ზოდიაქოს ნიშნები და დიეტა – როგორ იკლებენ წონაში სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები

CC BY 2.0 / Tomas Sobek / Red grapeდიეტა
დიეტა  - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2022
გამოწერა
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენელ ქალებს წონაში კლების საკუთარი მეთოდები აქვთ: ზოგი ასკეტურ ცხოვრებას იწყებს, ზოგი ამას „მეცნიერულად" უდგება და დიეტოლოგიის კურსს ითვისებს, ზოგის წარმოსახვის წინაშე კი რეალობა უძლური ხდება და...
როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი ქალები, რა მეთოდებს იყენებენ ისინი – ამის შესახებ შეიტყვეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან.
თხის რქა
თხის რქა ასკეტურ ცხოვრებას იწყებს, ყველა ღორმუცელას განიკითხავს. მან იცის, როგორია ცხოვრების სწორი წესი: ადამიანის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საკმარისია ერთი ლიტრი წყალი და ერთი მუჭა ბრინჯი, დანარჩენი უკვე ზედმეტია.
თხის რქა ქალს ამის გვიან ღამემდე სჯერა, ხოლო ღამის ორ საათზე აღმოაჩენს, რომ მაცივრიდან რამე ნუგბარი აქვს გამოღებული და მადიანად ილუკმება. დილით საკუთარ თავს სჯის – არანაირი ბრინჯი, მხოლოდ წყალი. საბოლოოდ, თხის რქა იკლებს წონაში... ნერვებისგან!
ზოდიაქოს ნიშნები - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2018
ინდივიდუალური დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის
მერწყული
მერწყული წონაში ტრადიციული გზებით იკლებს. ჯერ დიდი ხანი ემზადება, ძალებს იკრებს, განწყობას უხმობს. ეს ძალიან დიდხანს გრძელდება. თან, გახდომის პროცესი აუცილებლად ორშაბათს უნდა დაიწყოს, ხოლო შთაგონების პიკი აუცილებლად პარასკევზე მოდის. მაგრამ ერთ მშვენიერ ორშაბათ დილას მერწყული იღვიძებს და ხვდება, რომ ეს ის დღეა.
და იკლებს წონაში. თან, წაქეზება არ სჭირდება, მშვენივრად იცის, რომ შოკოლადი – საწამლავია, შაქარი – თეთრი სიკვდილი, პურ-ფუნთუშეული – ნელი მოქმედების ნაღმი, რომელიც მტრებმა „შეამოაგდეს". და, საერთოდ, როგორ შეიძლება ამის ჭამა?! და ეს ყველაფერი – პარასკევამდე. ამ დღეს კი ისეთი მშვენიერია სამყარო, რომელშიც მოიფიქრეს ჩიფსები, ლუდი, სხვადასხვა ნუგბარი. და დგება ორშაბათი. მერწყული გაოგნებულია – ნეტავ, რა იყო ეს?
თევზები
თევზებს სწამთ, რომ წონაში დაკლება მხოლოდ დიეტით შეიძლება, რადგან შტანგა – გოგონებისთვის არ არის. თანაც, თევზი-ქალები ერთდროულად სამ დიეტას იწყებენ, რადგან ერთით ვერ ნაყრდებიან. დილით უპირატესობას შოკოლადის დიეტას ანიჭებენ, სადილზე – დუკანის დიეტას, საღამოს კარგად მიდის დიეტა „სუხიშვილების მინუს რვა კილო ერთ კვირაში", ან „უგულავას" დიეტა, რადგან იქ წითელი ღვინო შეიძლება.
რაც ყველაზე საინტერესოა, თევზები ერთადერთი ნიშანია, რომელიც ნამდვილად იკლებს წონაში და თან – სწრაფად. როგორც ჩანს, საქმე განვითარებული წარმოსახვაა: ქალბატონ თევზებს თავი გამხდარ, ტანწერწეტა ქალებად წარმოუდგენიათ და ამის წინაშე რეალობა „კაპიტულაციას აცხადებს", უძლურია. სხვა ახსნა ამ ფენომენს არა აქვს.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2018
პროფესია – ცოლი: ხუმრობანარევი, მაგრამ ყველაზე მართალი რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ვერძი
თუ გინდა ვერძი განარისხო, რამე უნდა აუკრძალო, ხოლო მრისხანე ვერძი ნამდვილად საშიშია. ამიტომ ვერძები არასდროს იცავენ დიეტას – ეს უსარგებლოა: ახლობლები იოგურტში გამდნარ კარაქს ჩაურევენ, ფაფაში – ბეკონს და ბალიშის ქვეშ კანფეტებს ამოუდებენ. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მათ სიცოცხლე სწყურიათ.
ასე რომ, ვერძი საკვების მხრივ თავს არ იზღუდავს, სამაგიეროდ, სპორტს პატივს სცემს. და იკლებენ წონაში... საავადმყოფოს პალატაში, რადგან ფიზიკური დატვირთვებისგან „წელის გაწყვეტა" – სახუმარო საქმე არაა.
კურო
ქალი-კუროები ყოველთვის იმ დიეტას ირჩევენ, რომელიც ბევრის ჭამის საშუალებას იძლევა. უგემური ჭამონ – ამისთვის მზად არ არიან, არასდროს! ამიტომ ისინი ჯერ უამრავ კილოგრამ ხილ-ბოსტნეულს ყიდულობენ – კომბოსტოს, სტაფილოს, კიტრსა თუ ვაშლს, შემდეგ ამას მთელი დღე მელანქოლიურად ღეჭავენ. დიეტის მესამე დღეს კუროები გადაწყვეტენ, რომ დიდხანს იტანჯნენ და გარდერობიდან სანუკვარ ჯინსის შარვალს იღებენ და მასში „ჩაკვეხებას" ცდილობენ.
ვერ ეტევიან, რადგან ხილ-ბოსტნეულისგან მუცელი შეებერათ. აქ უკვე ყველაზე მთავარი მოვლენა ხდება: განრისხებული კურო მიდის მაღაზიაში და მთელ ხელფასს იხდის ახალ იდეალურ შარვალში. მაგრამ არ გეგონოთ, რომ ეს შარვალი უფრო დიდი ზომისაა – არა, რა თქმა უნდა. საქმე ისაა, რომ ძველი შარვალი ცუდი მოტივატორი იყო. ხილ-ბოსტნეულში ხომ არაა მართლა საქმე!
დედა და შვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2020
ზოდიაქოს ნიშნები დედამთილის ამპლუაში
ტყუპი
ტყუპი-ქალბატონები წონაში კლების პროცესს მისიონერულ სამუშაოს უთავსებენ. „დიეტობანა" მარტოსთვის მოსაწყენია, ამიტომ ისინი, პირველ რიგში, მიემგზავრებიან თემატურ ფორუმზე, ან ფეისბუქზე მოტივაციურ პოსტს აქვეყნებენ: „გახდომის მარათონი ნომერი 100500! ვისაც ვუყვარვარ, გამომყევით!" და რადგანაც ტყუპები ყველას უყვარს, საკმაოდ დამაჯერებელი კომპანია გროვდება: გოგონები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ, მხარს უჭერენ, ამხნევებენ, აქვეყნებენ ფოტოებს და წარმატებებით ტრაბახობენ.
და ხდებიან კიდეც, რა თქმა უნდა. მაგრამ ტყუპები არ იკლებენ წონაში – მათ უკვე დაავიწყდათ, საერთოდ რისთვის შეიკრიბა ამდენი ხალხი, რატომ ირჯებიან ასე – მათი საცოდაობით იწვებიან და უკვირთ, მოწყენილობისგან როგორ არიან კიდევ ცოცხლები? როგორ შეიძლება მთელი ორი საათი მხოლოდ დიეტაზე ილაპარაკო?!
კირჩხიბი
კირჩხიბებს დიეტების არ სჯერათ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ გახდომა მხოლოდ ერთი მეთოდით შეიძლება – შეიცვალოს კვების პრინციპები ერთხელ და სამუდამოდ. სხვა არაფერი უშველის, ხოლო დიეტები – ეს სულელი გოგონებისთვისაა. ამიტომ კირჩხიბი, რომელსაც გახდომა უნდა, ვეგეტარიანელი ხდება. ან „უმისმჭამელი". ან მხოლოდ „ხილისმჭამელი". მთავარია, რომ კვების იდეა, პირველ რიგში, სულიერ ფასეულობებს ეფუძნებოდეს და არა მოსაწყენ და უსიამოვნო ისტორიებს საჭმლის სწორი მონელების შესახებ.
ამის შემდეგ კირჩხიბი ქადაგებას იწყებს, ამიერიდან მისი მისია ხომ ადამიანებში სიკეთისა და სინათლის შეტანაა. ბუნებრივია, ასეთ დროს მას აღარ აქვს იმის დრო, რომ საკუთარ კვებას მიხედოს. ამიტომ ჭამს ნამცხვრებსა და შოკოლადებს. მაგრამ იკლებს წონაში. ქადაგებები ხომ ამდენ ენერგიას ართმევს!
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2021
მამაკაცის „საოცნებო ქალი“ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი
ლომები დიდი გაქანებით, „მასშტაბურად" იკლებენ წონაში. რაციონის შეზღუდვა და დილის გარბენი მათთვის არაა. ძუ ლომები უკვეთენ ეგზოტიკური ხილის კალათას (როგორც ამბობენ, ისინი ცხიმებს წვავს), ყიდულობენ გასახდომ გაჯეტებს, აბონემენტს ყველაზე ძვირადღირებულ ფიტნეს-კლუბებში და ბოლო მოდელის სპორტულ ბოტასს.
და, რა თქმა უნდა, იყვანენ პირად მწვრთნელს. აქ პრობლემაც ხშირად ჩნდება: აიყვანოს ის სიმპათიური ყმაწვილი, თუ მისტერ „ტიტანი". შემდეგ, ქალი ლომი სწრაფად იკლებს წონაში (ეჭვი არ შეგეპაროთ), რადგან მხოლოდ „დოშირაკის" ფული რჩება.
ქალწული
ქალწული „მეცნიერულად" იკლებს წონაში. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით: ერთი-ორ კვირაში მან უკვე ზეპირად იცის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების დიეტოლოგიის სრული კურსი და მომავალი მწვრთნელების ფიზიკური კულტურის კურსი. შემდეგ ადგენს იდეალურ რაციონს, ვარჯიშის იდეალურ პროგრამას და იწყებს გეგმის შესრულებას: წონის საკვებს, ითვლის კალორიებს, აწარმოებს ვარჯიშების დღიურს. დაახლოებით სამი დღე.
ამის შემდეგ ქალწულს აუცილებლად მოხვდება თვალში სტატია ინტუიციური კვების შესახებ, ან სიუჟეტი იოგის გამაჯანსაღებელი თვისებების შესახებ, ან, შეიძლება ნახოს ფილმი დიდი სპორტის სიმძიმის შესახებ. მოკლედ, ქალწული ახალი თემის შესწავლაზე გადადის... და იკლებს წონაში, რადგან ჭამის დრო აღარ რჩება – უნდა ისწავლოს!
ლამაზი ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2019
ყველაზე კაშკაშა და საბედისწერო ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
სასწორი
თუ სასწორი წონაში იმატებს – სასოწარკვეთილებაში ვარდება. ცხიმი – ეს საშინელი სიმახინჯეა, ხოლო რაც ულამაზოა – აუტანლად მტკივნეულია. რადგან სილამაზის გრძნობა სასწორში ყველაზე განვითარებულია. ამასთან, ის ძალზე ეჭვიანია – ჰგონია, რომ მისი ცხიმის ნაოჭებს ყველა აშტერდება, ამიტომ ჯობს, სანამ არ გახდება, საბნიდან არც გამოძვრეს.
რა თქმა უნდა, საუბარი არ არის არანაირ სპორტულ დარბაზზე. ის სახლში იკლებს წონაში. ყიდულობს სარბენ ბილიკს, ხალიჩას იოგისთვის, ჰანტელებს და ა.შ. ამ შესანიშნავ ნივთებს მთელი კვირა ესიყვარულება, ტკბება მათით. ხანდახან სარბენ ბილიკს რთავს კიდეც... რომ შეხედოს, როგორ მუშაობს.
მორიელი
მორიელის პრინციპია: „დილით კექსი, სადილზე კექსი და სექსი, საღამოს სექსი. თუ არ შველის – ცომეული ამოიღე". და რაც ყველაზე საინტერესოა, ეს ნამდვილად იძლევა შედეგს. ანუ, მორიელები დარწმუნებული არიან, რომ გახდომის საუკეთესო საშუალებაა ახალი საყვარლის გაჩენა. თუ საყვარელი სწორად არის შერჩეული, პეპლების კოლონა მორიელის მუცელში ისეთი სიჩქარით გამრავლდება, რომ ერთ კვირაში მას, უბრალოდ, ლუკმა არ გადაუვა ყელში.
თუ უცბად გადაწყვეტს, რომ ახლა სასიყვარულო თავგადასავლები ძალიან უადგილოა, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე გახდება. რადგან ერთადერთი მიზეზი, რამაც მორიელს სიყვარულზე უარი შეიძლება ათქმევინოს, ეს შემოქმედებითი წვის პროცესში თავით გადაშვებაა. არა, ასევე აპოკალიფსი.
გულის ფორმის ბოქლომი წარწერით „ადამი და ევა“ - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2019
სახალისო „შპარგალკა“ ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ქალებისთვის
მშვილდოსანი
მშვილდოსანს ესმის, რომ ცდუნებასთან დაპირისპირება ძალიან ბევრ დროს ართმევს. ამიტომ ქალი მშვილდოსანი ცდუნებებისგან მიდის. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. იღებს ერთ შეკვრა წიწიბურას, ერთ ტომარა ორცხობილას, ერთ მწარე შოკოლადს და მიდის მთაში. სამი კვირით. თუ წასვლა არ შეუძლია, მაგალითად, სამსახურის გამო, შინაგან „მთა-სამყაროში" მიდის: აუქმებს ყველა წვეულებას, წყვეტს სადილს კოლეგებთან ერთად და „სკაიპითაც" კი აღარ საუბრობს.
ეს იმდენად არატიპურია მშვილდოსანი ქალისთვის, რომ მისი მეგობრები პანიკაში ვარდებიან, იწვევენ საგანგებო თათბირს, სადაც იღებენ გადაწყვეტილებას, რომ მშვილდოსანს დეპრესია აქვს და სასწრაფოდ ესაჭიროება ზრუნვა, ყურადღება და... ტორტი. აი, აქ მშვილდოსანი იწყებს კიდეც წონაში კლებას. რადგან მას გახდომისთვის სწორი განწყობა სჭირდება, ხოლო რანაირი განწყობა შეიქმნება მეგობრების კომპანიის გარეშე?
ყველა ახალი ამბავი
0