დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 სექტემბერი

© Pixabay / Free-Photosვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 22 სექტემბერია, პარასკევი. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
ადვილი იქნება ნებისმიერ ამოცანაზე კონცენტრირება. მეცნიერება, სწავლა, ზოგადად, გონებრივი სამუშაო, საქმე, რომელიც გამახვილებულ ყურადღებას მოითხოვს, განსაკუთრებულად წარმატებით გამოვა. ამასთან, მომატებული იქნება შრომისუნარიანობა. ერთი ნაკლი ამ დღეს ის აქვს, რომ იუმორის გრძნობა თითქოს გაქრება. ეს ურთიერთობების დროს უნდა გაითვალისწინოთ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 სექტემბერი>>
ვერძი: გაგაღიზიანებთ პრაქტიკულად ყველაფერი, რაც გზაზე შეგხვდებათ. შესაძლოა, მოგეჩვენოთ კიდეც, რომ გარშემომყოფებს სპეციალურად გამოჰყავხართ წყობილებიდან. ექსპერტები ამბობენ, რომ გაღიზიანების მიზეზი თქვენს თავში უნდა ეძებოთ და არა გარეთ. გამონახეთ რამდენიმე წუთი, მოდუნდით, ჩაატარეთ სუნთქვითი ვარჯიშები და ნახავთ, რომ მთელი სამყარო შეიცვალა უკეთესობისკენ.
ქალი და მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2022
ზოდიაქო: ყველაზე ვნებიანი ნიშნები
კურო: შესაძლოა, საჭირო გახდეს ვინმეს მფარველოიბა ან დახმარება. ეს შეიძლება იყოს პროფესიული კონსულტაცია, მეგობრული რჩევა, ან ვინმესთვის საჭირო ინფორმაციის, ცოდნის ან კავშირების გაზიარება. ვარსკვლავების გირჩევენ, არ დაგენანოთ დრო სხვების დახმარებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ კეთილი საქმეების წყალობით ამაღლდებით როგორც საკუთარ, ისე გარშემომყოფების თვალში.
ტყუპი: შესაძლოა, დღის განმავლობაში რაღაც სამწუხარო მოვლენებს შეეჯახოთ. მაგალითად, ვერ გაგიგონ ირგვლივ მყოფებმა. არის რისკი, რომ ამან კალაპოტიდან ამოგაგდოთ. შეგრძნება, რომ თქვენი არ ესმით, ან არასწორად ესმით, მთელი დღე შეიძლება გაგყვეთ. ამ გრძნობისგან რომ გათავისუფლდეთ, ენერგია პირად საქმეებზე მიმართეთ და ამაში არავინ ჩართოთ. და ნაკლებად იკონტაქტეთ სხვებთან.
კირჩხიბი: სრულიად მოულოდნელად (გავრცელებული ჭორებით, დაკვირვებით, შემთხვევითი საუბრით) შეიძლება თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია მიიღოთ. სხვა დროს ამ ინფორმაციას, შესაძლოა, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ დღეს ამას მაქსიმალურად გამოიყენებთ. დღეს განსაკუთრებული ანალიტიკური უნარებით გამოირჩევით. ეს მოგცემთ სწორი დასკვნების გამოტანის საშუალებას.
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2022
გამოიყენეთ მთვარის ენერგეტიკა: მთვარე ზოდიაქოს ნიშნებში, დიეტა და როდის როგორ ვიკვებოთ
ლომი: შესანიშნავი დღეა მათთვის, ვისი საქმიანობაც ფულთან არის დაკავშირებული (ბუღალტრები, ფინანსისტები, ბიზნესმენები). სხვა ლომებსაც მოუწევთ დღეს საკუთარი საქმეების ფინანსური მხარის მოგვარება. მოგიწევთ ხარჯებისა და შემოსავლების შეფასება. ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც თანხებთან არის დაკავშირებული, დღეს განსაკუთრებით მარტივად გაართმევთ თავს.
ქალწული: იდეალური დღეა ნებისმიერი დამოუკიდებელი გეგმის განსახორციელებლად. საკუთარი ბიზნესი, შემოქმედება, სწავლა, სახლის საქმეები... ყველაფერში, სადაც თვითონ ხართ შედეგზე პასუხისმგებელი, წარმატება გელოდებათ. ხოლო იქ, სადაც გარშემომყოფების იმედად ხართ, ან, მით უფრო, მათი მხრიდან ზეწოლას გრძნობთ, მოულოდნელობებისთვის იყავით მზად.
სასწორი: თუ თქვენი სამუშაო შემოქმედებასთან ან კრეატიული იდეების გენერაციასთან არის დაკავშირებული, დღეს შეიძლება შთაგონების ნაკლებობა იგრძნოთ, მაგრამ ეს დროებითია, უახლოეს დღეებში სიტუაცია შეიცვლება. ასე რომ, მუზას ტყუილად ნუ დაელოდებით. ეფექტური იქნება მიმდინარე საქმეების გაკეთება, რომლებიც განსაკუთრებულ შემოქმედებით „ნაპერწკალს" არ მოითხოვს.
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
ზოდიაქო: როდის და რატომ ღალატობენ სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
მორიელი: სჯობს, დღეს სხვებს მოუსმინოთ, ვიდრე თავად ილაპარაკოთ. სხვისი ნათქვამიდან თქვენთვის საჭირო ინფორმაციას მიიღებთ. ამას გარდა, თქვენი მზადყოფნა, რომ სხვა ადამიანებს მოუსმინოთ, მათი მხრიდან კეთილგანწყობის მოპოვებაში დაგეხმარებათ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღეს სმენა უნდა გაამახვილოთ და პირი მომუწოთ. დღეს გაამართლებს ფრაზა „დუმილი ოქროა".
მშვილდოსანი: ვარსკვლავები გირჩევენ, იმ საქმეებზე გაამახვილოთ ყურადღება, სადაც თქვენ წყვეტთ ყველაფერს. სხვისი რჩევები კალაპოტიდან ამოგაგდებთ და ეს შედეგზე, შესაძლოა, ძალზე უარყოფითად აისახოს. თუ გარშემომყოფები მოგცემენ შესაძლებლობას, რომ მვიდად აკეთოთ თქვენი საქმე, საოცრების მოხდენა შეგიძლიათ. ამიტომ ეცადეთ, მოერიდოთ ყველანაირ ორომტრიალს ირგვლივ.
თხის რქა: თავი ხელში უნდა აიყვანოთ, რომ გარშემომყოფებთან ურთიერთობები არ გაიფუჭოთ. თქვენი „გესლიანი" შენიშვნებით ადამიანებს, შესაძლოა, საპასუხო ნაბიჯების გადმოდგმა აიძულოთ. ამ ყველაფერში დამნაშავე კი გაღიზიანება იქნება, რომლის გაკონტროლება გაგიჭირდებათ. მაგრამ მაინც მოგიწევთ თავის მოთოკვა, თუ, რა თქმა უნდა, თქვენთვის სულერთი არაა ურთიერთობები ახლობელ ადამიანებთან.
ცხოვრება - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2019
ზოდიაქოს ოთხი ნიშანი: ისინი არასდროს მოიდრიკებიან, როდესაც მათზე ზეწოლას ცდილობენ
მერწყული: დღეს თქვენი მოთმინება სადღაც გაქრება. ასანთივით ხართ, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება აალდეს. ყველაფერმა შეიძლება გაგაღიზიანოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ – დაგროვებულმა გაღიზიანებამ შეიძლება დაუფიქრებელი ნაბიჯები გადაგადგმევინოთუნდა მოდუნდეთ, კრიტიკულ მომენტებში კი ათამდე დაითვალეთ და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედეთ.
თევზები: თქვენს საქმეებში დღეს რაღაც შეიძლება მკვეთრად შეიცვალოს. მაგალითად, რამე ახალი პროექტი, რომელშიც დარწმუნებული იყავით, სულ სხვა მხრიდან შემობრუნდეს. შესაძლოა, ბრძოლა მოგიწიოთ შედეგისთვის, რომელიც გეგონათ, რომ უკვე გარანტირებული იყო. ვარსკვლავები გირჩევენ, ამას ფილოსოფიურად შეხედოთ. საბოლოო წერტილის დასასმელად დრო ჯერ კიდევ გაქვთ.
ყველა ახალი ამბავი
0