დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 აგვისტო, სუპერმთვარეობა

© Pixabay / jrperesსავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 12 აგვისტოა, პარასკევი. სავსემთვარეობა მერწყულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
ესაა პერიოდი, როდესაც ადამიანები შინაგან თავისუფლებასა და ძალების მოზღვავებას იგრძნობენ. მომატებული შრომისუნარიანობის წყალობით სწრაფად გადაწყდება პრობლემები. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ დიდი წარმატების მიღწევა შესაძლებელია ვინმესთან ან გუნდთან ერთად მუშაობის შემთხვევაში.
ამავე დროს, დღეს სუპერმთვარეობაცაა. სუპერმთვარეობა ნიშნავს სავსემთვარეობას, როდესაც მთვარე უფრო დიდი მოჩანს და უფრო კაშკაშაა. სუპერმთვარეობა – ესაა მთვარის განსაკუთრებული მდგომარეობა, როდესაც მთვარის ორბიტა მაქსიმალურად ახლოსაა დედამიწასთან. საოცრად ლამაზი სანახაობაა, რომელსაც ენერგეტიკული თვალსაზრისით ადამიანებზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია.
რისი გაკეთება შეიძლება დღეს
არ შეუშინდეთ ცვლილებებს ცხოვრებაში, შეიძლება კომპრომისებზე წასვლა როგორც სამუშაო, ისე პირად ურთიერთობებში, დააწყვეთ სამომავლო გეგმები და იოცნებეთ, მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას, მოაწყვეთ მინი–დასუფთავება, გადაყარეთ უსარგებლო ნივთები.
ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 აგვისტო>>
არარეკომედებულია საკუთარი კომფორტზე უარის თქმა სხვის სასარგებლოდ, მოვლენების დაჩქარება, რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება, იმედგაცრუება.
ვერძი: ექსპერტები გირჩევენ, მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები გააკეთოთ სახლშიცა და სამსახურშიც, ბიზნესში. არ ღირს დროისა და ძალის დახარჯვა მეორეხარისხოვან საქმეებზე, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა არა აქვს. საჭიროა დაწყებულის დამთავრება, რათა ნიადაგი მომზადდეს აგვისტოს ყველაზე ხელსაყრელი უქმეებისთვის.
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2020
როგორ მოქმედებს ყველაზე მისტიკური ფაზა - სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე
კურო: აჯობებს, თუ არაფერ ახალს არ წამოიწყებთ. ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვისაც შეუძლია საწყენი ფიასკო განიცადოს, ვიდრე უახლოეს დღეებში წარმატებასა და მოტივაციაზე თქვას უარი. თუ გინდათ, დღე მაქსიმალურად სასარგებლოდ გაატაროთ, ყურადღება გაამახვილეთ რამე მარტივზე და განაგრძეთ სვლა ოცნებისკენ.
ტყუპი: არ ღირს გარისკვა არც მეგობრულ და არც სასიყვარულო ურთიერთობებში. არავის არაფერს დაჰპირდეთ, თუ ოდნავ მაინც ეჭვი გეპარებათ, არ იჩხუბოთ საყვარელ ადამიანებთან. ასევე მოსალოდნელია პრობლემები ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობებში თქვენი ეგოიზმის გამო – გინდათ, რომ თქვენი ინტერესების ყველაზე მაღლა იდგეს.
კირჩხიბი: დროს უქმად ნუ დაკარგავთ. უნდა იმოქმედოთ და მიზნისკენ მტკიცედ განაგრძოთ სვლა, მაგრამ ეს ძალიან ფრთხილად უნდა გააკეთოთ. არ ჩამოუშვათ ცხვირი, არ აჩქარდეთ, და არც უმოქმედობა ივარგებს. სიზარმაცე, ისევე, როგორც დაუფიქრებელი ნაბიჯები, უიღბლობის, წარუმატებლობისა და ახალი პრობლემების გაჩენის მიზეზი შეიძლება გახდეს.
მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო, 1920, 04.01.2019
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ
ლომი: ფულთან დაკავშირებით ფრთხილად უნდა იყოთქარის სტიქიის მძლავრმა ძალამ შეიძლება გაიძულოთ, რომ იმაზე მეტი დახარჯოთ, ვიდრე აუცილებელია. ფინანსური ოპერაციები, სჯობს, ორშაბათისთვის გადაიტანოთ. არასასურველია ამ დღეს ტრანზაქციები და რამის ყიდვა ბარათით. აჯობებს, თუ ნაღდ ფულს გამოიყენებთ.
ქალწული: არავითარ შემთხვევაში არ იჩხუბოთ არავისთან, ვინც გინდა იყოს – ახლობელი, კოლეგა თუ უცნობი ადამიანი ქუჩაში. ნებისმიერი ნეგატივი გაასმაგებული სახით უკან შეიძლება დაგიბრუნდეთ. თუ გინდათ, ეს დღე პრებლემების გარეშე გაატაროთ, იყავით მომთმენი, კეთილი და ბრძენი.
სასწორი: ასტროლოგები კატეგორიულად გირჩევენ, რაც შეიძლება ნაკლები ურთიერთობა გქონდეთ იმ ადამიანებთან, რომლებიც მუდმივად გაკრიტიკებენ, თავს არასრულფასოვნად გაგრძნობინებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში დღე ძალზე არახელსაყრელი, დაძაბული და უარყოფითი ენერგიით აღსავსე იქნება.
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2022
გამოიყენეთ მთვარის ენერგეტიკა: მთვარე ზოდიაქოს ნიშნებში, დიეტა და როდის როგორ ვიკვებოთ
მორიელი: დღეს აუცილებელია, რომ ადამიანებთან ურთიერთობებში აბსოლუტურად მიუკერძოებელი იყოთ. თუ რომელიმეს მხარეს დადგებით, მეორე მხარე ავტომატურად თქვენი მტერი შეიძლება გახდეს. ეს განსაკუთრებით ეხება ურთიერთობებს ოჯახში და სამუშაოზე. თუ ვინმეს უთანხმოება აქვს, სჯობს, ნეიტრალიტეტი დაიცვათ.
მშვილდოსანი: მშვილდოსნებს ზოდიაქოს სხვა ნიშნებთან შედარებით ბევრად ნაკლები პრობლემა შეექმნებათ. ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ დღეს სწორად დაიწყებთ. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ დილას – განეწყვეთ პოზიტიურად, გააკეთეთ რამე სასიამოვნო. სასურველია, არ გადაიტვირთოთ საქმეებით და ასევე არ გადატვირთოთ ორგანიზმი ბევრი საკვებით.
თხის რქა: სავსე მთვარე გაიძულებთ, რომ კომფორტის ზონიდან გამოხვიდეთ, მაგრამ, შესაძლოა, ამ შემთხვევაში პრობლემები გაჩნდეს. ყველაზე კარგი იქნება, თუ გააკეთებთ იმ საქმეს, რომელსაც ზოგადად აკეთებთ. ასეთ შემთხვევაში დღე მშვიდად ჩაივლის, რისკისა და უსიამოვნო სიურპრიზების, გეგმების ჩაშლის გარეშე.
გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2018
რამდენად ემოციური ხართ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: დიდი ალბათობით, რომელიმე ახლობლის ან მეგობრის დახმარება მოგიწევთ. ამასთან, მხარდაჭერისთვის, სავარაუდოდ, უკვე დილით მოგმართავენ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თხოვნის იგნორირება. სიკეთე და გულისხმიერება დაგეხმარებათ, რომ საკუთარი თავის რწმენა მოიპოვოთ და ბევრად უკეთესი გახდეთ.
თევზები:დღეს კატეგორიულად არარეკომენდებულია ინტუიციაზე მინდობა. ასტროლოგები გირჩევენ, მოუსმინეთ არა შინაგან ხმას, არამედ ჯანსაღ აზრსა და პირად გამოცდილებას. არაა გამორიცხული, რომ მეექვსე გრძნობა არა მარტო არასწორად იმუშავებს, არამედ მან საერთოდ დიდ პრობლემებთან მიგიყვანოთ.
ყველა ახალი ამბავი
0