დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 13 აგვისტო

© Pixabay / kasabubuსავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 13 აგვისტოა, შაბათი. კლებადი მთვარე თევზების ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
ხართ აქტიური, ენერგიული, მიზანმიმართული და საკუთარი ძალების რწმენით აღსავსე. თუ მოინდომებთ, მთების გადადგმას შეძლებთ, მაგრამ საქმე ისაა, რომ მოქმედების ენთუზიაზმი არ იქნება. თუ აიძულებთ თავს, რომ იმოქმედოთ, მაშინ დიდი წარმატებებიც არ დააყოვნებს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 აგვისტო, სუპერმთვარეობა>>
ვერძი: დღეს ცხოვრება გაიძულებთ, გარემოებებს შეებრძოლოთ. მიუხედავად იმისა, რომ არ ხართ განწყობილი მაღალი აქტიურობისთვის, რაღაც მოვლენები თქვენგან ენერგიულ ჩარევას მოითხოვს. არ არის გამორიცხული, ვინმემ რამე კამათში ან დავაში ჩაგითრიოთ, ან თქვენთვის უსარგებლო ამოცანის გადაჭრაში. ამას, რა თქმა უნდა შეეწინააღმდეგებით, მაგრამ რამდენად გამოგივათ?..
სამყარო - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2020
ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
კურო: დღეს გაქვთ შესაძლებლობა, რომ რაღაც უჩვეულო და საინტერესო გაიგოთ. თქვენს ცხოვრებაში კაშკაშა ემოციები და შთაბეჭდილებები შემოიჭრება. ერთადერთი პირობაა – არ მიანიჭოთ დიდი მნიშვნელობა უსიამოვნო წვრილმანებს. თუ მათ დიდ ყურადღებას არ მიაქცევთ, დღე უამრავ პოზიტივს მოგიტანთ. და თუ წვრილმანებზე „ჩაიციკლებით“, განწყობას გაუფუჭებთ როგორც საკუთარ თავს, ისე გარშემომყოფებს.
ტყუპი: დღეს სირთულეები გელით თვითორგანიზებასა და დისციპლინასთან დაკავშირებით. ჩვეულ ჩარჩოებში მოქცევა საოცრად რთული იქნება, თუმცა სწორედ ამისკენ ისწრაფვით. აქედან წარმოიშვება შინაგანი კონფლიქტი – თქვენი ერთი ნახევარი წესრიგისკენ მიილტვის, მეორე ნახევარი კი – ქაოსისკენ. საქმის არსი მხოლოდ ისაა, თუ რომელი ნახევარი გადაწონის – წესრიგი თუ ქაოსი.
კირჩხიბი: დღეს თქვენი ინტერესები და გეგმები არაერთხელ შეიძლება შეიცვალოს. მთელი დღე ხან ერთ მხარეს გაიწევთ და ხან მეორე მხარეს. ამასთან შეწინააღმდეგება კი ძალიან რთული იქნება. იმისთვის, რომ დღეს რაღაცას მაინც მიაღწიოთ, ნამდვილად არ გაწყენთ ერთ რომელიმე საკითხზე ყურადღების კონცენტრირება. მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს გამოგივიდეთ, იმდენად ცვალებადია თქვენი განწყობა.
ქვებზე დადებული გასაღები - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2019
ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე
ლომი: დღეს არის რისკი, რომ იგრძნოთ, რა არის მეომრული სული. რა თქმა უნდა, არანაირი ომის გამოცხადებას არ აპირებთ და საერთოდ, რა საჭიროა მისი გამოცხადება? ომის დაწყება გამოცხადების გარეშე ჯობია, მოულოდნელად, რომ მტერი სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდეს. ასეთი მისწრაფებები გაგიჩნდებათ დღეს და თან არაერთხელ. გასაკვირი არ იქნება, თუ ასეთი განწყობა კონფლიქტამდე და ჩხუბამდე მიგიყვანთ.
ქალწული: დღეს თავისუფლად შეიძლება სულ სხვადასხვა რამემ გაგიტაცოთ, თანაც სრულიად მოულოდნელად, და ამ გატაცებაში მთელი თავით გადაეშვათ. მაგრამ იმდენი გატაცება შეიძლება იყოს მთელი დღის განმავლობაში, რომ შეიძლება თავადაც დაიბნეთ, ვეღარ გაიგოთ, საით უნდა წახვიდეთ და რა გიზიდავთ. ამგვარად, ურყევი გრძნობების იმედი არ უნდა გქონდეთ. ასეთივე ხართ თქვენც დღეს – ცოტა „მჩატე“ და „ქარაფშუტა“.
სასწორი: შეიძლება თქვენდა გასაოცრად რაღაც წვრილმანმა, უმნიშვნელო სისულელემ გაგიტაცათ. ეს თქვენ არ გახასიათებთ, მაგრამ იმ მომენტში მოგეჩვენებათ, რომ გატაცების საგანი სულაც არაა სისულელე. უფრო მეტიც, ამან თქვენი ყურადღება იმდენად შეიძლება მიიქციოს, რომ მართლაც მნიშვნელოვანი რამ საერთოდ ვერ შეამჩნიოთ. აქედან გამომდინარე, აჯობებს, თუ დღეისთვის სერიოზულ საქმეებს საერთოდ არ დაგეგმავთ. გამოსავალი არის – დაუთმეთ დრო შემოქმედებას ან სიყვარულს.
ქალი პომპონიანი ქუდით - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2022
ზოდიაქოს ყველაზე ოხუნჯი ნიშნები - ტოპ-ოთხეული
მორიელი: დღეს შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სამყარო სადღაც თქვენ გვერდით, სულ ახლოს ტრიალებს. და რადგანაც სამყაროს შეიძლება ამასთან დაკავშირებით სულ სხვა მოსაზრება ჰქონდეს, ეს თქვენში კიდევ უფრო მეტ გაოცებას გამოიწვევს. უფრო და უფრო ეცდებით, რომ ეს სიტუაცია გამოასწოროთ, აქტიურად მიიპყროთ ყურადღება და მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდეთ. ზედმეტი არ მოგივიდეთ – ცენტრში ყოფნა ყოველთვის კარგი არაა.
მშვილდოსანი: დიდი რისკია, რომ ოჯახში ტირანად და დიქტატორად იქცეთ. ამასთან, თავად თქვენ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ უბრალოდ სასარგებლო ინიციატივას იჩენთ ოჯახის საკეთილდღეოდ. ოჯახის წევრების მხრიდან კი ეს სულაც არ იქნება ასე აღქმული. თუ არ გინდათ, რომ ზედმეტად დაძაბოთ ვითარება, აუცილებლად უნდა შეარბილოთ მბრძანებლური ტონი და გაითავისოთ, რომ ასეთი ლაპარაკი არავის სიამოვნებს, აქედან კონფლიქტამდე კი ერთი ნაბიჯია.
თხის რქა: დღეს თუ რამე აზრი მოგივიდათ თავში, ეს აზრი, შესაძლოა, აკვიატებულ იდეად გადაიქცეს. უფრო მეტიც, აზრები ხშირად გაგიჩნდებათ, შესაბამისად, აკვიატებული იდეაც ერთი და ორი არ იქნება. ამ მდგომარეობაში აჯობებს, თუ ურთიერთობებს მინიმუმამდე დაიყვანთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საუბრები უაზრო კამათში შეიძლება გადაიზარდოს. ყველაფერს აჯობებს, რამე შემოქმედებით საქმიანობას მიჰყოთ ხელი, სადაც ეს აკვიატებული იდეები ზიანს არ მოგიტანთ.
გალაქტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2018
ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს გენიალური ნიშნები
მერწყული: დღეს დიდად დაგაფიქრებთ თემა – რატომაა ყველაზე სასიამოვნო და კმაყოფილების მომტანი ამავე დროს ცოდვა? განა რა არის ცუდი, მაგალითად, ტორტის კიდევ ერთ ნაჭერში ან კოცნაში? მოკლედ, დღეს თქვენთვის ლოგიკური იქნება წესი: „თუ არ შეიძლება, მაგრამ ძალიან გინდა, ე.ი. შეიძლება“. ამაში პრინციპში ცუდი არაფერია, უბრალოდ, ამ ფორმულას კიდევ ერთი პუნქტი უნდა დაუმატოთ – „ყველაფერი კარგია, მაგრამ ზომიერად“.
თევზები: დღეს თქვენში დიდი სურვილი გაიღვიძებს – გარშემომყოფებს უბრძანოთ და მათზე იბატონოთ. თუ მართლა გრძნობთ, რომ თქვენში რეალური ლიდერის თვისებებია – წინ! მაგრამ თუ ეს თვისებები არასაკმარისი გაქვთ, მაშინ ნურც ეცდებით. სჯობს, რამე ითამაშოთ, მაგალითად, ვირტუალურ სავარჯიშო ტირს ეწვიოთ და სროლაში ივარჯიშოთ. ყველაფერს კი აჯობებს, თუ თქვენს დაუცხრომელ ენერგიას რომანტიკულ პაემანს დაახარჯავთ – ამას ნამდვილად არ ინანებთ.
ყველა ახალი ამბავი
0