https://sputnik-georgia.com/20221118/erovnuli-banki-semosavlebi-turizmidan-272274882.html
ეროვნული ბანკი: საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან 3 მლრდ დოლარს მიუახლოვდა
ეროვნული ბანკი: საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან 3 მლრდ დოლარს მიუახლოვდა
Sputnik საქართველო
შემოსავლებმა 2022 წლის 10 თვეში 5,7%-ით გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს, როდესაც საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების პიკი იყო. 18.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-18T12:36+0400
2022-11-18T12:36+0400
2022-11-18T18:48+0400
ტურიზმი საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271816170_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_cd4091539ea7691fe7831cd7ff407665.jpg
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან 2022 წლის 10 თვეში 2,8 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. ტურიზმის აღორძინება 2021 წელს დაიწყო – 1 თებერვლიდან გაიხსნა საჰაერო სივრცე, ხოლო 1 ივნისიდან – სახმელეთო საზღვრები.ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოელებიდან შემოსული შემოსავლები 184,4%-ით გაიზარდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გარდა ამისა, შემოსავლებმა 2022 წლის 10 თვეში 5,7%-ით გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს, როდესაც საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების პიკი იყო.2022 წლის ოქტომბერში შემოსავლებმა ტურიზმიდან 337,3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 137%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე – 26,4%-ით მეტი.ვინ ხარჯავს ფულსყველაზე მეტი თანხა 2022 წლის პირველ 10 თვეში დახარჯეს ვიზიტორებმა რუსეთიდან – 677,9 მლნ დოლარი.ამასთან, ოქტომბერში ყველაზე მეტი ფული დახარჯეს რუსეთის მოქალაქეებმა (114,7 მლნ დოლარი), უკრაინის მოქალაქეებმა (33,7 მლნ დოლარი) და თურქეთის მოქალაქეებმა (33,6 მლნ დოლარი).ვიზიტები საქართველოშისაერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვი 2022 წლის იანვარი–ოქტომბერში 188,5%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 4,4 მლნ შეადგინა.საქართველომ 2022 წლის 10 თვეში 2019 წლის მაჩვენებელი 54,8%-ით აღადგინა.ვიზიტების საერთო რაოდენობიდან ტურისტული იყო 3,1 მლნ, რაც 2021 წლის იანვარი–ოქტომბრის მაჩვენებელზე 203,4%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით კი ნაკადი აღდგენილია 68,8%-ით.ვიზიტების ყველაზე მეტი რაოდენობა აღნიშნულ პერიოდში განახორციელეს რუსეთის მოქალაქეებმა.რა შემოსავლები ჰქონდა საქართველოს ტურიზმიდან გასულ წლებშისაქართველოს რეკორდული წარმატება ჰქონდა 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.მაგრამ პანდემიის გამო ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე.2021 წელს საქართველოშიდაახლოებით1,6 მლნ ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, ხოლო ტურიზმის შემოსავლებმა 1,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271816170_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_2467ad12995e32d21be5e5b6c11ca02c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები, საქართველო
ტურიზმი საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები, საქართველო
ეროვნული ბანკი: საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან 3 მლრდ დოლარს მიუახლოვდა
12:36 18.11.2022 (განახლებულია: 18:48 18.11.2022) შემოსავლებმა 2022 წლის 10 თვეში 5,7%-ით გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს, როდესაც საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების პიკი იყო.
თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან 2022 წლის 10 თვეში 2,8 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. ტურიზმის აღორძინება 2021 წელს დაიწყო – 1 თებერვლიდან გაიხსნა საჰაერო სივრცე, ხოლო 1 ივნისიდან – სახმელეთო საზღვრები.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოელებიდან შემოსული შემოსავლები 184,4%-ით გაიზარდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გარდა ამისა, შემოსავლებმა 2022 წლის 10 თვეში 5,7%-ით გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს, როდესაც საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების პიკი იყო.
2022 წლის ოქტომბერში შემოსავლებმა ტურიზმიდან 337,3 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 137%-ით მეტია, ხოლო 2019 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე – 26,4%-ით მეტი.
ყველაზე მეტი თანხა 2022 წლის პირველ 10 თვეში დახარჯეს ვიზიტორებმა რუსეთიდან – 677,9 მლნ დოლარი.
რამდენი დახარჯეს ტურისტებმა საქართველოში
ქვეყანა | ხარჯი, მლნ დოლარი | ვიზიტების რაოდენობა |
რუსეთი | 677,9 | 889.497 |
ევროკავშირი | 294,4 | 243.930 |
თურქეთი | 269,0 | 624.497 |
ბელარუსი | 231,9 | 117.924 |
უკრაინა | 223,1 | 142.854 |
ამასთან, ოქტომბერში ყველაზე მეტი ფული დახარჯეს რუსეთის მოქალაქეებმა (114,7 მლნ დოლარი), უკრაინის მოქალაქეებმა (33,7 მლნ დოლარი) და თურქეთის მოქალაქეებმა (33,6 მლნ დოლარი).
საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვი 2022 წლის იანვარი–ოქტომბერში 188,5%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 4,4 მლნ შეადგინა.
საქართველომ 2022 წლის 10 თვეში 2019 წლის მაჩვენებელი 54,8%-ით აღადგინა.
2022 წლის იანვარი-ოქტომბერი – ქვეყნების ტოპ-5 საერთაშორისო ვიზიტების მხრივ
ქვეყანა | ვიზიტების რაოდენობა, ათასი | ზრდა, % |
რუსეთი | 889,5 | 419,8 |
თურქეთი | 624,5 | 139,0 |
სომხეთი | 594,6 | 369,1 |
ისრაელი | 179,2 | 125,9 |
უკრაინა | 142,9 | 10,6 |
ვიზიტების საერთო რაოდენობიდან ტურისტული იყო 3,1 მლნ, რაც 2021 წლის იანვარი–ოქტომბრის მაჩვენებელზე 203,4%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით კი ნაკადი აღდგენილია 68,8%-ით.
ვიზიტების ყველაზე მეტი რაოდენობა აღნიშნულ პერიოდში განახორციელეს რუსეთის მოქალაქეებმა.
რა შემოსავლები ჰქონდა საქართველოს ტურიზმიდან გასულ წლებში
საქართველოს რეკორდული წარმატება ჰქონდა 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
მაგრამ პანდემიის გამო ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე.
2021 წელს საქართველოშიდაახლოებით1,6 მლნ ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, ხოლო ტურიზმის შემოსავლებმა 1,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.