2023 წელს საქართველოში ტურიზმის განვითარებაზე ასობით მილიონი ლარი დაიხარჯება

© photo: Sputnik / Stringerსაზაფხულო კაფე
საზაფხულო კაფე - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2022
გამოწერა
მომავალ წელს ახალი ტურისტული ლოკაციების პროექტებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. 2023 წელს საქართველოს მთავრობა ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარების პროგრამისთვის 200 მილიონ ლარს გამოყოფს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორშაბათს მთავრობის სხდომაზე.
პრემიერის თქმით, ტურიზმი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის ზრდას, ამიტომ მთავრობა ახორციელებს პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ამ დარგის განვითარებას.

„მომდევნო წელს ვიწყებთ ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარებას და არსებულის რეაბილიტაციას. ამ მიზნით 200 მლნ ლარს გამოვყოფთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, პროგრამაზე მუშაობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და საზოგადოებას კონკრეტული გეგმა უახლოეს მომავალში წარედგინება.
როგორც ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, თავის მხრივ, ბრიფინგზე განმარტა, ახალი ტურისტული ლოკაციების პროექტებს ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს, ამიტომ 200 მილიონი ლარი ამ უწყების ბიუჯეტში აისახება.
თუმცა ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამ პროგრამას ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით განახორციელებს.
საქართველოს პარლამენტი ტურიზმის შესახებ ახალ კანონს ამზადებს >>

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამზადებს ამ მიმართულებით ხედვას. ფაქტობრივად, დასრულებულია ლოკაციების შერჩევა და შესაბამისი პირველადი პროექტების სახით წარმოდგენა. სწორედ ამაზე დაყრდნობით გაიწერება ხარჯვითი ნაწილი. უშუალოდ შემსრულებელი იქნება ინფრასტრუქტურის სამინისტრო“, – აღნიშნა მინისტრმა.

ვითარება ტურიზმის სფეროში

ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. ტურიზმის აღორძინება 2021 წელს დაიწყო – 1 თებერვლიდან გაიხსნა საჰაერო სივრცე, ხოლო 1 ივნისიდან – სახმელეთო საზღვრები.
არსებული სტატისტიკით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვი 2022 წლის იანვარი–ოქტომბერში 188,5%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 4,4 მლნ შეადგინა. საქართველომ 2022 წლის 10 თვეში 2019 წლის მაჩვენებელი 54,8%-ით აღადგინა.
ეროვნული ბანკი: საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან 3 მლრდ დოლარს მიუახლოვდა >>
საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან 2022 წლის 10 თვეში 2,8 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 184,4%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გარდა ამისა, შემოსავლებმა 2022 წლის 10 თვეში 5,7%-ით გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს, როდესაც საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების პიკი იყო.
საქართველოს რეკორდული წარმატება ჰქონდა 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
მაგრამ პანდემიის გამო ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე.
რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რიცხვი ხუთჯერ გაიზარდა >>
2021 წელს საქართველოში დაახლოებით 1,6 მლნ ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, ხოლო ტურიზმის შემოსავლებმა 1,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0