https://sputnik-georgia.com/20220707/produqtebi-romlebic-seuzrudavad-segizliat-miirtvat-268280857.html
პროდუქტები, რომლებიც შეგიძლიათ შეუზღუდავად მიიღოთ და თან წონაში არ მოიმატოთ
პროდუქტები, რომლებიც შეგიძლიათ შეუზღუდავად მიიღოთ და თან წონაში არ მოიმატოთ
Sputnik საქართველო
როდესაც ფიგურას უფრთხილდებით, ფრთხილობთ, რომ წონაში არ მოიმატოთ, იცავთ დიეტებს, არის პროდუქტები, რომლებიც შეგიძლიათ შეუზღუდავად მიიღოთ. ეს პროდუქტები მდიდარია... 07.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-07T19:58+0400
2022-07-07T19:58+0400
2022-07-07T21:57+0400
სასარგებლო რჩევები
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23475/10/234751058_0:64:2049:1216_1920x0_80_0_0_1505f86fa0294d8ea38280bbe173af81.jpg
პოპკორნითუ პოპკორნს უზეთოდ და შაქრის გარეშე მოამზადებთ (მაგალითად, შეგიძლიათ ცოტაოდენი მარილი დაამატოთ), მისი მიღება თავისუფლად შეიძლება. პოპკორნის კალორიულობა ამ შემთხვევაში სულ 31 კილოკალორიას შეადგენს (პორცია — დაახლოებით 200 გრამი).ნიახურინიახური 95%-ით წყლისგან შედგება. ის ზედმეტი წონის დაკლებასა და ორგანიზმის დეტოქსიკაციას უწყობს ხელს.ბადრიჯანიშეგიძლიათ მიირთვათ შემწვარი ბადრიჯანი, თან შეუზღუდავად, ოღონდ მოამზადეთ ის გრილზე ცხიმის გარეშე. მისი კილოკალორიაა 24.ნიახურის სუპი – ჯადოსნური დიეტა წონის დასაკლებად>>ფორთოხალი, გრეიპფრუტი და მანდარინიზედმეტი წონის თავიდან ასარიდებლად ხშირად ბევრი ხილის მიღებას არ ურჩევენ, მაგრამ ეს ციტრუსებს არ ეხება. ისინი უჯრედისით არის მდიდარი, რომელიც საჭმლის მონელებას არეგულირებს და წონის ბუნებრივად კლებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, უჯრედისი დანაყრების შეგრძნებას იწვევს და შიმშილის გრძნობას ახშობს.გრეიპფრუტი და მისი სასარგებლო თვისებები>>საზამთრო და ნესვიერთი ნაჭერი საზამთრო შეიცავს 60-70 კკალორიას (ნესვი ოდნავ მეტს), ამიტომ მათი ჭამა მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ. საზამთროსა და ნესვს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე გამოაქვს და კარგადაც ანაყრებს.საზამთრო და საზამთროს კურკა – რა სარგებლობა მოაქვს და როდის შეიძლება გვავნოს>>ზღვის წყალმცენარეებიზღვის წყალმცენარეები (ლამინარია და სხვ.) იოდის უმდიდრესი წყაროა, ის ფარისებრი ჯირკვლის სწორ მუშაობას უწყობს ხელს, ეს კი ნიშნავს, რომ ჰორმონალური ფონი წესრიგში იქნება და წონაც ნორმაში დარჩება.ყაბაყიყაბაყის ერთი პორცია მხოლოდ 42 კილოკალორიას შეიცავს. ის არეგულირებს წყალ-მარილოვან ბალანსს ორგანიზმში, რაც გახდომის მოყვარულებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამასთან, ყაბაყის მეშვეობით მეორე კერძების კალორიულობის შემცირება შეიძლება.კიტრიშეუცვლელი ბოსტნეულია გახდომის მსურველებისთვის — ის ებრძვის შეშუპებას და წონაში დაკლება ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებების მიღების ფონზე ხდება.კიტრი – უძველესი ბოსტნეული კულტურა – რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ>>ჭარხალიჭარხალი მიკროელემენტების შესანიშნავი წყაროა, კერძოდ — მანგანუმის, რაც ორგანიზმს ეხმარება ცხიმების დაწვაში, კუნთების მუშაობაში, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს. ჭარხლის ერთი პორცია 40 კილოკალორიას შეიცავს.ჭარხალი და მისი სასარგებლო თვისებები>>კვერცხიმისი მიღება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, თუნდაც ღამით, თუ შიმშილმა შეგაწუხათ — ერთ გრამსაც არ მოიმატებთ. რა თქმა უნდა, ჯობს მოხარშული კვერცხი მიიღოთ.ანანასიუგემრიელესი ხილია და ნამდვილი მეგობარი გახდომის მსურველებისთვის. მასში შემავალი ბრომელაინი აქტიურად შლის ცხიმებს და ხელს უწყობს ცილების გადამუშავებას.ანანასი - სასარგებლო თვისებები>>ვაშლი და ქლიავიერთ ვაშლში სულ 50 კილოკალორიაა. ის ანაყრებს და ნაწლავების მუშაობას არეგულირებს. ქლიავი კი С ვიტამინით არის მდიდარი, რომელიც გულისა და სისხლძარღვების მუშაობას ეხმარება.რუკოლა და სალათის ფოთოლირუკოლა და სალათის ფოთოლი ფოლიუმის მჟავის შესანიშნავი წყაროა. მისი ჭამა კილოგრამობით შეიძლება. ერთ ფურცელში მხოლოდ 3 კილოკალორიაა.კენკროვანი ხილი: მოცხარი, შტოში, მარწყვიდიდი რაოდენობით С ვიტამინი მოცხარსა და შტოშში ორგანიზმს ცხიმის დაწვაში ეხმარება. მოცხარს ასევე შარდმდენი ეფექტი გააჩნია, რაც ნიშნავს, რომ ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე გამოაქვს, ეს კი წელის არეში ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას ებრძვის. მარწყვს შესანიშნავი საკვები თვისებები აქვს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და გულსა და სისხლძარღვებს ჯანმრთელობას უნარჩუნებს.მარწყვი – უგემრიელესი და უაღრესად სასარგებლო კენკრა>>კომბოსტო, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტოყველა სახის კომბოსტო „დიეტომანების“ ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა. დაჭრილ პორცია კომბოსტოში სულ 7 კალორიაა. მისგან მრავალი კერძის მომზადება შეიძლება. რა თქმა უნდა, ყოველდღე და დღეში სამჯერ კომბოსტოს მიღება არ ღირს, რადგან მასში შემავალი ნივთიერებები იოდის ათვისებას ეღობება წინ. მაგრამ ის აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის მუშაობისთვის. მისი ჩართვა კვების რაციონში კვირაში რამდენჯერმე შეიძლება.ბროკოლი, ანუ სატაცურა კომბოსტო და მისი სასარგებლო თვისებები>>
https://sputnik-georgia.com/20211129/fortoxali-sasargeblo-tvisebebi-262448884.html
https://sputnik-georgia.com/20180219/yabayi-239348550.html
https://sputnik-georgia.com/20180827/vaSlis-sasargeblo-da-saxifaTo-Tvisebebi-241828604.html
https://sputnik-georgia.com/20191104/Savi-mocxari-Ribes-nigrum-246911697.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23475/10/234751058_170:0:1877:1280_1920x0_80_0_0_3a6120b3c9068a65381d4f982229587a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ჩვენ და ბუნება
სასარგებლო რჩევები , ჩვენ და ბუნება
პროდუქტები, რომლებიც შეგიძლიათ შეუზღუდავად მიიღოთ და თან წონაში არ მოიმატოთ
19:58 07.07.2022 (განახლებულია: 21:57 07.07.2022) როდესაც ფიგურას უფრთხილდებით, ფრთხილობთ, რომ წონაში არ მოიმატოთ, იცავთ დიეტებს, არის პროდუქტები, რომლებიც შეგიძლიათ შეუზღუდავად მიიღოთ. ეს პროდუქტები მდიდარია უჯრედისით და თან - დაბალკალორიულია.
თუ პოპკორნს უზეთოდ და შაქრის გარეშე მოამზადებთ (მაგალითად, შეგიძლიათ ცოტაოდენი მარილი დაამატოთ), მისი მიღება თავისუფლად შეიძლება. პოპკორნის კალორიულობა ამ შემთხვევაში სულ 31 კილოკალორიას შეადგენს (პორცია — დაახლოებით 200 გრამი).
ნიახური 95%-ით წყლისგან შედგება. ის ზედმეტი წონის დაკლებასა და ორგანიზმის დეტოქსიკაციას უწყობს ხელს.
შეგიძლიათ მიირთვათ შემწვარი ბადრიჯანი, თან შეუზღუდავად, ოღონდ მოამზადეთ ის გრილზე ცხიმის გარეშე. მისი კილოკალორიაა 24.
ფორთოხალი, გრეიპფრუტი და მანდარინი
ზედმეტი წონის თავიდან ასარიდებლად ხშირად ბევრი ხილის მიღებას არ ურჩევენ, მაგრამ ეს ციტრუსებს არ ეხება. ისინი უჯრედისით არის მდიდარი, რომელიც საჭმლის მონელებას არეგულირებს და წონის ბუნებრივად კლებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, უჯრედისი დანაყრების შეგრძნებას იწვევს და შიმშილის გრძნობას ახშობს.
ერთი ნაჭერი საზამთრო შეიცავს 60-70 კკალორიას (
ნესვი ოდნავ მეტს), ამიტომ მათი ჭამა მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ. საზამთროსა და ნესვს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე გამოაქვს და კარგადაც ანაყრებს.
ზღვის წყალმცენარეები (ლამინარია და სხვ.) იოდის უმდიდრესი წყაროა, ის ფარისებრი ჯირკვლის სწორ მუშაობას უწყობს ხელს, ეს კი ნიშნავს, რომ ჰორმონალური ფონი წესრიგში იქნება და წონაც ნორმაში დარჩება.
ყაბაყის ერთი პორცია მხოლოდ 42 კილოკალორიას შეიცავს. ის არეგულირებს წყალ-მარილოვან ბალანსს ორგანიზმში, რაც გახდომის მოყვარულებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამასთან, ყაბაყის მეშვეობით მეორე კერძების კალორიულობის შემცირება შეიძლება.
შეუცვლელი ბოსტნეულია გახდომის მსურველებისთვის — ის ებრძვის შეშუპებას და წონაში დაკლება ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებების მიღების ფონზე ხდება.
ჭარხალი მიკროელემენტების შესანიშნავი წყაროა, კერძოდ — მანგანუმის, რაც ორგანიზმს ეხმარება ცხიმების დაწვაში, კუნთების მუშაობაში, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს. ჭარხლის ერთი პორცია 40 კილოკალორიას შეიცავს.
მისი მიღება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, თუნდაც ღამით, თუ შიმშილმა შეგაწუხათ — ერთ გრამსაც არ მოიმატებთ. რა თქმა უნდა, ჯობს მოხარშული კვერცხი მიიღოთ.
უგემრიელესი ხილია და ნამდვილი მეგობარი გახდომის მსურველებისთვის. მასში შემავალი ბრომელაინი აქტიურად შლის ცხიმებს და ხელს უწყობს ცილების გადამუშავებას.
ერთ ვაშლში სულ 50 კილოკალორიაა. ის ანაყრებს და ნაწლავების მუშაობას არეგულირებს.
ქლიავი კი С ვიტამინით არის მდიდარი, რომელიც გულისა და სისხლძარღვების მუშაობას ეხმარება.
რუკოლა და სალათის ფოთოლი ფოლიუმის მჟავის შესანიშნავი წყაროა. მისი ჭამა კილოგრამობით შეიძლება. ერთ ფურცელში მხოლოდ 3 კილოკალორიაა.
კენკროვანი ხილი: მოცხარი, შტოში, მარწყვი
დიდი რაოდენობით С ვიტამინი მოცხარსა და შტოშში ორგანიზმს ცხიმის დაწვაში ეხმარება. მოცხარს ასევე შარდმდენი ეფექტი გააჩნია, რაც ნიშნავს, რომ ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე გამოაქვს, ეს კი წელის არეში ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას ებრძვის. მარწყვს შესანიშნავი საკვები თვისებები აქვს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და გულსა და სისხლძარღვებს ჯანმრთელობას უნარჩუნებს.
კომბოსტო, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო
ყველა სახის კომბოსტო „დიეტომანების“ ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა. დაჭრილ პორცია კომბოსტოში სულ 7 კალორიაა. მისგან მრავალი კერძის მომზადება შეიძლება. რა თქმა უნდა, ყოველდღე და დღეში სამჯერ კომბოსტოს მიღება არ ღირს, რადგან მასში შემავალი ნივთიერებები იოდის ათვისებას ეღობება წინ. მაგრამ ის აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის მუშაობისთვის. მისი ჩართვა კვების რაციონში კვირაში რამდენჯერმე შეიძლება.