დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 სექტემბერი

© Pixabay / Peggy_Marcoსაჰაერო ბურთები ცაში
საჰაერო ბურთები ცაში - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 22 სექტემბერია, ხუთშაბათი. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
იქნებით სიმტკიცით, შეუპოვრობითა და დიდი პოტენციალით დაჯილოდებული. ამასთან ერთად, აზროვნება იქნება არასტანდარტული, რაც ბევრი რთული საკითხის გადაწყვეტის საშუალებას მოგცემთ. მაგრამ არის ერთი „მაგრამ" - ინტერესი რამის მიმართ როგორც სწრაფად გაჩნდება, ისე სწრაფადვე ჩაიფერფლება. სჯობს, ერთ საკითხზე გაამახვილოთ ყურადღება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 სექტემბერი>>
ვერძი: დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ აწიოთ თქვენი თამასა. გინდაც ასე თუ ისე გაწყობდეთ თქვენი ადგილი, თქვენი პოზიცია ამ ცხოვრებაში, ეს არაა იმის საბაბი, რომ შეჩერდეთ. წინსვლაა საჭირო. დღეს შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ გაიაზროთ, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგათ, რომ თუნდაც ერთი საფეხურით მაღლა ახვიდეთ სოციალურ თუ კარიერულ (ან სხვა) კიბეზე.
ქალი და მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2022
ზოდიაქო: ყველაზე ვნებიანი ნიშნები
კურო: ორმაგად ფრთხილად უნდა იყოთ – ცხოვრების ნებისმიერ სფეროშია მოსალოდნელი რაღაც გაუგებრობები. ეს სიფრთხილე განსაკუთრებით ფულთან მიმართებით გმართებთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შეიძლება ჩათრეული აღმოჩნდეთ რაღაც ფინანსური საკითხების გარჩევაში და თავის მართლებაც კი მოგიწიოთ. ეს რომ არ მოხდეს, ჩვეულებრივზე მეტად ყურადღებიანი უნდა იყოთ.
ტყუპი: ხართ საბრძოლველად განწყობილი, ენერგიული. მზად ხართ თქვენი ძალა ნებისმიერი ფრონტისკენ მიმართოთ. სხვა საქმეა, რომ სიტუაცია თქვენგან ერთი საქმიდან ხან მეორეზე და ხან მესამეზე გადართვას მოითხოვს. ასეთი საქმიანობის გამო მთელი დღე, შესაძლოა, ფუჭად, უშედეგოდ იმოქმედოთ. ეს რომ არ მოხდეს, არ აჰყვეთ პროვოკაციებს და ერთ საქმეზე გაამახვილეთ ყურადღება.
კირჩხიბი: შესანიშნავი დღეა ყველასთვის, ვისაც შეხება აქვს ბიზნესთან ან უბრალოდ, არ აპირებს, თავისი მოგება ხელიდან გაუშვას. ვარსკვლავები გაძლევენ შანსს, მოგება ნახოთ იქაც კი, სადაც ამას საერთოდ არ ელოდებით. აქ არაფერ შუაშია გზაზე ფულის პოვნა. დღეს ბედის საჩუქრების იმედი უნდა ჰქონდეთ მათ, რომლებმაც ამისთვის ბევრი იშრომეს, თუნდაც დიდი ხნის წინ და იმედი უკვე გადაწურული ჰქონდათ.
ქალის სილუეტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2022
პროფესია - ცოლი: ხუმრობანარევი, მაგრამ ყველაზე მართალი რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
ლომი: კარგი დღეა, რომ მომავლის სტრატეგიული გეგმები დააწყოთ. თქვენი ტვინი მკაფიოდ მუშაობს, აზროვნებთ გლობალურად, ასე რომ, საცოდაობა იქნება, თუ ამ დღეს სახლის საქმეებზე დაკარგავთ. მით უფრო, რომ ვარსკვლავები სულ არ განგაწყობენ რუტინული საქმიანობისადმი. სამაგიეროდ, ბადალი არ გეყოლებათ ლოგიკური სქემების შედგენაში, რომელშიც ერთი უმცირესი დეტალი არ გამოგეპარებათ.
ქალწული: ყველაზე კარგად ოცნების კოშკების აგება გამოგდით დღეს, მაგრამ ისინი რეალურ საფუძველს მოკლებული არ იქნება. შესაძლოა, ოდესმე განახორციელოთ კიდეც. ვარსკვლავები მძლავრი ფანტაზიით გასაჩუქრებენ, რისი წყალობითაც კრეატიული იდეები, პროექტები, გეგმები თქვენგან „წყალივით" მოედინება. რა თქმა უნდა, ეს იდეები შემდეგ გაიფილტრება, მაგრამ თქვენ ყველას უნდა მიაქციოთ ყურადღება.
სასწორი: ყველანაირი შანსი გაქვთ, რომ ჰორიზონტს მიღმა გაიხედოთ. სიტუაციის წყალობით ისეთ რამეს წააწყდებით, რაც მომავალს უკავშირდება. არაა გამორიცხული, რომ შეხვდეთ ადამიანს, რომლის არასტანდარტულ აზროვნებას საზღვრები არა აქვს. ვარსკვლავები გირჩევენ, გახსნათ თქვენი გონება თამამი იდეებისთვის. მომავალი უკვე დადგა. ირწმუნეთ ამის და იმოძრავეთ წინ.
წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2022
მე და შენ, ანუ როგორ მოვიგოთ ზოდიაქოს ნიშნების გული - ასტროლოგების რჩევები
მორიელი: თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგება. გაჩნდება ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები. გარემოებები მთლიანობაში ძალზე იღბლიანად აეწყობა, თუმცა უახლოეს მომავალში მოსალოდნელია მღელვარება და სირთულეები გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებით. ვარსკვლავები ამბობენ, რომ სანერვიულო არაფერია. შეინარჩუნებთ თქვენს პოზიციებს და რაღაც საქმეებში საკმაოდ შორსაც წახვალთ.
მშვილდოსანი: რასაც არ უნდა მოჰკიდოთ ხელი, აჩქარება არ ივარგებს – არის რისკი, რომ დაუფიქრებლად მიიღოთ გადაწყვეტილება. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ დაყოვნება სიკვდილის ტოფასია, მაგრამ ასე არაა – თუ აჩქარდებით, შეიძლება სწორედ ეს აღმოჩნდეს ძალიან ცუდი ნაბიჯი თქვენი მხრიდან. შეცდომები რომ არ დაუშვათ, თავი გააკონტროლეთ და საერთოდ უკეთესი იქნება, თუ არაფერს გააკეთებთ.
თხის რქა: დღეს პეპელასავით დაფარფატებთ და ფუტკარივით იკბინებით. პირველი თქვენს უშუალო საქმეებსა და ვალდებულებებს ეხება, მეორე კი – კონკურენტებს, რომლებსაც ურჩევნიათ, დღეს წინ არ გადაგეღობონ. თქვენს არაკეთილმოსურნეებს შეიძლება მხოლოდ ვუთანაგრძნოთ – ნებისმიერი მცდელობა, რომ ხელი შეგიშალონ, ხაფანგი დაგიგონ, მათ ასმაგი სიძლიერით უკან დაუბრუნდებათ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2018
სად იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმატების ძალა
მერწყული: ვარსკვლავები გირჩევენ, ნებისმიერ საქმეში სხვის კვალს კი არ გაჰყვეთ, არამედ თქვენი საკუთარი კურსი შეარჩიოთ. ეს ადვილი არ არის, მაგრამ სურვილი გაქვთ დამოუკიდებლად მოქმედების, საკუთარი გზის მოძიების ამ ცხოვრებაში. ეს არ ნიშნავს, რომ გარშემომყოფებს უნდა დაუპირისპირდეთ. მაგრამ თუ გინდათ, რამეს მიაღწიოთ და საკუთარი „მე" იპოვოთ, მოძებნეთ თქვენი ინდივიდუალური გზა.
თევზები: გაგიჭირდებათ მნიშვნელოვანი საქმე უმნიშვნელოსგან გამოარჩიოთ. შესაძლოა, მეორეხარისხოვანი უმნიშვნელოვანესად მიიჩნიოთ და თქვენი ძირითადი მოვალეობები დაგავიწყდეთ. თუ ისეთი სასწრაფო საქმე არ გაქვთ, რომელიც შეიძლება ასეთი არაორგანიზებულობის გამო დაზიანდეს, მაშინ ამ დღეს პლუსიც ექნება – რასაც ხელს მოჰკიდებთ, მას „ფრიადზე" შეასრულებთ.
ყველა ახალი ამბავი
0