https://sputnik-georgia.com/20220622/gamoiyenet-mtvaris-energetika-gasaxdomad-267717115.html
გამოიყენეთ მთვარის ენერგეტიკა: მთვარე ზოდიაქოს ნიშნებში, დიეტა და როდის როგორ ვიკვებოთ
გამოიყენეთ მთვარის ენერგეტიკა: მთვარე ზოდიაქოს ნიშნებში, დიეტა და როდის როგორ ვიკვებოთ
Sputnik საქართველო
გახდომა – ეს მხოლოდ შიმშილი და სპორტი არაა. ესაა ასევე სწორი განწყობა, რომელიც მთვარის კალენდრის მიხედვით კვების წესების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ექსპერტები... 22.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-22T12:15+0400
2022-06-22T12:15+0400
2022-06-22T18:28+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
სასარგებლო რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24864/44/248644425_0:4:3625:2043_1920x0_80_0_0_f3eb1f8ba3b8ee903c7eceb87f60b0be.jpg
ვინც ყურადღებას აქცევს თავის ფიგურას ან წონაში დაკლება სურს, ექიმებისა და დიეტოლოგების რჩევებს უნდა მიჰყვეს. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია მთვარის მდგომარეობა, რამდენადაც ღამის მანათობლის ყოფნა ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშანში რაციონის შერჩევისას დაგეხმარებათმთვარე ვერძის ნიშანშიამ მდგომარეობაში ღამის მანათობელს სურს, რომ ნაკლები რაოდენობით მივიღოთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც ენერგიასა და ძალას გვამტებს. თუ ასეთ დღეს მიიღებთ ბევრი ოდენობით ყავას, ხილს, შეიძლება ორგანიზმს ავნოთ. ჯობს ნაკლები, მაგრამ უფრო „მძიმე“ საკვები მიიღოთ, როგორიცაა ხორცი, თხილეული, ცხიმიანი ხაჭო და სხვ.მთვარე კუროს ნიშანშიროდესაც მთვარე კუროს ნიშანშია, კარგი იქნება რაციონში მსუბუქი საკვების დამატება, როგორიცაა კენკრა, ხილი, მწვანილი. ასევე საჭიროა მეტი მოძრაობა, ფიზიკური აქტიურობა, მაგრამ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ძალიან ხელსაყრელი დღეებია დიეტის დასაწყებად.მთვარე ტყუპის ნიშანშიშესანიშნავი დღეა გაძლიერებული ვარჯიშისთვის. ვინც ბევრი იშრომა, ამ დღეს სხეულსა და სულიერ მდგომარეობაში ხელსაყრელ ცვლილებებს იგრძნობს. შეიძლება, რომ არ შეზღუდოთ თავი პროდუქტების შერჩევაში, მაგრამ არ ღირს იმის ჭამა, რაც მუცლის დამძიმებას გამოიწვევს. სასარგებლო იქნება ცილოვანი დიეტა.მეცნიერულად დასაბუთებულია: ფეხით სიარული კარგია არა მარტო ფიზიკური ჯანმრთელობისთვის>>მთვარე კირჩხიბის ნიშანშიმანათობელი კირჩხიბში – ეს განწმენდის დღეა. ჯობს არ მიიღოთ ხორცი, პური, ზოგადად, ცომეული. ამის ნაცვლად იკვებეთ ბოსტნეულის ბულიონზე დამზადებული დიეტური სუპით. ასევე კარგია ისეთი პროდუქტების მიღება, რომლებიც ნაწლავების გასუფთავებაში დაგეხმარებათ: უჯრედისის შემცველი პროდუქტები, ნიახური, გოგრის თესლი და ა.შ.მთვარე ლომის ნიშანშიმთვარე ამ ცეცხლის ნიშანში ნიშნავს, რომ სითხეზე უნდა გააკეთოთ მეტი აქცენტი, თუმცა არც ზედმეტად ბევრი სითხის დალევა არ ივარგებს. უბრალოდ დაიცავით წესები. თუ ცოტა სითხეს მიიღებთ, ეს პრობლემებს შექმნის საჭმლის მონელების პროცესში. ეცადეთ ნებისმიერ დღეს დაახლოებით 1,5 ლიტრი წყალი მიიღოთ სუფთა სახით.მათთვის, ვინც დიეტაზეა, მაგრამ წონაში მაინც ვერ იკლებს>>მთვარე ქალწულის ნიშანშიროცა მთვარე ქალწულის ნიშანშია, ეს შესანიშნავი დროა განტვირთვის დღეების მოსაწყობად, მაგრამ ისე არა, რომ ეს ტანჯვად გექცეთ. დიეტამ და შიმშილობამ სარგებლობა უნდა მოგიტანოთ და არა ზიანი. ასევე კარგი დღეებია ექიმებთან და დიეტოლოგებთან კონსულტაციებისთვის, სწორი რაციონის შესადგენად და კვების მხრივ მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებად.მთვარე სასწორის ნიშანშიროდესაც მთვარე სასწორის ნიშანშია, ჯობს ჭამოთ ის, რაც მოგწონთ. თუ მოგწონთ, რომ ნაკლებს ჭამთ, ჭამეთ ნაკლები; თუ ხორცი გიყვართ, ჭამეთ ხორცი. თუ სმუზი და ხილი გიყვართ, მოიწყვეთ ხილ-ბოსტნეულის დღეები.მთვარე მორიელის ნიშანშიმორიელი ისეთი ნიშანია, რომ მთვარე ამ ნიშანში ყოფნის დროს გვაძლევს მოტივაციას, დავიწყოთ გამაჯანსაღებელი დიეტები, ფიზიკური ვარჯიშები, ვიტამინების მიღება. ამ დღეებში უნდა მივიღოთ ისეთი საკვები, რომელიც არ ვნებს ჩვენს განწყობასა და ენერგეტიკას.მთვარე მშვილდოსნის ნიშანშიამ დღეს კარგია გაძლიერებული სპორტი, კალორიების დაწვა, მეტი მოძრაობა, სიარული. მნიშვნელოვანია სხეულზე მუშაობა, კუნთოვანი მასის გაზრდაზე ზრუნვა, ცხიმის მოშორება. ამავე დროს აუცილებელია დახარჯული ენერგიისა და დაკარგული სითხის მარაგების აღდგენა.მთვარე თხის რქის ნიშანშიასეთ დღეებში ასტროლოგები და დიეტოლოგები გვირჩევენ, ვჭამოთ ხშირად და ცოტ-ცოტა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ვერ აკონტროლებს შიმშილის გრძნობას. სასურველია, რაციონი მაქსიმალურად მრავალფეროვანი იყოს.დიეტა - სტრესი თუ ჭამაზე უარის თქმა>>მთვარე მერწყულის ნიშანშიასეთ დღეებში ჩნდება სურვილი, თავი დავანებოთ სპორტს, დიეტებს, რაციონზე ზრუნვას. თუ შეძლებთ მერწყულში მთვარის ყოფნის პერიოდის გადალახვას, მაშინ ყველაფერი შეგწევთ. ესაა დღეები, როდესაც ადამიანი იწრთობა, ყალიბდება ძლიერი პიროვნება და ვლინდებიან ისინი, ვისაც სუსტი ნებისყოფა აქვს და არ შეუძლიათ თავის ხელში აყვანა.მთვარე თევზების ნიშანშიეს ის დღეა, როდესაც საკვებმა სიხარული უნდა მოიტანოს. შეიძლება თავის განებივრება დესერტით, ცხიმიანი და წვნიანი სტეიკით, მაგრამ ისიც აუცილებელია, რომ ზომიერების გრძნობა არ დავკარგოთ. ასეთ დღეებში არის რისკი, რომ კვების მხრივ მავნე ჩვევები დაგვიბრუნდეს.
https://sputnik-georgia.com/20201103/mTvaris-dieta-mihyeviT-bunebis-ritms-249911553.html
https://sputnik-georgia.com/20220128/zodiaqos-nisnebi-da-dieta-263967462.html
https://sputnik-georgia.com/20201221/siarulis-upiratesobebi-250408638.html
https://sputnik-georgia.com/20210125/damnaSave-hormonebi-244631068.html
https://sputnik-georgia.com/20180104/individualuri-dieta-zodiaqos-nishnebistvis-238781655.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24864/44/248644425_447:0:3178:2048_1920x0_80_0_0_37967c4cc81b3b0d781adef2a3570f6e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , სასარგებლო რჩევები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , სასარგებლო რჩევები
გამოიყენეთ მთვარის ენერგეტიკა: მთვარე ზოდიაქოს ნიშნებში, დიეტა და როდის როგორ ვიკვებოთ
12:15 22.06.2022 (განახლებულია: 18:28 22.06.2022) გახდომა – ეს მხოლოდ შიმშილი და სპორტი არაა. ესაა ასევე სწორი განწყობა, რომელიც მთვარის კალენდრის მიხედვით კვების წესების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ექსპერტები ასევე გირჩევენ მავნე პროდუქტების რაციონიდან ამოღებას, თუ ზრუნავთ თქვენს ჯანმრთელობაზე.
ვინც ყურადღებას აქცევს თავის ფიგურას ან წონაში დაკლება სურს, ექიმებისა და დიეტოლოგების რჩევებს უნდა მიჰყვეს. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია მთვარის მდგომარეობა, რამდენადაც ღამის მანათობლის ყოფნა ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშანში რაციონის შერჩევისას დაგეხმარებათ
ამ მდგომარეობაში ღამის მანათობელს სურს, რომ ნაკლები რაოდენობით მივიღოთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც ენერგიასა და ძალას გვამტებს. თუ ასეთ დღეს მიიღებთ ბევრი ოდენობით ყავას, ხილს, შეიძლება ორგანიზმს ავნოთ. ჯობს ნაკლები, მაგრამ უფრო „მძიმე“ საკვები მიიღოთ, როგორიცაა ხორცი, თხილეული, ცხიმიანი ხაჭო და სხვ.
როდესაც მთვარე კუროს ნიშანშია, კარგი იქნება რაციონში მსუბუქი საკვების დამატება, როგორიცაა კენკრა, ხილი, მწვანილი. ასევე საჭიროა მეტი მოძრაობა, ფიზიკური აქტიურობა, მაგრამ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ძალიან ხელსაყრელი დღეებია დიეტის დასაწყებად.
შესანიშნავი დღეა გაძლიერებული ვარჯიშისთვის. ვინც ბევრი იშრომა, ამ დღეს სხეულსა და სულიერ მდგომარეობაში ხელსაყრელ ცვლილებებს იგრძნობს. შეიძლება, რომ არ შეზღუდოთ თავი პროდუქტების შერჩევაში, მაგრამ არ ღირს იმის ჭამა, რაც მუცლის დამძიმებას გამოიწვევს. სასარგებლო იქნება ცილოვანი დიეტა.
მანათობელი კირჩხიბში – ეს განწმენდის დღეა. ჯობს არ მიიღოთ ხორცი, პური, ზოგადად, ცომეული. ამის ნაცვლად იკვებეთ ბოსტნეულის ბულიონზე დამზადებული დიეტური სუპით. ასევე კარგია ისეთი პროდუქტების მიღება, რომლებიც ნაწლავების გასუფთავებაში დაგეხმარებათ: უჯრედისის შემცველი პროდუქტები,
ნიახური,
გოგრის თესლი და ა.შ.
მთვარე ამ ცეცხლის ნიშანში ნიშნავს, რომ სითხეზე უნდა გააკეთოთ მეტი აქცენტი, თუმცა არც ზედმეტად ბევრი სითხის დალევა არ ივარგებს. უბრალოდ დაიცავით წესები. თუ ცოტა სითხეს მიიღებთ, ეს პრობლემებს შექმნის საჭმლის მონელების პროცესში. ეცადეთ ნებისმიერ დღეს დაახლოებით 1,5 ლიტრი წყალი მიიღოთ სუფთა სახით.
როცა მთვარე ქალწულის ნიშანშია, ეს შესანიშნავი დროა განტვირთვის დღეების მოსაწყობად, მაგრამ ისე არა, რომ ეს ტანჯვად გექცეთ. დიეტამ და შიმშილობამ სარგებლობა უნდა მოგიტანოთ და არა ზიანი. ასევე კარგი დღეებია ექიმებთან და დიეტოლოგებთან კონსულტაციებისთვის, სწორი რაციონის შესადგენად და კვების მხრივ მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებად.
როდესაც მთვარე სასწორის ნიშანშია, ჯობს ჭამოთ ის, რაც მოგწონთ. თუ მოგწონთ, რომ ნაკლებს ჭამთ, ჭამეთ ნაკლები; თუ ხორცი გიყვართ, ჭამეთ ხორცი. თუ სმუზი და ხილი გიყვართ, მოიწყვეთ ხილ-ბოსტნეულის დღეები.
მორიელი ისეთი ნიშანია, რომ მთვარე ამ ნიშანში ყოფნის დროს გვაძლევს მოტივაციას, დავიწყოთ გამაჯანსაღებელი დიეტები, ფიზიკური ვარჯიშები, ვიტამინების მიღება. ამ დღეებში უნდა მივიღოთ ისეთი საკვები, რომელიც არ ვნებს ჩვენს განწყობასა და ენერგეტიკას.
მთვარე მშვილდოსნის ნიშანში
ამ დღეს კარგია გაძლიერებული სპორტი, კალორიების დაწვა, მეტი მოძრაობა, სიარული. მნიშვნელოვანია სხეულზე მუშაობა, კუნთოვანი მასის გაზრდაზე ზრუნვა, ცხიმის მოშორება. ამავე დროს აუცილებელია დახარჯული ენერგიისა და დაკარგული სითხის მარაგების აღდგენა.
ასეთ დღეებში ასტროლოგები და დიეტოლოგები გვირჩევენ, ვჭამოთ ხშირად და ცოტ-ცოტა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ვერ აკონტროლებს შიმშილის გრძნობას. სასურველია, რაციონი მაქსიმალურად მრავალფეროვანი იყოს.
ასეთ დღეებში ჩნდება სურვილი, თავი დავანებოთ სპორტს, დიეტებს, რაციონზე ზრუნვას. თუ შეძლებთ მერწყულში მთვარის ყოფნის პერიოდის გადალახვას, მაშინ ყველაფერი შეგწევთ. ესაა დღეები, როდესაც ადამიანი იწრთობა, ყალიბდება ძლიერი პიროვნება და ვლინდებიან ისინი, ვისაც სუსტი ნებისყოფა აქვს და არ შეუძლიათ თავის ხელში აყვანა.
ეს ის დღეა, როდესაც საკვებმა სიხარული უნდა მოიტანოს. შეიძლება თავის განებივრება დესერტით, ცხიმიანი და წვნიანი სტეიკით, მაგრამ ისიც აუცილებელია, რომ ზომიერების გრძნობა არ დავკარგოთ. ასეთ დღეებში არის რისკი, რომ კვების მხრივ მავნე ჩვევები დაგვიბრუნდეს.
P.S. დღეს, 2022 წლის 22 ივნისს მთვარე ვერძის ნიშანშია. შემდეგი სამი დღე – 23, 24, 25 ივნისი – მთვარე კუროს ნიშანში იქნება. ტყუპში დაჰყოფს ორ დღეს – 26, 27 ივნისი, ხოლო თვის ბოლო სამი დღე – 28, 29 და 30 ივნისი – კირჩხიბის ნიშანში იქნება.