დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 სექტემბერი

© photo: Sputnik / Vitaly Timkiv / გადასვლა მედიაბანკშივარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 21 სექტემბერია, ოთხშაბათი. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
შესანიშნავი დღეა შემოქმედებითი პროექტებისთვის, ასევე ფინანსური გარიგებების, ინვესტიციებისთვის. ნებ9ისმიერი საქმე, რომელიც დაკავშირებულია საორგანიზაციო ან ადმინისტრაციულ საქმიანობასთან, წარმატებული იქნება.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 სექტემბერი>>
ვერძი: დღე მშვიდად და ნაყოფიერად დაიწყება. კარგი დროა სასარგებლო, რთული და საპასუხისმგებლო საქმეების გასაკეთებლად. მოგვიანებით სასიამოვნო მღელვარება გელოდებათ. ამ დროს, სავარაუდოდ, ორომტრიალს ვერ აარიდებთ თავს, თუმცა ეს არ გაგაღიზიანებთ. კარგი დროა ურთიერთობებისთვის, საოჯახო საქმეებისთვის.
ქალი და მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2022
ზოდიაქო: ყველაზე ვნებიანი ნიშნები
კურო: დღის დასაწყისში საინტერესო შეხვედრები, ნაცნობობა გელოდებათ. გამოგადგებათ სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობების უნარი. მოსალოდნელია საინტერესო წინადადებების მიღება, კარიერული წინსვლა. დღის მეორე ნახევარში რთული იქნება მცირე გაუგებრობებისთვის თავის არიდება. არ აჰყვეთ პროვოკაციებს.
ტყუპი: დღის დასაწყისი მშფოთვარე, დატვირთული, მაგრამ საინტერესო იქნება. ბევრს მოასწრებთ, თუ დროს უქმად არ დაკარგავთ. შესაძლებელია თანხის მიღება. მოგვიანებით კარგი დრო დადგება ურთიერთობებისთვის. შემთხვევითი ნაცნობობა შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობად გადაიქცეს, თუ ინიციატივას გამოიჩენთ.
კირჩხიბი: არ გადადოთ მნიშვნელოვანი საქმეები. დილით ბევრ რამეში გაგიმართლებთ და არ ღირს ამ ხელსაყრელი დროის დაკარგვა. კარგად ჩაივლის მნიშვნელოვანი შეხვედრები. დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი იქნება სიმშვიდის შენარჩუნება. საღამოს შეყვარებულებს სასიამოვნო სიურპრიზები ელოდებათ.
მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2018
ჰოროსკოპების ერთობლიობით გაარკვიეთ, მეფე ხართ, რაინდი, არისტოკრატი თუ...
ლომი: დღის პირველ ნახევარში რამე განსაკუთრებული მოვლენები მოსალოდნელი არ არის. ეცადეთ, ყველაფერს ფილოსოფიურად შეხედოთ, არ ინერვიულოთ, თუ რამე ისე არ წავიდა, როგორც თქვენ გინდათ. დღის მეორე ნახევარი მშვიდად და პროდუქტიულად ჩაივლის. მოსალოდნელია სიურპრიზები, იღბლიანი თანხვედრები.
ქალწული: დღე ყველაზე საინტერესო და უჩვეულო საქმეებით დაიწყეთ. სწრაფად გაერკვევით არაერთმნიშვნელოვან ვითარებებში. მიზანს ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარების წყალობით მიაღწევთ. მოგვიანებით რუტინული საქმეების დრო დადგება. შესაძლებელია შეხვედრები მონატრებულ ადამიანებთან.
სასწორი: ყურადღება მიაქციეთ განწყობას - ბევრი რამე შეიძლება მუქ ფერებში დაინახოთ, გაგიჭირდეთ ნეგატიურ ემოციებთან გამკლავება. ეცადეთ, გადაწყვეტილებებზე კარგად დაფიქრდეთ და ემოციების გავლენით არ მიიღოთ ისინი. წაგადგებათ სწავლაზე, საინტერესო საქმეზე ყურადღების კონცენტრირება.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 23.05.2019
ზოდიაქოს რომელი ნიშნების მამაკაცებს შეუძლიათ ძლიერი სიყვარული
მორიელი: საკმაოდ დაძაბული დღე გელოდებათ, შეიძლება გაჩნდეს ახალი საზრუნავი, ამოცანები, რომლებთან გამკლავებას მხოლოდ თქვენ შეძლებთ. ყურადღება მიაქციეთ მცირე დეტალებს. თუ დროულად შეამჩნევთ იმას, რაც სხვებს გამორჩათ მხედველობიდან, ეს წარმატებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება. არ გადაიღალოთ.
მშვილდოსანი: დღეს შეიტყობთ იმას, რაზეც აქამდე მხოლოდ ვარაუდები გქონდათ. ხელსაყრელი დღეა მუშაობისთვის. იპოვით პასუხებს ბევრ რთულ კითხვაზე. დღის მეორე ნახევარში სასიხარულო მოვლენები გელოდებათ. საღამო კარგი დროა თქვენთვის ძვირფას ადამიანთან ურთიერთობისთვის.
თხის რქა: გექნებათ შანსი, იპოვოთ პასუხები რთულ კითხვებზე. მნიშვნელოვანია, რომ ილუზიები არ ააგოთ, სწორად შეაფასოთ ვითარება - ასე მალე მიხვდებით, როგორ უნდა მიაღწიოთ წარმატებას. გელოდებათ სასიამოვნო შეხვედრები. დღეს შეგიძლიათ უთანხმოებები ახლობლებთან, მეგობრებთან წარსულს ჩააბაროთ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2018
სად იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ბედნიერების საიდუმლო
მერწყული: ბევრი საქმე გექნებათ. ეცადეთ, დრო წვრილმანებზე არ დახარჯოთ და მნიშვნელოვან საქმეებს დილიდანვე შეუდგეთ. შესაძლებელია თანხის მიღება, მაგრამ ფულის დახარჯვა არ იჩქაროთ - არცთუ ხელსაყრელი დღეა სპონტანური საყიდლებისთვის, ასევე მოუმზადებლად გარიგებების დადებისთვის.
თევზები: ბევრ რამეს შესანიშნავად გაუმკლავდებით. კარგად ჩაივლის საქმიანი მოლაპარაკებები. მაგრამ დღეს მთლიანად უღრუბლოსაც ვერ ვუწოდებთ: თავს ვერ აარიდებთ მღელვარებას, განცდებს. ემოციური ფონი დაძაბული იქნება. ბევრი თქვენგანი ინერვიულებს სულ უბრალო წვრილმანების გამო. ეცადეთ, თავი გააკონტროლოთ.
ყველა ახალი ამბავი
0