დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 სექტემბერი

CC BY-SA 2.0 / Guy Dickinson / Star Trailsვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 27 სექტემბერია, სამშაბათი. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
არაპროგნოზირებადი, დატვირთული, მაგრამ მთლიანობაში წარმატებული დღეა. მოემზადეთ მოულოდნელობებისთვის. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ფინანსურ საკითხებში – აუცილებლად უნდა შეამოწმოთ ინფორმაციები და მხოლოდ ინტუიციას არ ენდოთ. გელოდებათ ახალი პერსპექტიული ნაცნობობა.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 სექტემბერი>>
ვერძი: სამყარო არაერთ ბედნიერ შანსს მოგცემთ, თუმცა დიდია ალბათობა, რომ აქედან ბევრ შესაძლებლობას ვერ გამოიყენებთ. საქმე ისაა, რომ მოდუნებული და ერთგვარად „შენელებული“ ხართ. შესაძლოა, ვერ მოასწროთ რეაგირება სწრაფად ცვლად გარემოებებზე. თუ გსურთ, წარმატების შანსი ხელიდან არ გაუშვათ, უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოთ მიმდინარე მოვლენებში.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2018
ზოდიაქოს რომელი ნიშნების ქალებს შეაქვთ ლომის წილი მამაკაცების წარმატებაში
კურო: ვარსკვლავები გირჩევენ, გახვიდეთ ჩვეული შეზღუდვებისა და ბარიერების ჩარჩოებიდან, რათა ნახოთ, რომ სამყარო იმ მიკროსამყარო საინტერესოა, რომელშიც დღედაღამ ტრიალებთ. ყოველდღიური ყოფის გადამკიდეს, არ გაქვთ დრო, რომ ირგვლივ მიმოიხედოთ. დღეს გაქვთ შანსი, რომ თავი დააღწიოთ ყოველდღიურ ორომტრიალს და ბევრ რამეს ახლებურად შეხედოთ.
ტყუპი: მოგეცემათ შესაძლებლობა, გაიცნოთ ადამიანები და მოხიბლოთ ისინი. ენერგიული ხართ და ამის გამო მოვლენების ცენტრში აღმოჩნდებით, ასევე ამ მოვლენების რეჟისორის როლსაც მოირგებთ. არაა საჭირო დროის დახარჯვა თითოეულის გულის გასაღები მოსაძებნად – საკმარისია ისეთი უნივერსალური სვლების მოძებნა, რომლებიც უმრავლესობას მოეწონება.
კირჩხიბი: თქვენი ძალა დღეს იმ ახლობლებშია, რომლებიც მზად არიან თქვენ მხარდასაჭერად. მათგან იმაზე მეტს მიიღებთ, ვიდრე ელოდებოდით. ასევე დღეს სხვა შესაძლებლობებიც მოგეცემათ – ახლობლებთან ერთად წამოწყებული ნებისმიერი საქმე სარგებელსაც მოგიტანთ. იყავით გულწრფელი თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან და ყველა გაგიღებთ გულის კარს.
გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2018
ხართ თუ არა ოხუნჯი, როგორ რეაგირებთ სხვის ხუმრობაზე - ნახეთ, ზუსტია თუ არა ჩვენი ჰოროსკოპი
ლომი: დღეს ძალზე არაორგანიზებული ხართ და ეს პირდაპირ სახეზე გაწერიათ. ამას გამოავლენთ ურთიერთსაწინააღმდეგო ქცევებში, მსჯელობაში იმის თაობაზე, თუ როგორ მოიქცეთ. სავსე ხართ ენერგიით და წარმოუდგენელია, ეს ირგვლივ მყოფებმა ვერ დაინახონ. მოუწევთ მოთმინება და დალოდება, სანამ თქვენს აფორიქებულ აზრებსა და გრძნობებს წესრიგში არ მოიყვანთ.
ქალწული: სიურპრიზი გელოდებათ ფინანსურ სფეროში. თანაც, ეს შეიძლება არცთუ სასიხარულო სიურპრიზი იყოს. ფულთან დაკავშირებით მოქმედების არანაირი განწყობა არ გაქვთ, თუმცა გარემოებები ამას მოითხოვს. ნებისმიერი მოულოდნელობისთვის უნდა მოემზადოთ: პრემია, მოგება, დაბრუნებული ვალი, წაგება, დანაკარგი, უსარგებლო შენაძენი. სიფრთხილე გმართებთ.
სასწორი: ენერგიულობით, კომუნიკაბელურობითა და სიცოცხლისმოყვარეობით გარშემომყოფების ყურადღებას დაიმსახურებთ. მზად ხართ, თქვენი ენთუზიაზმი ნებისმიერს „გადასდოთ“, გაუზიაროთ მათ იდეები, გეგმები, „დამუხტოთ“ თქვენი იდეებით. შეძლებთ, რომ ნებისმიერი თქვენი პროექტისა და გეგმის განხორციელებაში ირგვლივ მყოფების მხარდაჭერა მოიპოვოთ.
თაჯ-მაჰალი, აგრა, ინდოეთი - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2018
ინდური ჰოროსკოპი – დაინახეთ საკუთარი თავი განსხვავებული რაკურსით
მორიელი: არ ღირს მთავარი როლისთვის ბრძოლა, სავარაუდოდ, მაინც არაფერი გამოგივათ. გაგიჭირდებათ გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარი პოზიციების დაცვა. უკეთესი იქნება სხვების დახმარება – ეს დღის მთავარი თემა უნდა გახდეს. გელოდებათ გამარჯვება ნომინაციაში არა მთავარი, არამედ „საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის“.
მშვილდოსანი: სიურპრიზებისთვის უნდა მოემზადოთ. დაფიქრდით – სადღაც გულის კუნჭულში ელოდებოდით საბაბს, რომ დღის წესრიგი დაგერღვიათ. ეჭვი ნუ შეგეპარებათ – ასეთი საბაბი აუცილებლად გაჩნდება. რაღაც მოვლენა გაიძულებთ გეგმების შეცვლას. არც ინანებთ – ცოტა ქაოსი არ დაგაზიანებთ, ის თქვენ წინ ახალ გზასა და შესაძლებლობებს დაგანახებთ.
თხის რქა: დღეს თქვენ თავში ახალ ნიჭს აღმოაჩენთ – იყოთ საჭირო დროს საჭირო ადგილას. და რაც მთავარია, საქმე საჭირო ადამიანებთან დაიჭიროთ. თუ მთლიანად გახსნილი იქნებით ურთიერთობებისთვის, გაქვთ შანსი, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენ მსოფლმხედველობაში თუნდაც მცირე „გადატრიალებას“ მოახდენს და საგნებზე ახლებურად შეგახედებთ.
ფარდა - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2022
ზოდიაქოს ყველაზე არტისტული ნიშნები
მერწყული: თქვენი სოციალური ენერგია დღეს პიკს მიაღწევს. პოზიტიური განწყობა ირფგვლივ მყოფების სიმპათიას უზრუნველყოფს. შესანიშნავი დღეა, რომ ადამიანები გვერდით ამოიყენოთ, გამართოთ მოლაპარაკებები, დაასრულოთ კონფლიქტი, თუ ასეთი გაქვთ, გააბათ სასიამოვნო ნაცნობობა. დღეს ნებისმიერი საქმიანობა წარმატებისთვისაა „განწირული“.
თევზები: განწყობილი ხართ, რომ მთელი მსოფლიო დაიპყროთ. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ თქვენს თავდაჯერებულობას საფუძველი ექნება – მართლა ბევრი რამისთვის ხართ მზად. თქვენს ენერგიას საზღვარი არ ექნება, ლექსიკონიდან გაქრება სიტყვა „შეუძლებელია“. თუ ვინმე გზაზე გადაღეღობებათ, მათ შეიძლება მხოლოდ ვუთანაგრძნოთ.
ყველა ახალი ამბავი
0