გთავაზობთ ზოდიაქოს სამი ბრძენი ნიშნის დახასიათებას. რომელია ეს ნიშნები, ამას სტატიის ბოლოს შემოგთავაზებთ, თქვენ კი ეცადეთ და დახასიათების მიხედვით გამოიცანით, რომელ „ტრიოზეა" საუბარი.
ნიშანი პირველი
ამ ნიშნის მფარველია თავად სატურნი, ამიტომ მას პრაქტიკულად ყველაფერი აინტერესებს და ფართო თვალსაწიერი აქვს.
ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ, შეისწავლონ რაკეტის აგებულება და ამავე დროს, დაინტერესდნენ კულინარიით.
და მათი პლუსი ისაა, რომ რა სფეროშიც არ უნდა მოღვაწეობდნენ, ნამდვილ სპეციალისტებად ყალიბდებიან.
აღმერთებენ კითხვას და მიიჩნევენ, რომ თეორია საჭირო ნაწილია, მაგრამ მაინც - პრაქტიკა ბევრად მნიშვნელოვანი.
ბავშვობიდან აქვთ განვითარებული სამართლიანობის გრძნობა, ამიტომ მზად არიან, გარშემომყოფებს უანგაროდ გაუზიარონ თავიანთი ცოდნა.
ნიშანი მეორე
უკვე ბავშვობაში არიან გონიერი, დაფიქრებული და მომთმენი.
ნებისმიერ ოჯახში, სადაც არ უნდა დაიბადონ, ძალიან მალე იწყებენ „ზრდას", ანუ, ასაკის მიუხედავად, მოწიფული ხდებიან. მათ აღფრთოვანებაში მოჰყავთ მასწავლებლები და მშობლები.
თანატოლებთან ურთიერთობა არ უყვართ, მათთვის ეს ძალიან მოსაწყენია, ამიტომ ცდილობენ, ასაკით უფროსებთან იურთიერთონ.
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ისახავენ მაღალ მიზნებს, მაგრამ სხვებს „თავებზე არ ახტებიან", არამედ პატიოსნად მუშაობენ თავიანთი მიზნების მისაღწევად.
როდესაც გამაოგნებელ წარმატებას აღწევენ, მაინც არ იცვლებიან და ყოველთვის ახსოვთ, როგორი გზა განვლეს.
არასდროს გახდება ამპარტავანი და არ დაავადდება „ვარსკვლავური სენით".
ნიშანი მესამე
ამ ნიშანს ურანი მფარველობს.
პლანეტა ამ ნიშნის წარმომადგენლებს ახლის შესწავლისა და უცნობის შეცნობისკენ უბიძგებს.
ისინი მსუბუქად იცვლიან პრიორიტეტებს შესწავლის სფეროს არჩევაში.
თავიანთი ცოდნა ავტომატურ რეჟიმზე გადაჰყავთ და მას პრაქტიკაში იყენებენ.
აღმერთებენ მეცნიერებას, ახალ ტექნიკასა და მოგზაურობას.
აქვთ თავიანთი თვალსაზრისი, რომელსაც სხვაზე არასდროს გაცვლიან, მაგრამ არც სხვას მოახვევენ თავს. პატივს სცემენ სხვა თვალსაზრისსაც.
ძალზე ტოლერანტული ადამიანები არიან და სხვებს იღებენ ისეთს, როგორიც ისინი არიან.
- პასუხები: პირველი ნიშანია მშვილდოსანი, მეორე - თხის რქა და მესამე - მერწყული.