https://sputnik-georgia.com/20221103/rusetis-moqalaqeebi-saqartvelosi-statistika-271910669.html
რუსეთის მოქალაქეები საქართველოში – ახალი სტატისტიკა
რუსეთის მოქალაქეები საქართველოში – ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
საქართველოს შსს–ს მონაცემებით, ქვეყანაში 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში შემოვიდა და დარჩა რუსეთის 112.733 მოქალაქე. 03.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-03T23:10+0400
2022-11-03T23:10+0400
2023-08-23T09:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24475/55/244755577_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_d4fc056e5eccb41500044740dd6febbd.jpg
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. 1 მარტიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში ბინა რუსეთის 2,6 ათასმა მოქალაქემ შეიძინა.სამოქალაქო რეესტრზე დაყრდნობით ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ განაცხადა, რომ რუსეთის 2.585–მა მოქალაქემ საქართველოში იყიდა 189,1 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის 2.964 ბინა.ამას გარდა, აღნიშნულ პერიოდში რუსეთის 252–მა მოქალაქებ საქართველოში შეიძინა 249 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობია 37,9 ჰექტარი. ამასთან, 61 ნაკვეთი მხოლოდ მიწაა და 188 ნაკვეთი – მიწა შენობა–ნაგებობებით.ასევე ცნობილია, რომ რუსეთის მოქალაქეებმა 1 მარტიდან 12 ოქტომბრის პერიოდში საქართველოში დაარეგისტრირეს 711 იურიდიული პირი, რუსეთის 9.789 მოქალაქემ საქართველოში ინდმეწარმის სტატუსი მიიღო.საქართველოში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა - ოქტომბრის მონაცემები>>გამოცემა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე საქართველოში სამსახური იშოვა 1.493–მა უცხოელმა, აქედან რუსეთის მოქალაქეა 977.საქართველოს შსს–ს მონაცემებით, 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ქვეყანაში სულ შემოვიდა და დარჩა რუსეთის 112.733 მოქალაქე.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24475/55/244755577_215:0:1992:1333_1920x0_80_0_0_b37fb74ac8fcf92330dbb7473cce02a4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ტურიზმი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
რუსეთის მოქალაქეები საქართველოში – ახალი სტატისტიკა
23:10 03.11.2022 (განახლებულია: 09:04 23.08.2023) საქართველოს შსს–ს მონაცემებით, ქვეყანაში 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში შემოვიდა და დარჩა რუსეთის 112.733 მოქალაქე.
თბილისი, 3 ნოემბერი – Sputnik. 1 მარტიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოში ბინა რუსეთის 2,6 ათასმა მოქალაქემ შეიძინა.
სამოქალაქო რეესტრზე დაყრდნობით ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ განაცხადა, რომ რუსეთის 2.585–მა მოქალაქემ საქართველოში იყიდა 189,1 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის 2.964 ბინა.
ამას გარდა, აღნიშნულ პერიოდში რუსეთის 252–მა მოქალაქებ საქართველოში შეიძინა 249 მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობია 37,9 ჰექტარი. ამასთან, 61 ნაკვეთი მხოლოდ მიწაა და 188 ნაკვეთი – მიწა შენობა–ნაგებობებით.
ასევე ცნობილია, რომ რუსეთის მოქალაქეებმა 1 მარტიდან 12 ოქტომბრის პერიოდში საქართველოში დაარეგისტრირეს 711 იურიდიული პირი, რუსეთის 9.789 მოქალაქემ საქართველოში ინდმეწარმის სტატუსი მიიღო.
გამოცემა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე საქართველოში სამსახური იშოვა 1.493–მა უცხოელმა, აქედან რუსეთის მოქალაქეა 977.
საქართველოს შსს–ს მონაცემებით, 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ქვეყანაში სულ შემოვიდა და დარჩა რუსეთის 112.733 მოქალაქე.