთ ქალებს მამაკაცური ცნობიერება აქვთ, თუმცა ეს მათთვის სრულებით კომფორტულია და სულ არ უშლის ხელს ცხოვრებაში.
ზოდიაქოს ნიშნის რომელი წარმომადგენელი ქალები არიან ყველაზე ჭკვიანი და მიზანსწრაფული?
ვერძი დაბადებით გამჭრიახია. ისინი ახალგაზრდობაში ცდილობენ თანატოლებში ნდობა და მონოპოლია მოიპოვონ. ამ ნიშნის ქალებისთვის ძალზე ადვილია ლიდერობის ხელში აღება. მათ ეს მოსწონთ, მაგრამ სულ არ ანაღვლებთ, რომ ეს მამაკაცების პატივმოყვარეობაზე მოქმედებს. ასეთი ქალები ძალზე ამტანნი არიან და მაღალი ცხოვრებისეული პოტენციალი აქვთ. მათ ახასიათებთ თვისება – შეეჭიდონ ისეთ მძიმე საქმეებს, რაც ნამდვილად მამაკაცის საქმეა.
ერთადერთი ნაკლი ამ ქალებისა — ეს მიამიტობაა, თუმცა საკმაოდ აგრესიული არიან ირგვლივ მყოფთა მიმართ, უსამართლობისა და მრისხანების წინაშე მათ გაბრაზება რამდენიმე წამი შეუძლიათ, რადგან სიტუაცია მალევე გადაჰყავთ სწორი მიმართულებით. ვერძი ქალები დარწმუნებული არიან, რომ თუ ასეთი არ იქნებიან, მათ ადვილად გატეხს საზოგადოებრივი აზრის დარტყმა, ამის უფლებას კი ისინი საკუთარ თავს ვერ მისცემენ.
მორიელი — ესაა ქალურობა მამაკაცური თვისებებით. ქალ მორიელს დაბადებიდან გაცნობიერებული აქვს, რომ მისი ბედი ქალის ხვედრია, თუმცა ისეთი არა, როგორიც სხვა ქალებისა. ისინი მიიჩნევენ, რომ ადამიანის ცხოვრება უფრო მარტივია, მიუხედავად იმისა, რომ მასში სხვადასხვა ქალური ეშმაკობა და ვერაგობა დევს.
ქალი მორიელისთვის ყველაფერი მარტივია. მათ აქვთ მაღალი ინტუიცია, რასაც უპირატესობად აქცევენ, რადგან მათთვის საჭიროა, რომ ადამიანს „გამჭოლად" ხედავდნენ, ადვილად „შიფრავდნენ". ასეთი ქალებისთვის თაღლითის გამოცნობა ძალზე ადვილია. მორიელ ქალებს საკმაოდ შურისმაძიებელი ხასიათი აქვთ და ზარალს არასდროს მოითმენენ.
თხის რქა — განსაკუთრებული ყურადღებიანობა პატარაობიდან. ისინი არაბავშვურად მშვიდი და სერიოზული არიან. ცელქობა მათ არ ახასიათებთ, ურთიერთობები ვიწრო წრესთან აქვთ, სადაც მოხვედრა უბრალო მოკვდავს არ შეუძლია. ასეთი ქალები მშვენივრად პოულობენ საერთო ენას საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. კონკურენციის გაწევა პროფესიულ დონეზე მხოლოდ სოლიდურ ასაკში შეუძლიათ.
ისინი ყოველთვის მშვენივრად აკონტროლებენ ემოციებს. მათ ვერასდროს იხილავთ წამქეზებლის როლში. ბუნებამ ისინი განსაკუთრებული სიჯიუტით დააჯილდოვა, ამიტომ მათ საწინააღმდეგო სქესის ნებისმიერი ნიშნის ნებისმიერი წარმომადგენლის მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლიათ.