https://sputnik-georgia.com/20220721/zodiaqos-oxunji-nisnebi-268733456.html
ზოდიაქოს ყველაზე ოხუნჯი ნიშნები - ტოპ-ოთხეული
ზოდიაქოს ყველაზე ოხუნჯი ნიშნები - ტოპ-ოთხეული
Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველა ნიშნის წარმომადგენელთა შორის გვხვდებიან ხუმარა ადამიანები, მაგრამ ამ ოთხ ნიშანს განსაკუთრებით ბევრი ოხუნჯი და ყბედი წარმომადგენელი ჰყავს. 21.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-21T13:16+0400
2022-07-21T13:16+0400
2022-07-21T20:32+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249462845_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_8779d2d58d082e2e6cde710bbceb70b9.jpg
ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენელთა ცხოვრებაზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისინი ძალზე ხუმარა, მხიარულები არიან; უყვართ მხიარულება, იუმორი, არიან ენამოსწრებული ადამიანები.მშვილდოსანისიცოცხლის მოყვარული პირმოთნე მსახიობია. ბუნებით ყბედისთვის მიუღებელია ცუდი განწყობა, არ ვარდება აპათიაში, არ „ექვემდებარება“ დეპრესიას. ამ ადამიანის გვერდით ცუდ ხასიათზე ყოფნა შეუძლებელია. მთელ ძალისხმევას გამოიყენებს, რომ გაგამხიარულოთ. ხშირად ბავშვივით იქცევა, ღიად შეუძლია საკუთარ თავზე ხუმრობა. კონფლიქტის წამოწყება და მასში აქტიური მონაწილეობა მისი არაა. არ აინტერესებს, რას ფიქრობენ ირგვლივ მყოფები მასზე.ტყუპიენამახვილი ყბედია. რეიტინგის ლიდერთან მეტოქეობა თავისუფლად შეუძლია. არის ინტელექტუალი, ცნობისმოყვარე, ამიტომ სიამოვნებით იღებს მონაწილეობას დისკუსიებში. მაგრამ მისი პრობლემა ისაა, რომ დიდხანს არ შეუძლია ერთ პრობლემაზე შეჩერება – უსწრაფესად გადადის ერთი თემიდან მეორეზე. მის არსენალშია ცინცხალი სიახლეები და ანეკდოტები. ადამიანებთან ადვილად და ძალდაუტანებლად ურთიერთობს.ვერძიმოთავხედო მასხარაა. მისთვის არ არსებობს ზრდილობის ჩარჩოები, ამიტომ მისთვის უხამსი ხუმრობები ცხოვრების ნორმაა. ანეკდოტების მოყოლა გინების გარეშე არ შეუძლია, რადგან მიაჩნია, რომ ამის გარეშე ანეკდოტი მოსაწყენი ხდება. მათ შეუძლიათ სხვებს სახალხოდ დასცინონ, სამაგიეროდ, თავის შეცდომას საგულდაგულოდ დამალავენ. ხანდახან ძალზე უტაქტო არიან. დროთა განმავლობაში ირგვლივ მყოფები მისი ურთიერთობის მანერას ეჩვევიან და სერიოზულად უკვე აღარ აღიქვამენ.მერწყულიორიგინალური ყბედია. ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება საინტერესოდ გაატარო დრო სახლში. ამიტომ პირველივე შესაძლებლობისთანავე მიდის იქ, სადაც ბევრი ხალხია, სადაც შეუძლია თავისი ცინცხალი იდეები წარადგინოს, ადამიანებმა კი მას ტაში დაუკრან და მისით აღფრთოვანდნენ. თავის გენიალურ აზროვნებას ის იუმორით ამტკიცებს. აქვს რა ანალიტიკური გონება, შეუძლია თავად ააწყოს სიუჟეტები და ისინი იდეური ხუმრობებით გაამდიდროს. როცა საზოგადოებაში მხიარული ატმოსფერო იქმნება, ის სიამოვნებას იღებს. საკუთარ თავზეც თავისუფლად იოხუნჯებს.
https://sputnik-georgia.com/20220324/zodiaqos-nisnebi-sul-sxva-rakursit-265460866.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249462845_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_418dea4f5066dec00f99fb8fef8a9dc3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ზოდიაქოს ყველაზე ოხუნჯი ნიშნები - ტოპ-ოთხეული
13:16 21.07.2022 (განახლებულია: 20:32 21.07.2022) ზოდიაქოს ყველა ნიშნის წარმომადგენელთა შორის გვხვდებიან ხუმარა ადამიანები, მაგრამ ამ ოთხ ნიშანს განსაკუთრებით ბევრი ოხუნჯი და ყბედი წარმომადგენელი ჰყავს.
ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენელთა ცხოვრებაზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ისინი ძალზე ხუმარა, მხიარულები არიან; უყვართ მხიარულება, იუმორი, არიან ენამოსწრებული ადამიანები.
სიცოცხლის მოყვარული პირმოთნე მსახიობია. ბუნებით ყბედისთვის მიუღებელია ცუდი განწყობა, არ ვარდება აპათიაში, არ „ექვემდებარება“ დეპრესიას. ამ ადამიანის გვერდით ცუდ ხასიათზე ყოფნა შეუძლებელია. მთელ ძალისხმევას გამოიყენებს, რომ გაგამხიარულოთ. ხშირად ბავშვივით იქცევა, ღიად შეუძლია საკუთარ თავზე ხუმრობა. კონფლიქტის წამოწყება და მასში აქტიური მონაწილეობა მისი არაა. არ აინტერესებს, რას ფიქრობენ ირგვლივ მყოფები მასზე.
ენამახვილი ყბედია. რეიტინგის ლიდერთან მეტოქეობა თავისუფლად შეუძლია. არის ინტელექტუალი, ცნობისმოყვარე, ამიტომ სიამოვნებით იღებს მონაწილეობას დისკუსიებში. მაგრამ მისი პრობლემა ისაა, რომ დიდხანს არ შეუძლია ერთ პრობლემაზე შეჩერება – უსწრაფესად გადადის ერთი თემიდან მეორეზე. მის არსენალშია ცინცხალი სიახლეები და ანეკდოტები. ადამიანებთან ადვილად და ძალდაუტანებლად ურთიერთობს.
მოთავხედო მასხარაა. მისთვის არ არსებობს ზრდილობის ჩარჩოები, ამიტომ მისთვის უხამსი ხუმრობები ცხოვრების ნორმაა. ანეკდოტების მოყოლა გინების გარეშე არ შეუძლია, რადგან მიაჩნია, რომ ამის გარეშე ანეკდოტი მოსაწყენი ხდება. მათ შეუძლიათ სხვებს სახალხოდ დასცინონ, სამაგიეროდ, თავის შეცდომას საგულდაგულოდ დამალავენ. ხანდახან ძალზე უტაქტო არიან. დროთა განმავლობაში ირგვლივ მყოფები მისი ურთიერთობის მანერას ეჩვევიან და სერიოზულად უკვე აღარ აღიქვამენ.
ორიგინალური ყბედია. ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება საინტერესოდ გაატარო დრო სახლში. ამიტომ პირველივე შესაძლებლობისთანავე მიდის იქ, სადაც ბევრი ხალხია, სადაც შეუძლია თავისი ცინცხალი იდეები წარადგინოს, ადამიანებმა კი მას ტაში დაუკრან და მისით აღფრთოვანდნენ. თავის გენიალურ აზროვნებას ის იუმორით ამტკიცებს. აქვს რა ანალიტიკური გონება, შეუძლია თავად ააწყოს სიუჟეტები და ისინი იდეური ხუმრობებით გაამდიდროს. როცა საზოგადოებაში მხიარული ატმოსფერო იქმნება, ის სიამოვნებას იღებს. საკუთარ თავზეც თავისუფლად იოხუნჯებს.