ზოდიაქო: როდის და რატომ ღალატობენ სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები

ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
გამოწერა
ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ არიან ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სხვებზე მეტად არიან მიდრეკილი ღალატისკენ. მაგრამ უსამართლობა იქნება მათ მოღალატეები ვუწოდოთ, რადგან გარკვეულ ვითარებებში ღალატი ზოდიაქოს ნებისმიერ ნიშანს შეუძლია.
რა არის ძირითადი მიზეზები, რის გამოც ზოდიაქოს ნიშნებს ღალატი შეუძლიათ - გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს.
ვერძი: სუსტი პარტნიორი
ვერძს ღალატი არ უყვარს, მაგრამ ის ენერგიითაა სავსე და სჭირდება პარტნიორი, რომელიც ტოლს არაფერში დაუდებს. სუსტი და ინერტული პარტნიორი აიძულებს, რომ ერთ დღესაც სხვა მხარეს გაიხედოს. თუ ვერძი შემთხვევით შეხვდება კაშკაშა და საინტერესო ადამიანს, ის რომანის გაბმის შანსს ხელიდან არ გაუშვებს.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
ზოდიაქოს ნიშნების იდეალური წყვილები
კურო: ცუდი ურთიერთობები
კურო დედამიწის და თან, ფიქსირებული ნიშანია. აქედან გამომდინარე, ამ თანავარსკვლავედის ადამიანებისთვის ღალატი რაღაც ზებუნებრივია. ეს მათ ბუნებაში არაა. მაგრამ არის ურთიერთობები, როდესაც ან კურო, ან მისი პარტნიორი საკმარის ვალდებულებებს არ იღებს თავის თავზე. ასეთ ურთიერთობებს კურო მსუბუქად უყურებს და ამ დროს ღალატი შეუძლია.
ტყუპი: წყენა, ბრაზი
ტყუპი ცნობილია თავისი დუალისტური ბუნებით, მაგრამ ყველა ტყუპი მოღალატე როდია. მას ნამდვილად უყვარს სხვადასხვა ადამიანთან ურთიერთობა და ინტელექტუალური სტიმულაცია, მაგრამ უმიზეზოდ არასდროს უღალატებს. მიზეზი კი ყველაზე ხშირად პარტნიორის მხრიდან მისი გრძნობების შეურაცხყოფაა. ამასთან ტყუპი ღალატის ნამდვილ მიზეზს არ დაასახელებს - ეს მისთვის ძალზე მტკივნეული გასახსენებელია.
კირჩხიბი: როცა მიტოვებულად გრძნობს თავს
კირჩხიბი ძალზე მზრუნველია და უყვარს, როდესაც მის მიმართაც მზრუნველობას იჩენენ. მისთვის მოქმედება სიტყვაზე მნიშვნელოვანია. მაგრამ თუ კირჩხიბი თავს მიტოვებულად იგრძნობს, სითბო შეიძლება სხვა ადამიანის მკლავებში იპოვოს. ის ამას არ ეძებს, მაგრამ ღალატი შეიძლება შემთხვევით მოხდეს. სხვათა შორის, კირჩხიბს რეგულარული ღალატი არ სჩვევია - ეს შეუძლებელია, თუ პარტნიორი მას საკმარის ყურადღებას უთმობს.
საჰაერო ბურთები - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2021
რა გავლენას ახდენს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებზე
ლომი: არასაკმარისი ყურადღება
ლომი ფიქსირებული ნიშანია, ამიტომ მისთვის ერთგულება ბუნებრივია. მიუხედავად იმისა, რომ ის უპირატესობას ანიჭებს აქტიურ სოციალურ ცხოვრებას და უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, ლომი არ უღალატებს თავის პარტნიორს მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმე უკეთესს შეხვდა. ლომს ღალატი მაშინ შეუძლია, თუ ურთიერთობებში ყურადღება დააკლდა. ამ ადამიანს მუდმივი ყურადღება და კომპლიმენტები სჭირდება, რომ ბედნიერად იგრძნოს თავი.
ქალწული: არათანმიმდევრული პარტნიორი
ქალწული: როდესაც ურთიერთობები არ არის კარგად დაგეგმილი, ხოლო პარტნიორი ერთგულებით არ გამოირჩევა, ქალწული ძალიან განიცდის. მას ღალატი არ სჩვევია, მაგრამ ხანდახან თავს იმასთან ინუგეშებს, ვინც ძალზე დისციპლინირებული და სტაბილურია.
სასწორი: არასათანადო გაგება
სასწორი რომანტიკული ნატურაა. ის ცნობილია თავისი მერყეობით. მას უყვარს ყველაფრის აწონ-დაწონა და გადაწყვეტილების მხოლოდ ამის შემდეგ მიღება. როდესაც ყველა გადაწყვეტილებას პარტნიორი იღებს, სასწორს შეუძლია, მისგან მოშორებით დადგეს და უღალატოს კიდეც. მისთვის ღალატს უსამართლო ურთიერთობები განაპირობებს.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2018
რა აშინებს ყველაზე მეტად ურთიერთობებში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს
მორიელი: ღრმა კავშირის არარსებობა
როგორც სხვა ფიქსირებული ნიშნები, მორიელსაც ურჩევნია, ერთი პარტნიორი ჰყავდეს. ის ამაყობს კიდეც, რომ შეუძლია, ყველაზე მგზნებარე ცდუნებასაც გაუძლოს. მაგრამ, მაინც, თუ მისი ურთიერთობა ზედაპირულია, მას შეუძლია ღალატი მაშინ, როცა მეტად ღრმა კავშირს ეძებს.
მშვილდოსანი: რუტინული ურთიერთობებისა და არასაკმარისი თავისუფლების გამო
მშვილდოსანს არ შეუძლია თავისუფლებისა და თავგადასავლების გარეშე. დამოკიდებული და პროგნოზირებადი პარტნიორი მას შეიძლება მოყირჭდეს. საინტერესოა ის, რომ ხშირად მშვილდოსანი ამას ღალატად არ განიხილავს. მისი აზრით, როცა პარტნიორი თავისუფლების შეზღუდვას იწყებს, ურთიერთობები უკვე დასრულებულია. ეს არ ნიშნავს, რომ მშვილდოსანი ვერ იტანს ვალდებულებებს. მას, უბრალოდ, ისეთი პარტნიორი სჭირდება, რომელიც მის ინტერესებს დაუჭერს მხარს.
თხის რქა: განსხვავებული მოსაზრება სამუშაოსა და ფულზე
თხის რქა პრაქტიკულია, ძალიან ბევრს მუშაობს და უყვარს მომავლისთვის დაზოგვა. როდესაც პარტნიორი მიზნის მისაღწევად ხელს არ ანძრევს, ის გულგრილი ხდება. თხის რქა ყოველთვის არ ღალატობს პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ ის ხშირად „ქორწინდება“ სამუშაოზე ან რაიმე იდეაზე.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2018
თუ ურთიერთობების შენარჩუნება გსურთ: რჩევები პარტნიორებს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: სხვა შეგრძნებების მოთხოვნილება
მერწყული ფიქსირებული ნიშანია, ამიტომ მას უყვარს სტაბილურობა, ერთ პარტნიორთან ყოფნა, ღალატის სურვილი მაშინ უჩნდება, როცა რაიმე ახლისა და უჩვეულოს შეგრძნების სურვილი მოდის, ამ დროს ის, შესაძლოა, ძალზე წინდაუხედავი და უგუნური გახდეს. თუ პარტნიორი ამის შესახებ შეიტყობს, მერწყულმა, შესაძლოა, ეს ურთიერთობები შეწყვიტოს, მაგრამ მოგვიანებით სხვა ურთიერთობები დაიწყოს.
თევზები: ურთიერთობების რეალობიდან გაქცევა
თევზებს უყვართ პრობლემებისგან გამოგონებულ სამყაროში გაქცევა. ისინი ფიზიკურად იშვიათად ღალატობენ, მაგრამ როდესაც ურთიერთობებში ყველაფერი წესრიგში არაა, ტკივილის შესამსუბუქებლად, შეუძლია ვინმესთან ემოციური კავშირის დამყარება. ზოგი პირდაპირაც ღალატობს, რადგან ფიქრობს, რომ ამ ღალატის შესახებ ვერავინ ვერასდროს გაიგებს.
ყველა ახალი ამბავი
0