https://sputnik-georgia.com/20221120/saqartvelos-parlamenti-turizmis-sesaxeb-axal-kanons-amzadebs-272315178.html
საქართველოს პარლამენტი ტურიზმის შესახებ ახალ კანონს ამზადებს
საქართველოს პარლამენტი ტურიზმის შესახებ ახალ კანონს ამზადებს
Sputnik საქართველო
საქართველოში „ტურიზმის შესახებ“ კანონი 1997 წელს მიიღეს და მას შემდეგ მასში მხოლოდ მცირე ცვლილებები განხორციელდა. 20.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-20T09:36+0400
2022-11-20T09:36+0400
2022-11-20T09:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/04/269201746_0:159:3077:1890_1920x0_80_0_0_243f4a39b4b2af1d50d892ffadcc8003.jpg
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. 2023 წლის ბოლომდე საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტი წარადგენს კანონს „ტურიზმის შესახებ“, რომელიც ტურისტული კომპანიებისა და გიდებისთვის ახალი წესების შემოღებას გულისხმობს, განაცხადა კომიტეტის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა.საქართველოში „ტურიზმის შესახებ“ კანონი 1997 წელს მიიღეს და მას შემდეგ მასში მხოლოდ მცირე ცვლილებები განხორციელდა.როგორც სონღულაშვილმა განაცხადა, დოკუმენტზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია, მისი ინიცირება წლის ბოლომდე მოხდება. კანონპროექტის განხილვა და დამტკიცება მომავალი წლის გაზაფხულის სესიაზე მოხდება.ეს ეხება არა მხოლოდ ტუროპერატორებს, არამედ გიდებს, გამცილებლებს და პირებს, რომლებიც კომბინირებულ მომსახურებას ეწევიან.რაც შეეხება გიდებს, სონღულაშვილის თქმით, მათთვის სერტიფიცირება ნებაყოფლობითი დარჩება, მაგრამ სერტიფიკატის მქონე გიდები მიიღებენ სპეციალურ სამკერდე ნიშნებს და ექნებათ უფლება განახორციელონ ტურები მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის იქ, სადაც სერტიფიკატის გარეშე გიდებს ეკრძალებათ შესვლა.დარგის კომიტეტის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი კანონი დაიცავს მომხმარებელთა უფლებებს და კომპენსაციის საკითხს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/04/269201746_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_db6c3d0ef2645cb40d0525523bc2c16b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, ტურიზმი საქართველოში
საქართველოს პარლამენტი ტურიზმის შესახებ ახალ კანონს ამზადებს
საქართველოში „ტურიზმის შესახებ“ კანონი 1997 წელს მიიღეს და მას შემდეგ მასში მხოლოდ მცირე ცვლილებები განხორციელდა.
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. 2023 წლის ბოლომდე საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტი წარადგენს კანონს „ტურიზმის შესახებ“, რომელიც ტურისტული კომპანიებისა და გიდებისთვის ახალი წესების შემოღებას გულისხმობს, განაცხადა კომიტეტის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა.
საქართველოში „ტურიზმის შესახებ“ კანონი 1997 წელს მიიღეს და მას შემდეგ მასში მხოლოდ მცირე ცვლილებები განხორციელდა.
როგორც სონღულაშვილმა განაცხადა, დოკუმენტზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია, მისი ინიცირება წლის ბოლომდე მოხდება. კანონპროექტის განხილვა და დამტკიცება მომავალი წლის გაზაფხულის სესიაზე მოხდება.
მისი თქმით, კანონპროექტი სრულად შეესაბამება ევროპულ კანონმდებლობას და ახალი წესების მიხედვით, ტურისტებთან მომუშავე ყველა კომპანიას ოფიციალური რეგისტრაციის გავლა მოუწევს.
ეს ეხება არა მხოლოდ ტუროპერატორებს, არამედ გიდებს, გამცილებლებს და პირებს, რომლებიც კომბინირებულ მომსახურებას ეწევიან.
რაც შეეხება გიდებს, სონღულაშვილის თქმით, მათთვის სერტიფიცირება ნებაყოფლობითი დარჩება, მაგრამ სერტიფიკატის მქონე გიდები მიიღებენ სპეციალურ სამკერდე ნიშნებს და ექნებათ უფლება განახორციელონ ტურები მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის იქ, სადაც სერტიფიკატის გარეშე გიდებს ეკრძალებათ შესვლა.
დარგის კომიტეტის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი კანონი დაიცავს მომხმარებელთა უფლებებს და კომპენსაციის საკითხს.