ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 აგვისტო

© Pixabay / Buddy_Nathვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 11 აგვისტოა, ხუთშაბათი. მზარდი მთვარე მერწყულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
შესანიშნავი დღეა გადაწყვეტილებების მისაღებად, ბიზნესის წარმოებისთვის, პროექტების განსახორციელებლად, როგორც საქმიანი, ისე პირადი მოლაპარაკებებისთვის. დღის დამახასიათებელია გონივრულობა, სიტუაციისთვის ალღოს კარგად აღება, კომპრომისზე წასვლა, შეთანხმებების მიღწევა.
ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 10 აგვისტო>>
ვერძი: დღეს იგრძნობთ, რომ რაღაც გაკლიათ. თითქოს ჩვეულებრივი დღეა, მაგრამ სულს რაღაც უჩვეულო, ექსტრაორდინარული აკლია. ირგვლივ არსებული სინამდვილე ამის შანსს არ მოგცემთ, ასე რომ, საკუთარი თავის იმედად მოგიწევთ ყოფნა. შეგიძლიათ, საკუთარი ძალებით წამოიწყოთ რამე ექსტრავაგანტული, მაგრამ ზომიერება არ დაივიწყოთ – დღევანდელ დღეს ზომიერების დაცვა მისასალმებელია.
გალაქტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2018
რითი შეუძლია იამაყოს ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა
კურო: დღეს სურვილი გაგიჩნდებათ, რომ რამე საჭირო და სასარგებლო გააკეთოთ. ამასთან, ვერ გაუძლებთ ცდუნებას და ამაში ოჯახის წევრების ჩართვას მოინდომებთ. ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება სახლში ავეჯის გადაადგილება ან საფუძვლიანი დალაგება–დასუფთავება იქნება, სადაც ოჯახის თითოეულ წევრს თავისი საქმე ექნება. თქვენს ასეთ ინიციატივას შეიძლება დიდი ენთუზიაზმით არ შეეგებონ, მაგრამ არც წინააღმდეგობა შეგხვდებათ.
ტყუპი: დღეს თქვენი საქმეები მარტივად და ზედმეტი დაძაბულობის გარეშე წარიმართება. იმდენად ორგანიზებული ხართ, რომ ამით არა მხოლოდ გარშემომყოფებს, არამედ საკუთარ თავსაც გააკვირვებთ. ამას ისიც ემატება, რომ საინტერესოს ყველაზე ჩვეულებრივ საქმიანობაშიც კი აღმოაჩენთ. შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ განახორციელოთ თქვენი გეგმები – ყველა თუ არა, ნაწილი მაინც.
კირჩხიბი: დღეს შეიძლება თვალნათლივ დარწმუნდეთ, რომ ცხოვრება ეს „ჯარისკაცობანას“ თამაში არ არის და გარშემომყოფებს სულაც არა აქვთ სურვილი, დამჯერი თოჯინების როლი შეასრულონ თქვენი ჩანაფიქრის განხორციელებაში. თუ შუადღისთვის ადამიანების მანიპულაციისა და მათზე მბრძანებლობის სურვილი არ გაგიქრებათ, აჯობებს, თუ ამ მისწრაფებას რამე კომპიუტერული თამაშით ჩაანაცვლებთ. სხვაგვარად „სარდლობის მიდრეკილების“ დაოკების შანსი დღეს, დიდი ალბათობით, არ მოგეცემათ.
პარალელური სამყაროები - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2018
ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ამ სამყაროში შემოქმედება და განვითარება მოაქვთ
ლომი: დღე პოზიტიური, აღმშენებლობითი ენერგიით დამუხტვას გპირდებათ. თქვენი გრძნობები და ფიქრები, ბოლოს და ბოლოს, ჰარმონიულ თანასწორობაში მოვა ერთმანეთთან. ვერც კი გაიხსენებთ, რა არის მოწყენილობა. თქვენ მიერ მიღებული ნებისმიერი მიღებული გადაწყვეტილება ბრძნულად და გააზრებულად იქნება მიღებული. დამაჯერებლად და ლამაზად შეგიძლიათ თქვენი ნებისმიერი აზრისა და წინადადების დასაბუთება.
ქალწული: ამ დღის ენერგეტიკა პრაქტიკულად ნებისმიერი საქმისა და წამოწყებისთვის ხელსაყრელია, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ სწორედ დღეს გადაჭარბებული რეაქცია გექნებათ წვრილმანებზე. ამის გამო რისკავთ, რომ ხელიდან გაუშვათ ის მრავალრიცხოვანი შესაძლებლობები, რომლებითაც ასე გულუხვად გასაჩუქრებთ ბედი, და ენერგია უაზრო რამეებს დაახარჯოთ. დღევანდელი დღის წარმატების გარანტი მარტივია: დაივიწყეთ წვრილმანები და ყურადღება ნამდვილად მნიშვნელოვანზე გაამახვილეთ.
სასწორი: დღეს ბედი თითქმის ყველა შესაძლებლობას მოგცემთ, რომ საზოგადოებრივ იერარქიაში წინ წაიწიოთ. ალბათ არ არსებობს სიტუაცია, რომელსაც სათანადოდ ვერ განავითარებთ და აქედან მაქსიმალურ სარგებელს არ მიიღებთ. ერთადერთი, რასაც ვარსკვლავები გირჩევენ, ისაა, რომ არ დაკარგოთ კონტროლი ემოციებზე და ზედმეტად არ გაგიტაცოთ აზარტმა.
გულის ფორმის ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2021
ზოდიაქო: ვის როგორ უმართლებს სიყვარულში
მორიელი: დღეს მთელი თავით შეიძლება გადაეშვათ სახლის საკითხების მოგვარებაში, და არ გეგონოთ, რომ საქმეები ჩვეულებრივზე ადვილად გადაწყდება. მთლიანობაში, საკმაოდ პოზიტიური ატმოსფერო შეიქმნება თქვენს სახლში და ამის მიზეზი თქვენი უნარი იქნება, რომ ნებისმიერი კონფლიქტი და გაუგებრობა საწყის დონეზევე ჩააცხროთ. თუ ახლობლებთან მიმართებით რაღაც პრობლემები დაგიგროვდათ, დღეს საუკეთესო დროა, რომ ამ საკითხებზე გულთადად ისაუბროთ.
მშვილდოსანი: დღეს სურვილი გაგიჩნდებათ, რომ სრული ბატონ–პატრონი იყოთ არა მხოლოდ საკუთარი ცხოვრების, არამედ თქვენი გეგმებისა და ფიქრებისაც. აზრი არა აქვს თქვენთვის რამე რჩევის და მით უმეტეს, რამე იდეის თავს მოხვევას – მაინც თქვენებურად გააკეთებთ ყველაფერს. ამასთან, იქით შეგიძლიათ რჩევების მიცემა, რომელთა შორის შეიძლება ღირებული რჩევებიც აღმოჩნდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, კონფლიქტისთვის განწყობილი არ ხართ და უთანხმოებებს მშვიდად გადაიტანთ.
თხის რქა: რაც შეეხება ფულსა და გრძნობებს, დღეს ვითარების ბატონ–პატრონი თქვენ იქნებით. საკმარისია შინაგანი წონასწორობის შენარჩუნება და საქმეები საკმაოდ პოზიტიურად განვითარდება. ვარსკვლავები სწორედ ამ წონასწორობისთვის განგაწყობენ. შეგიძლიათ ხელმძღვანელობასთან ხელფასის მომატებაზე დალაპარაკებაც, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რომ თქვენი არგუმენტები დამაჯერებელი და ნაკლებად ემოციური იყოს.
განთიადი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2019
ზოდიაქოს ნიშნების დილა: როგორ იწყება დღე თითოეული ნიშნისთვის
მერწყული: დღეს ადვილად შეიძლება აღმოჩნდეთ საყოველთაო ყურადღების ცენტრში. და რაც დასაფასებელია, ეს პოზიტიური თვალსაზრისით მოხდება. ბედი იდეალურ შანსს გაძლევთ, რომ განახორციელოთ საკუთარი შორსმიმავალი გეგმები და ოცნებები. მოქმედების დროა. დღეს ამაში გარშემომყოფები შეგიძლიათ თამამად ჩართოთ – მათ გადმობირებას თქვენ მხარეს სულ იოლად შეძლებთ.
თევზები: დღეს ვიღაც თქვენით მანიპულირებას შეეცდება, და თან ამას ძალზე დახვეწილად გააკეთებს – ვერც კი შეამჩნევთ, როგორ აღმოჩნდებით მოქნილი „მეთოჯინის“ ხელში. თუ არ გსურთ, ვინმეს ხელში მარიონეტად იგრძნოთ თავი, მეტად კრიტიკული უნდა იყოთ გარშემომყოფების ნათქვამის მიმართ და მათთან საუბრისას ხშირად გამოიყენოთ სიტყვა „არა“.
ყველა ახალი ამბავი
0