რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რიცხვი ხუთჯერ გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerტურისტები
ტურისტები - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2022
გამოწერა
საქართველოში უმეტესად სახმელეთო საზღვრების გავლით შემოდიან – უცხოელების საერთო რაოდენობის 64,4%.
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს 2022 წლის იანვარი–ოქტომბერში რუსეთის 889,5 ათასი მოქალაქე ეწვია, რაც 2021 წლის პირველი ათი თვის მონაცემზე 419,8%-ით მეტია და 32,8%-ით ნაკლები 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
საქართველომ წლის დასაწყისიდან ათ თვეში მიიღო 4,4 მლნ საერთაშორისო ვიზიტორი, რაც 188,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე და 45,2%-ით ნაკლებია, ვიდრე პანდემიამდე, 2019 წელს.
ვიზიტების საერთო რაოდენობიდან ტურისტული იყო 3 მილიონზე მეტი, რაც 137,9%-ით მეტია, ვიდრე 2021 წლის იანვარი–ოქტომბერში. 2019 წელთან შედარებით ნაკადი აღდგენილია 68,8%-ით.
ლიდერები საქართველოში ვიზიტების მხრივ
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში ვიზიტების რაოდენობით ლიდერობენ რუსეთის მოქალაქეები. მხოლოდ ოქტომბერში ქვეყანას ეწვია 109,2 ათასი მოქალაქე რუსეთიდან, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 274,4%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის ამავე პერიოდზე – 7,7%-ით ნაკლები.
ქვეყნების ტოპ-5 საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით. 2022 წლის იანვარი-ოქტომბერი


ქვეყანა


ვიზიტების რაოდენობა, ათასი


ზრდა,%


რუსეთი

889,5


419,8


თურქეთი


624,5


139,0


სომხეთი


594,6


369,1


ისრაელი


179,2


125,9


უკრაინა


142,8


10,6

ასევე გაიზარდა ქართული დიასპორის წარმომადგენელთა ვიზიტების რაოდენობა. იანვარი–ოქტომბერში მათ ისტორიულ სამშობლოში განახორციელეს 245,2 ათასი ვიზიტი, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით ორჯერ მეტია.
რუსეთის მოქალაქეები საქართველოში – ახალი სტატისტიკა>>
ტურისტების ძირითადი ნაწილი – 64,4% საქართველოში სახმელეთო გზით შემოვიდა (ლიდერობს საკონტროლო-გამშვები პუნქტი „სარფი"). მეორე ადგილზეა საჰაერო გზა – 34,6% (ლიდერობს თბილისის აეროპორტი).
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0