ქალები და მათი პატარ-პატარა სიგიჟეები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

© Pixabay / AdinaVoicuგოგონა თოვლში
გოგონა თოვლში - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2022
გამოწერა
ყველა ქალშია რაღაც გიჟური და ისეთი რამ, რასაც ვერც თვითონ და ვერც ვერავინ აკონტროლებს.
რაში მჟღავნდება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ქალთა პატარ-პატარა სიგიჟეები – გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს.
ვერძი
ვერძი ქალის სიგიჟე და თავშეუკავებლობა მის ტემპერამენტში, მოუთმენლობასა და დრამატიზმისკენ მიდრეკილებაში იმალება. მას სკანდალის მოწყობა შეუძლია, თუ რაიმე ისე არ წავა, როგორც მას სურს. ამ ნიშნის ბევრი წარმომადგენელი ქალი ისე იქცევა, რომ ადვილად გამოირჩევა საზოგადოებაში ქცევის ნათლად გამოხატული მანერით.
კურო
კურო ქალი, სინამდვილეში, ძალზე მგზნებარე ნატურაა. მას ხანდახან ბობოქარი ემოციები იპყრობს, რომელთან გამკლავება არცთუ იოლია. საყვარელი, სასიამოვნო არსებიდან ის შეიძლება გადაიქცეს მრისხანე პიროვნებად, რომელიც თავის თვალსაზრისს ბოლომდე მტკიცედ და თავდაჯერებულად დაიცავს. ასეთ ქალთან მოდუნება, ცოტა არ იყოს, ძნელია.
დიეტა  - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
ზოდიაქოს ნიშნები და დიეტა – როგორ იკლებენ წონაში სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
ტყუპი
წინასწარ ვერასდროს განჭვრეტ, თავის რომელ მხარეს გამოამჟღავნებს ტყუპი ქალი მომდევნო წუთში. ეს ძალზე არაპროგნოზირებადი, მოძრავი არსებაა, რომელიც ხანდახან თავისი ცვალებადობით ადამიანებს შოკს ჰგვრის. შეშლილი, თავშეუკავებელი და ძალზე საინტერესო ტყუპ ქალს სხვა – შთამბეჭდავ და სრულიად თავისუფალ სამყაროში გადაჰყავხართ.
კირჩხიბი
კირჩხიბი ქალი სრულიად მიუწვდომელია თავის ემოციურობაში, ძალზე საყვარელია თავისი მგრძნობიარობით და აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი – რეაქციებში. მას არ შეუძლია საკუთარი ემოციების დამალვა – ყველაფერი სახეზე აწერია. მას ემოცია უამრავი აქვს და ეს ემოციები დღის განმავლობაში ერთმანეთს ანაცვლებს.
ლომი
ლომ ქალს ბევრი ადამიანის მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულება აქვს, როგორც დიდგვაროვანს თავისი ქვეშევრდომების მიმართ. ამასთან, მან შეიძლება ვერც შენიშნოს თავისი მფარველური ქცევა და სიმაღლიდან ნატყორცნი სიკეთის მზერა. მაგრამ ის, ვინც ნამდვილად იცნობს ლომ ქალს, აღფრთოვანებულია მისი კეთილშობილებით და მთელი გულით ავსებს მას ქათინაურებით.
კოსმოსი - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2018
ყველაზე მშვიდი და თავშეკავებული ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ქალწული
ქალწული ქალი უბრალოდ შეშლილია თავის პერფექციონიზმში. ის ყოველთვის იპოვის რაიმე ნაკლს, მიგითითებთ, რომ იდეალურად არ არის გაკეთებული. მაგრამ, სამაგიეროდ, ეს ყველაზე ყურადღებიანი, რაციონალური, პუნქტუალური ნატურაა. ქალწული ქალი ძალზე მოკრძალებული და თავშეკავებულია, რაც მას განსაკუთრებულობას ანიჭებს.
სასწორი
მომხიბლავ სასწორ ქალს ირგვლივ მყოფების სრულიად შეუმჩნევლად და მსუბუქად მანიპულირება შეუძლია. ის ძალზე ემოციური ნატურაა, მაგრამ ცდილობს ეს დამალოს. მისი ყველაზე გიჟური მხარეა ჭირვეულობა და მომთხოვნელობა, მაგრამ განა შესაძლებელია, ამ მომხიბლავი არსების კაპრიზები არ შეასრულო?
მორიელი
მორიელი ქალი მშვიდია მანამ, სანამ არ გაანაწყენებენ. მან მშვენივრად იცის ირგვლივ მყოფთა სუსტი წერტილები და ამ მტკივნეულ ადგილზე ყველაზე შეუფერებელ დროს ფეხის დაჭერა. ჯობს ეს ქალი არ გაანაწყენოთ, ასევე არაფერი დამალოთ მისგან. მაინც გაიგებს...
სუფრა - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2019
კულინარიული ჰოროსკოპი ქალებისთვის: საყვარელი მამაკაცის გემო-ვნება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მშვილდოსანი
მშვილდოსანი ქალი ძალზე გულღია და კეთილია. მაგრამ თუ ეცდებით ზეწოლას და ზედმეტად დაავალდებულებთ და მის თავისუფლებას შეზღუდავთ, ის თავის ბნელ მხარეს გაჩვენებთ. ჩხუბში ამ ნიშნის წარმომადგენელ ქალს მრავალი უსიამოვნო რამის თქმა შეუძლია, რომელიც თქვენი მეხსიერებიდან არასდროს ამოიშლება.
თხის რქა
თხის რქა ქალი ყველაზე ადეკვატურ, თავშეკავებულ და მშვიდ არსებად მოჩანს. მაგრამ ხომ გაგიგიათ დამდგარი წყლის ამბავი... თხის რქის სიგიჟე მაშინ იწყება, როდესაც მიზანს ისახავს. შედეგის მიღწევისკენ სწრაფვისას ის დაუნდობელი ხდება და მზადაა თავის გზაზე ყველაფერი წალეკოს.
მერწყული
მერწყულ ქალს თქვენი გაოცება ერთი გიჟური თვისებით შეუძლია. ის ძალზე გაუცხოებული ხდება ხოლმე. ეს არის ჭკვიანი, ინტელექტუალურად განვითარებული ადამიანი, რომელიც ხშირად ვერ ამჩნევს არა მარტო სხვის, არამედ საკუთარ ემოციებსაც. ის გონების კარნახით ცხოვრობს და ავიწყდება, რომ გრძნობებიც არსებობს. მაგრამ ეს თვისება მერწყულ ქალს თავშეკავებულსა და გაწონასწორებულს ხდის.
ჰოროსკოპი - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2017
ქალური მაგია ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
თევზები
თევზ ქალს ყოველთვის არ შეუძლია თავისი ჩვევების გაკონტროლება. მას შეუძლია ძალიან ბევრი დალიოს, იმღეროს, რაიმე უკიდურესობაში გადავარდეს. მშვიდი, რბილი და კეთილი თევზი–ქალი ერთ მომენტში შეიძლება გადაიქცეს საშიშ ისტერიკიან ქალად და ირგვლივ მყოფები ყველანაირ ცოდვაში დაადანაშაულოს, შემდეგ თვითონ განაწყენდეს და ყველას გაებუტოს. რა ხდება მომხიბლავი თევზი–ქალის თავში ამ მომენტში, არავინ უწყის.
ყველა ახალი ამბავი
0