დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 28 სექტემბერი

© Pixabay / Sylaboროკის კონცხი
როკის კონცხი - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 28 სექტემბერია, ოთხშაბათი. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
მშვიდი, ნაყოფიერი დღეა. შეძლებთ ზედმეტი მღელვარების თავიდან აცილებას, პოზიტიურად განწყობას. საჭირო შედეგს მიიღებთ, თუ წარმატების იმედს არ დაკარგავთ და თავდაჯერებულობას შეინარჩუნებთ. კარგი დღეა პირად ურთიერთობებში ინიციატივის გამოსაჩენად. საღამო კარგი დროა რომანტიკული პაემნისთვის.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 სექტემბერი>>
ვერძი: ისეთ ტემპს აიღებთ, რომ თქვენი გაჩერება პრობლემა გახდება. თქვენი გონება და სხეული ფორსირებულ რეჟიმში იმუშავებს. ასეთი ტემპის გამო მოგეჩვენებათ, რომ ირგვლივ მყოფები კუსავით ნელა მოქმედებენ. არაა გასაკვირი, რომ მათ აჩქარებას შეეცდებით თან არცთუ დელიკატური მეთოდებით.
ქალი და მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2022
ზოდიაქო: ყველაზე ვნებიანი ნიშნები
კურო: მოვლენების განვითარება და გარემოებები აჩქარებას გაიძულებთ. თუნდაც თქვენი სტილი არ იყოს სწრაფად მოქმედება და გადაწყვეტილებების ტემპში მიღება, მოერგებით ახალ რიტმს, რადგან დღეს ძალზე სერიოზულად ეკიდებით თქვენს მოვალეობებს. ქაოსის მიუხედავად, თავს ბედნიერად იგრძნობთ.
ტყუპი: მზად ხართ, რომ მომავალზე დაფიქრდეთ. ეს არ ნიშნავს, რომ იოცნებებთ, არამედ კონკრეტულად გადაწყვეტთ, საით უნდა წახვიდეთ. თქვენი გეგმები მკაფიო იქნება, მაგრამ არის ერთი „მაგრამ" – მომავალზე ფიქრში, შესაძლოა, აწმყო დაგავიწყდეთ, უფრო ზუსტად – გვერდით მყოფი ადამიანები.
კირჩხიბი: დღეს ყველაზე ნაკლებად აგაღელვებთ სხვების მოსაზრებები. დარწმუნებული ხართ, რომ რასაც აკეთებთ, ყველაფერს შესანიშნავად უმკლავდებით, გარშემომყოფები კი თავიანთი რჩევებით მხოლოდ ხელს გიშლიან. სამაგიეროდ, დიდი სიამაყით აღივსებით, თუ რჩევისთვის თქვენ მოგმართავენ.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2022
ზოდიაქოს ნიშნები: ერთი ნაბიჯი სიყვარულიდან სიძულვილამდე
ლომი: შესანიშნავი დღეა, რომ მომავალზე დაფიქრსეთ. მაგრამ მანამდე ძველი საქმეები დაამთავრეთ, რომლებიც წინსვლაში გიშლით ხელს. განსაკუთრებით ეფექტური იქნება სახლში მუშაობა. ჯერ სივრცე მოაწესრიგეთ, შემდეგ უკვე – იდეები და გეგმები. არ შეუშინდეთ არაფერს, თამამად იარეთ მიზნისკენ.
ქალწული: თქვენი გონება მკაფიოდ იმუშავებს. შეგიძლიათ, ერთი პრობლემის გადაწყვეტის ათი ვარიანტი მოიფიქროთ. ეს დღე შეიძლება იდეალურად ჩაითვალოს ნებისმიერი საკითხის გადასაწყვეტად, მაგრამ არა იმ შემთხვევებში, როდესაც ტაქტიანი და დიპლომატიური დამოკიდებულებაა საჭირო.
სასწორი: დღეს ნებისმიერ პრობლემას ნათელი გონებით მიუდგებით და ემოციებს უკანა პლანზე გადაწევთ. შესანიშნავი დღეა საოჯახო ბიუჯეტის რევიზიის, სამომავლო ხარჯების დაგეგმვისთვის. ასეთი პრაქტიკული დამოკიდებულება გექნებათ სხვა სფეროებშიც, სიყვარულშიც კი, სადაც გრძნობებს ფაქტებით ჩაანაცვლებთ.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2022
მე და შენ, ანუ როგორ მოვიგოთ ზოდიაქოს ნიშნების გული - ასტროლოგების რჩევები
მორიელი: თქვენს თავდაჯერებულობას საზღვრები არ ექნება. ფიქრობთ, რომ აკეთებთ საქმეს მიზანმიმართულად და ამასვე მოითხოვთ სხებისგან. თუმცა, გარედან თქვენი მითითებები ძალიან ჰგავს ზედამზედველის „მათრახს", პირდაპირობა კი – დაუნდობელ კრიტიკას. სჯობს, ემოციები მოთოკოთ.
მშვილდოსანი: დღეს არაქათგამოცლილი იქნებით, არანაირი სურვილი არ გექნებათ რომ საქმე გააკეთოთ. თუნდაც მოინდომოთ ინიციატივის გამოჩენა, დიდი ალბათობით, ეს არ გამოგივათ. თუ გარემოებებმა თქვენგან აქტიური მოქმედებები მოითხოვა, ვინმე შეარჩიეთ, რომელიც თქვენს მოვალეობებს შეასრულებს.
თხის რქა: სჯობს, არასტანდარტული გზები შეარჩიოთ, რადგან გატკეპნილი გზით სიარული საჭირო შედეგებს არ მოიტანს. შემოქმედებითი აზროვნება დღეს პრაქტიკულ საკითხებშიც გამოგადგებათ, მაგალითად, შეადგინოთ მოხერხებული გეგმა, აქციოთ ხელმძღვანელთან საუბარი თეატრალურ წარმოდგენად...
ენერგეტიკა  - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2022
ზოდიაქოს ნიშნები - ენერგეტიკული ვამპირები და დონორები
მერწყული: თქვენი გამუდმებული ფიქრები საქმეების ირგვლივ არ მოგცემთ დასვენების, ახლობლებთან ურთიერთობების საშუალებას. ორად გაიხლიჩებით: სახლში სამუშაოზე იფიქრებთ, სამუშაოზე კი – სახლზე. მაგრამ ეს შედეგს გამოღებს – თქვენი ბობოქარი საქმიანობა ძალზე წარმატებული და პროდუქტიული აღმოჩნდება.
თევზები: დღეს უზარმაზარი პოტენციალით გაქვთ. ხართ აქტიური, გამოირჩევით შემოქმედებითი სულისკვეთებითა და პრაქტიკული უნარ–ჩვევებით. ასეთი დიდებული „კოქტეილის" წყალობით მრავალ ამოცანას გაუმკლავდებით. შეგიძლიათ პრობლემებს ელეგანტური და გონებამახვილური გადაჭრა მოუძებნოთ.
ყველა ახალი ამბავი
0