დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 სექტემბერი

© Pixabay / fillნახევარმთვარე
ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 26 სექტემბერია, ორშაბათი. ახალმთვარეობა სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.
დღეს ემოციებიცა და ლოგიკაც ერთნაირად ძლიერი იქნება, ამასთან, ერთმანეთთან ჰარმონიაში. ამის წყალობით დღე ერთნაირად კარგია ნებისმიერი მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საკითხისთვის – საქმიანი მოლაპარაკებებით დაწყებული, სიყვარულში გამოტყდომით დამთავრებული. მთავარია, თქვენი პოტენციალი უაზრო წვრილმანებზე არ დახარჯოთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 სექტემბერი>>
ვერძი: რა გადაწყვეტილების მიღებაც არ უნდა მოითხოვოს ვითარებამ თქვენგან დღეს, დიდი ალბათობით, ამას ვერ შეძლებთ. თქვენთვის წარმოუდგენელი იქნება საბოლოო არჩევნის გაკეთება. ამასთან, რაც უფრო სწრაფად მოქმედება იქნება საჭირო, მით უფრო „შენელდებით“. თუ გარშემომყოფები არ შეეცდებიან თქვენს აჩქარებას და ირგვლივ ქაოსს არ შექმნიან, დაფიქრებითა და მკაფიოდ იმოქმედებთ. ძალიან ნელა, მაგრამ მაინც იმოქმედებთ.
ქალები სიცილის დროს - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
ყველაზე კარგი სიდედრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ანუ სიძეების საუკეთესო „ადვოკატები“
კურო: დღეს ყველაფერში პრაქტიკული და პრაგმატული მიდგომის ძებნას დაიწყებთ. ეს რომანტიკულ ურთიერთობებსაც კი ეხება: დღეს საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის ყიდვა რომ გადაწყვიტოთ, მაგალითად, ყვავილების თაიგულის ნაცვლად ფორთოხლის ქოთანს შეარჩევთ, ხოლო სამკაულის ნაცვლად – საოჯახო ნივთს. ამასთან, საჩუქარში დიდი ფულის დახარჯვას ვერაფერი გაიძულებთ. სამაგიეროდ, ასეთი საქმიანი დამოკიდებულება დაგეხმარებათ, რომ ყოფითი პრობლემები მოაგვაროთ.
ტყუპი: მშვიდი დღე გელოდებათ, შეგიძლიათ, არსად იჩქაროთ – საქმეები თავისი ჯერით მიდის. შესაძლოა, ვინმეს მოვლენების ასეთი აუჩქარებელი განვითარება მოსაწყენად მოეჩვენოს, მაგრამ თუ მზად იქნებით, შეძლებთ დროის სასარგებლოდ გამოყენებას. კარგი იქნება, ეს დღე საკუთარ თავზე ზრუნვას დაუთმოთ: ფიტნესი დილით, შოპინგი შუადღისას და არომატული აბაზანა საღამოს – ასეთი „მენიუს“ წყალობით შემდეგ დღეს მხნედ შეხვდებით.
კირჩხიბი: თქვენი საქმეები და ფიქრები დღეს ახლობელ ადამიანებთან იქნება დაკავშირებული. შესაძლოა, რომელიმე მათგანს რამე სახის პრობლემა აქვს და თქვენ შეგიძლიათ მისი დახმარება, მორალური მხარდაჭერა მაინც. ვარსკვლავები გირჩევენ, მოვალეობის გრძნობას არ უღალატოთ. ეს ის დღეა, როდესაც პირადი დრო ან სამუშაო საქმეები უნდა გაიღოთ მსხვერპლად იმისთვის, რომ გაჭირვებაში ჩავარდნილ ახლობელს დაეხმაროთ.
ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2021
საუკეთესო კოლეგები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: დღეს შეიძლება მოიწყინოთ. ხართ აქტიური, თუმცა ვითარება ისე აეწყობა, რომ ენერგიის სრულად რეალიზება გაგიჭირდებათ. მოვლენები სახლშიცა და სამსახურში ისე განვითარდება, რომ თქვენგან აუჩქარებლად მოქმედებას მოითხოვს და მოგიწევთ, ამ რიტმს დაემორჩილოთ. სხვათა შორის, ამას თავისი პლუსებიც აქვს. ზოგიერთი საქმე, რომლებსაც სიჩქარეში ვერ გააკეთებდით, დღეს წინ წაიწევს მშვიდი და დაფიქრებული მიდგომის გამო.
ქალწული: დღეს თქვენი გონება საშინაო ყოფითა და საოჯახო ბიუჯეტით იქნება დაკავებული. ყველაფერს გააკეთებთ ამის წესრიგში მოსაყვანად. გარდა ამისა, კარგი დღეა იმისთვის, რომ მოიფიქროთ ფინანსური გეგმები და საქმეები. ნებისმიერ ავანტიურულ პროექტს მაშინვე უარყოფთ. შეგიძლიათ იფიქროთ და დაიწყოთ თანხების მოძიება შემდეგი შვებულებისთვის. მოკლედ, დღეს შესანიშნავი დღეა ფულთან დაკავშირებული ქმედებებისთვის.
სასწორი: ენერგიითა და ძალებით სავსე ხართ, მაგრამ ამ შემტევი განწყობით რომ გარშემომყოფები არ შეაშინოთ, ამის დამალვა მოგიწევთ. დღე თქვენგან აუჩქარებლობასა და აწონ–დაწონილ, კონსერვატიულ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. მოგიწევთ სიფრთხილისა და სიმტკიცის ზღვარზე ბალანსის შენარჩუნება, რომ საქმეები წინ წაწიოთ. ასეთი ფრთხილი მოქმედებების წყალობით შეცდომების ალბათობა თითქმის ნულის ტოლი იქნება.
ბედნიერი წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.09.2019
საუკეთესო წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: დღეს თქვენი სასიცოცხლო ენერგია შემცირებული იქნება. დიდი სურვილის მიუხედავად, ძალა არ გეყოფათ, რომ ყველაფერს გაუმკლავდეთ, და რა საქმესაც შეეჭიდებით, დიდი ალბათობაა, რომ რომელიმე პრობლემა „დააკონსერვოთ“ უკეთეს დრომდე. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი ენერგია რამე სახის შემოქმედებითი ღონისძიებისა და ხელოვნების დახმარებით, სხვისი შთაგონებებით აიმაღლოთ.
მშვილდოსანი: დღეს ბევრი რამის მიღწევას შეძლებთ კონსერვატიულად მოქმედებით, მაგრამ ამის გამო შეიძლება საშინლად მოიწყინოთ. ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, განწყობა მცირეოდენი ცვლილებებით აიმაღლოთ. შესაძლოა, მეგობრებმა გირჩიონ რამე ან წვეულებაზე მიგიწვიონ. კარგი იქნება, თუ ექსპერიმენტებს ექნება ადგილი თქვენს პირად ცხოვრებაში, ხოლო სამუშაოზე მხოლოდ ნაცად მეთოდებს გამოიყენებთ.
თხის რქა: ნებისმიერ საქმეში საუკეთესო ვარიანტი იქნება ნაცადი ხერხების გამოყენება. თქვენც სწორედ ასეთი განწყობით აპირებთ მუშაობას, ასე რომ ექსპერიმენტის მცდელობა, დიდი ალბათობით, არც გამოგივათ. უფრო მეტიც, საერთოდ არ მოგივათ თავში ასეთი რამ აზრად. სამაგიეროდ, ყველა ძველი და გამოცდილი გზა თქვენ წინაშე გახსნილი იქნება. კონსერვატიული მეთოდებით დღეს იმაზე მეტს მიაღწევთ, ვიდრე თუნდაც ბრწყინვალე ექსპრომტით.
ეკატერინე მამამთავრიშვილი და დავით ხელაშვილი: ღამის საოცრება მწვანე ტბაზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.10.2018
ყველაზე გულუხვი ადამიანები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - რეიტინგი
მერწყული: მოემზადეთ იმისთვის, რომ დღეს უამრავი „მასწავლებელი“ გეყოლებათ. შესაძლებელია, რომ არაერთ მოსაწყენ საუბარში მოგიწიოთ მონაწილეობა, რომელშიც „უტყვი და თავის დამკვრელი“ მსმენელის როლის შესრულება მოგიწევთ. არ ღირს დღეს ირგვლივ მყოფებისთვის ახალი იდეების ან გეგმების გაზიარება. უკეთეს შემთხვევაში მათი მხრიდან ირონიას წააწყდებით, ხოლო უარეს შემთხვევაში – თავდასხმებს.
თევზები: დღეს გარშემომყოფების მათ მოქმედებებში შეიძლება დაინახოთ მერყეობა, ხოლო მიღებულ ზომებში – უღიმღამობა. ირგვლივ მყოფებში კი თქვენი მისწრაფებები და „რევოლუციური“ ჩანაფიქრები შიშს გამოიწვევს. მოგიწევთ შეგუება იმასთან, რომ დღეს ვერავის გადარწმუნებას ვერ შეძლებთ და თუ თქვენს გეგმებში 100 პროცენტით ხართ დარწმუნებული, მარტოს მოგიწევთ მოქმედება, ან პროექტის სხვა დროისთვის გადატანა.
ყველა ახალი ამბავი
0