დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 14 აგვისტო

© Albumarium / Caleb Ralstonვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 14.08.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 14 აგვისტოა, კვირა. კლებადი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
ეცადეთ, დღის პირველ ნახევარში ზედმეტი განცდები და მღელვარება თავიდან აიცილოთ. კარგი დროა, მაგრამ ემოციური ფონი შეიძლება ზედმეტად დაძაბული იყოს. აჯობებს, თუ ამ დროისთვის მნიშვნელოვან საქმეებს არ დაგეგმავთ. დღის მეორე ნახევარი პროდუქტიულად ჩაივლის. ხელსაყრელი დროა ურთიერთობებისთვის.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 13 აგვისტო>>
ვერძი: დილით ინტუიციის მინიშნებებს ყურადღება მიაქციეთ. ის დაგეხმარებათ პასუხების მიღებაში კითხვებზე, რომლებიც დიდი ხანი ფიქრობდით. მნიშვნელოვანი საუბრები დღის მეორე ნახევარში დაგეგმეთ. თქვენს მოსაზრებებს ყურადღებით მოისმენენ. სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი ურთიერთობებში.
ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
ზოდიაქო: როდის და რატომ ღალატობენ სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენლები
კურო: ნაყოფიერი დღეა. შეგიძლიათ დაასრულოთ ადრე დაწყებული საქმეები. დროს უქმად არ დაკარგავთ, ამიტომ ბევრ რამეს მოასწრებთ. შესაძლებელია წვრილმანი სირთულეები, მაგრამ ეს კალაპოტიდან ვერ ამოგაგდებთ. მოგვიანებით ხელსაყრელი დროა თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობებისთვის, რომანტიკული პაემნისთვის.
ტყუპი: ეცადეთ, არ ინერვიულოთ წვრილმანებზე, მცირე გაუგებრობებზე, მოულოდნელ სირთულეებზე. თუ ოპტიმიზმს შეინარჩუნებთ, ერთ ადგილს არ დატკეპნით და იმოქმედებთ, ყველაფერი კარგად განვითარდება. კარგი დღეა არა ძვირადღირებული ნივთების შესაძენად. საღამოს მშვიდად დასვენება აჯობებს – თავს ბევრად უკეთესად იგრძნობთ.
კირჩხიბი: ნუ მოექცევით ილუზიების ტყვეობაში, მოვლენებს რეალურად შეხედეთ. დღევანდელი დღისგან ბევრს ნო მოელით. კარგი დროა ახალი საქმეების დასაწყებად, მგზავრობის დასაგეგმავად. მოგვიანებით შესაფერისი დრო დადგება ოჯახური ღონისძიებებისთვის. შეგიძლიათ ფულთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა.
ცხოვრება - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2019
ზოდიაქოს ოთხი ნიშანი: ისინი არასდროს მოიდრიკებიან, როდესაც მათზე ზეწოლას ცდილობენ
ლომი: უჩვეულო დღეა, რომელიც თქვენ წინაშე ახალ შესაძლებლობებს გახსნის. შეგიძლიათ ინიციატივი გამოჩენა საქმეებში, პირად ურთიერთობებში. არაა გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყება, რომელიც სწრაფად და მგზნებარედ განვითარდება. ერთადერთი სფერო, სადაც სიფრთხილეა საჭირო, ფინანსებია. არ იჩქაროთ რამის ყიდვა და გარიგებების დადება.
ქალწული: თუ ბევრი საქმე გაქვთ დაგეგმილი, ჩანაფიქრის რეალიზაციას დილიდანვე შეუდექით. ეს პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება სერიოზული საქმიანობისა და მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის. დღის მეორე ნახევარი დაუთმეთ დასვენებას, იმ ადამიანებთან ურთიერთობებს, რომლებსაც თქვენი კარგად ესმით.
სასწორი: დღის პირველი ნახევარი შესანიშნავი დროა ძველ მეგობრებთან შესახვედრად, თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობებისთვის. შესაძლებელია მოულოდნელი საჩუქრები, რომანტიკული სიურპრიზები. მოგვიანებით აჯობებს მცირე და ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეების გაკეთება, რომლებიც ამავე დროს, ყურადღებას საჭიროებს.
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2022
გამოიყენეთ მთვარის ენერგეტიკა: მთვარე ზოდიაქოს ნიშნებში, დიეტა და როდის როგორ ვიკვებოთ
მორიელი: შესაძლოა, საკმაოდ დამღლელი დღე იყოს. არაა გამორიცხული, რომ საკუთარი ძალები გადაჭარბებულად შეაფასოთ, რამდენიმე საქმეს ერთდროულად შეეჭიდოთ. ყოველთვის ისე არ აეწყობა საქმეები, როგორც თქვენ გინდათ, მაგრამ ოპტიმიზმი არ დაკარგოთ – შეძლებთ ვითარებიდან გამოსავლის პოვნას. საღამოს უჩვეულო შეხვედრები და ნაცნობობა გელოდებათ.
მშვილდოსანი: ბევრ სასარგებლო საქმეს გააკეთებთ, თუ დროს უქმად არ დაკარგავთ. არ მოგიწევთ დიდი ძალისხმევის გამოჩენა იმასთან გასამკლავებლად, რაც აქამდე ძალიან რთულად გეჩვენებოდათ. დღის მეორე ნახევარი ძალზე ხელსაყრელი დროა ურთიერთობებისთვის. შეგიძლიათ დაძაბული ურთიერთობების მოგვარება.
თხის რქა: შესაძლოა, დღემ უსიამოვნოდ განგაცვიფროთ; მოხდეს მოულოდნელი მოვლენები, რის გამოც გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. საბედნიეროდ, სწრაფად გაერკვევით ვითარებაში და მიხვდებით, როგორ იმოქმედოთ. მალე პოზიტიური ტენდენციების გავლენა გაიზრდება და თავს ბევრად უკეთესად იგრძნობთ, დადგება იღბლიანი პერიოდი.
ხელი ქალაქზე ოფისიდან - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2021
როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: ეცადეთ, მხოლოდ კარგზე იფიქროთ და ოპტიმისტურად განეწყოთ. თქვენს განწყობაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ აეწყობა დღე. კარგი დღეა ფულთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. შესაძლებელია საყიდლებისა და გარიგებების დაგეგმვა. საღამო შემოქმედებითს საქმიანობას დაუთმეთ.
თევზები: თუ მტკიცე და შეუპოვარი იქნებით, ბევრს მიაღწევთ. კარგი დღეა სწავლისთვის. ზოგიერთი თქვენგანი მიხვდება, რისი გაკეთება უნდა სამომავლოდ, ამიტომ გეგმას შეცვლის. ხართ ყურადღებიანი დეტალების მჯიმართ, ამიტომ უმნიშვნელო შეცდომის ალბათობაც კი გამორიცხული. ახლობლებთან ურთიერთობებში ინტუიციას ენდეთ.
ყველა ახალი ამბავი
0