ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს გენიალური ნიშნები

გალაქტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2022
გამოწერა
ყველაზე მეტი ძალიან ნიჭიერი და გენიალური ადამიანი ზოდიაქოს სწორედ ამ ნიშნებით იბადებიან. ამ ნიშნების წარმომადგენლები არიან ხშირად ინტელექტუალურად ძალზე განვითარებული და ნიჭიერი ადამიანები.
გაეცანით – ზოდიაქოს ყველაზე გენიალური ნიშნები:
მერწყული
მერწყულებს ინოვაციებისა და გამომგონებლობის პლანეტა ურანი მფარველობს. მათ შესწევთ უნარი, სწრაფად და სირთულეების გარეშე მიიღონ ცოდნა. ამას გარდა, ამ ადამიანებს კარგად განვითარებული ინტუიცია აქვთ, რისი წყალობითაც შეუძლიათ გამოიცნონ, რომელი იდეები იქნება რეალიზებული ცხოვრებაში. მერწყულები მომავლისკენ იყურებიან. ამ ნიშნის წარმომადგენელთა შორის ბევრი შემოქმედი, გამომგონებელი და მეცნიერია.
ტყუპი
ტყუპებმა ცოტ-ცოტა ყველაფერი იციან და ამ ყველაფრიდან რაიმე გენიალურის გამოძერწვა შეუძლიათ. ამ ნიშნის წარმომადგენლებს შესწევთ უნარი, სწრაფად და იოლად შეიცნონ საჭირო ინფორმაცია და ასევე უმოკლეს ვადებში შეისწავლონ ნებისმიერი საგანი. რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების უნარის წყალობით ტყუპებს შეუძლიათ ერთმანეთს შეუწყონ წარმოუდგენლად შეუხამებელი რამ და რაიმე ახალი შექმნან. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ინფორმაციის მიტანა სხვებამდე ძალზე ადვილად შეუძლიათ და ახერხებენ იმას, რომ თავიანთი ცოდნა სხვებსაც გაუზიარონ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 18.07.2018
ზოდიაქოს ყველაზე არაპროგნოზირებადი და ორიგინალური ნიშნები
სასწორი
სასწორი ზოდიაქოს ის ნიშანია, რომელსაც ყველაფერი აინტერესებს. ცნობისმოყვარეობა, ყველაფრის გაანალიზების სურვილი, ჭეშმარიტებამდე ჩაღრმავების ჩვევა ამ ნიშნის წარმომადგენლებს ინტელექტუალურად განვითარებულ ადამიანებად აქცევს. სასწორი ისწრაფვის არა მხოლოდ იმისკენ, რომ ბევრი იცოდეს, არამედ დასკვნების გამოტანისკენაც, რათა ყველა საკითხი სწორად გადაწყვიტოს. ამ ნიშანს ყველაფრის მიმართ ფილოსოფიური და ლოგიკური დამოკიდებულება აქვს, ამიტომ მისთვის რთული არაა მოვლენების განჭვრეტა და გენიალური აზრების შექმნა.
მედლის ორი მხარე – ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება>>
ქალწული
ქალწულს მერკური მფარველობს. ეს პლანეტა ამ ნიშნის წარმომადგენლებს ცნობისმოყვარეობას, ლოგიკურობასა და ანალიტიკურ ჭკუას ანიჭებს. ქალწულებს უყვართ ყველაფრის დეტალებში გარკვევა. ისინი ზუსტი, სკრუპულოზური და პედანტური ადამიანები არიან, რისი წყალობითაც, პრაქტიკულად, შეცდომას არ უშვებენ და ყოველი საქმე სრულყოფამდე მიჰყავთ. ქალწულებს შორის ბევრი გენიოსია, რომლებმაც ამ სამყაროს მრავალი ახალი იდეა და აზრი აჩუქეს.
სამყარო - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2020
სამართლიანი, გონიერი, შემწყნარებელი - ზოდიაქოს სამი ყველაზე ბრძენი ნიშანი
მშვილდოსანი
მშვილდოსანმა ბევრი რამ იცის ბევრ რამეზე, რადგან ბუნებისგან თანდაყოლილი ცნობისმოყვარეობა და ყოველივე ახლისადმი ლტოლვა მას სხვადასხვა თავგადასავლისკენ და ახალი გამოცდილების მიღებისკენ უბიძგებს. ამ ნიშნის წარმომადგენლები ამ სამყაროს სხვადასხვა კუთხიდან უყურებენ, აინტერესებთ მეცნიერება, ფილოსოფია, რელიგია და კულტურა. ყველაზე დიდმა პლანეტა იუპიტერმა მშვილდოსნებს სიცოცხლის დიდი სიყვარული და ყველაფრის შეცნობის სურვილი დააბედა. მშვილდოსნებს შორის ბევრია ჭკვიანი, საზრიანი, ყოველმხრივ განვითარებული, გენიალური ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0