კიტრი – უძველესი ბოსტნეული კულტურა – რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ

კიტრი - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
კიტრი ჩვენი რაციონის განუყოფელი შემადგენელია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ და გავითვალისწინოთ, რომ ერთი შეხედვით სრულიად უწყინარ მცენარეს ზოგიერთ შემთხვევაში ზიანის მოყენებაც შეუძლია.

კიტრი (Cucumis sativus) გოგრისებრთა ოჯახის ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. არსებობს მისი მრავალი ჯიში. 

გოგრის ოჯახში შედის გოგრა, ყაბაყი, საზამთრო, ნესვი და სხვ. მეცნიერთა ბოლო კვლევების თანახმად, ნესვისა და კიტრის გენეტიკური მსგავსება 95%-ს შეადგენს.

გოგრა - Sputnik საქართველო, 1920, 11.12.2017
გოგრის თესლი - მრავალი დაავადების მკურნალი

კიტრი ყველაზე ძველი ბოსტნეული კულტურაა. ის რაც უფრო პატარა, მწვანე და უმწიფარია, მით უფრო უკეთესი და გემრიელია. ანტიკურ ხანაში ბერძნები მას „აგურუსს“ უწოდებდნენ, რაც „უმწიფარს“ ნიშნავს. კიტრი ინდოეთიდან გავრცელდა. თითქმის ექვსი ათასი წელია, რაც ადამიანებმა შეიყვარეს ეს კულტურა. 

კიტრის კალორიულობა, შემცველობა და სასარგებლო თვისებები

კიტრის სხვადასხვა ჯიშის, მჟავე კიტრისა და მარინადების კალორიულობა 100 გრამ პროდუქტზე 11-დან 16 კკალორიამდე მერყეობს.

  • კიტრი დიეტურ პროდუქტებს შორის პირველ ადგილს იკავებს. ის 95% წყლისგან შედგება, რაც ნიშნავს, რომ ძალზე დაბალკალორიულია.

კიტრში შემავალი წყალი – ბუნებრივი ადსორბენტია (სხეული, რომელიც აირიდან ან ხსნარიდან კარგად შთანთქავს ნივთიერებას), მას სხვადასხვა შხამის დანაწევრება შეუძლია, ამიტომ კიტრი სასარგებლოა სხვადასხვა სახის მოწამვლისას, ასევე მისი ყოველდღიური გამოყენება წმენდს ორგანიზმს დაგროვებული შხამებისგან.

გენმოდიფიცირებული პროდუქტები – მითები და რეალობა>>

კიტრი შეიცავს იოდის სასარგებლო და ადვილად ასათვისებელ ნაერთებს: მეცნიერები მიიჩნევენ, რომ კიტრის რეგულარული მიღება აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის, გულისა და სისხლძარღვების მუშაობას. კიტრში არის ბევრი უჯრედისი, ამიტომ ის აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას, ასევე სისხლძარღვების კედლებს ზედმეტი ქოლესტერინისგან წმენდს.

ყაბაყი - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2018
ყაბაყი – ვიტამინებითა და სხვადასხვა ნივთიერებებით მდიდარი შეუცვლელი პროდუქტი

კიტრი შეიცავს შაქრებს, ცილებს, ვიტამინებს A, B1, B2, B3, B6, B9, C, E, H, PP, კაროტინს, ქლოროფილს, ფოლიუმის მჟავას, კალიუმს, ფოსფორს, რკინას, ნატრიუმს, მაგნიუმს, ქლორს, მანგანუმს, თუთიას, სპილენძს, ქრომსა და ვერცხლსაც კი.

კალიუმის მაღალი შემცველობის წყალობით კიტრი ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხეს, აქრობს შეშუპებას, ამცირებს არტერიულ წნევას. აქვს მსუბუქი გამხსნელი ეფექტი. დაბალი კალორიულობისა და „გამწმენდი“ ეფექტის წყალობით კიტრი იდეალური პროდუქტია ზედმეტი წონის დასაკლებად.

სამკურნალო თვისებები აქვს კიტრის თესლს – მას ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში იყენებდნენ, როგორც სიცხის დამწევ საშუალებას, დამწვრობის დროს. ორგანიზმიდან გამოაქვს ზედმეტი ქოლესტერინი. 

ქლიავი, მისი თვისებები და რჩევები: როდის შეიძლება მისი მიღება და როდის – არა>>

განსაკუთრებით სასარგებლოა კიტრის წვენი – ის შეიცავს ბევრ მინერალურ მარილს, ასევე კალციუმს, ფოსფორსა და ნატრიუმს; გამაჯანსაღებელ და გამაახალგაზრდავებელ მოქმედებას ახდენს ორგანიზმსა და კანზე, ის ტონუსში მოჰყავს, აუმჯობესებს მეხსიერებას, აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ხელ უწყობს ჯანმრთელი კბილებისა და ღრძილების შენარჩუნებას. ასევე კიტრის წვენი აბრკოლებს ათეროსკლეროზის განვითარებას, არის შესანიშნავი შარდმდენი საშუალება.

პომიდორი - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2018
pomo d’orо, ანუ ყველასთვის საყვარელი „ოქროს ვაშლის“ სასარგებლო თვისებები

კიტრის წვენი კარგად მოქმედებს ხანგრძლივი ხველებისას, ამსუბუქებს ტუბერკულიოზით დაავადებულთა მდგომარეობას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აქვს ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

კიტრის წვენი ხელს უშლის ნახშირწყლების ცხიმად გარდაქმნას, წმენდს ორგანიზმს შლაკებისგან და აბრკოლებს მარილების დაგროვებას.

ამას გარდა, კიტრის წვენი, ვაშლისა და პომიდვრის წვენთან შერეული (1:1:1 თანაფარდობით) და ერთი კბილი ნივრის დამატებით სისხლის შემადგენლობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

დღე-ღამეში დასაშვებია 1 ლიტრამდე კიტრის წვენის მიღება, ამასთან ერთ ჯერზე 100 გრამზე მეტის მიღება რეკომენდებული არ არის.

ალუბალი: გემრიელი და უაღრესად სასარგებლო ხილი>>

გაითვალისწინეთ:

რაც შეეხება კიტრის კანს, ის ასევე ძალზე სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის, სწორედ კანშია თავმოყრილი, მაგალითად, ვიტამინები С, В, В2, ბიოტინი, კაროტინი, ნიკოტინის მჟავა, ვერცხლი და სხვა; მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ კიტრის კანი ღრუბელივითაა, აგროვებს არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ მავნე ნივთიერებებსაც. ესაა პესტიციდები, ნიტრატები და სხვა ქიმიკატები. ამდენად, თუ კიტრი თქვენი მოყვანილი არაა და არ ხართ დარწმუნებული, რომ ის ქიმიური საშუალებების გარეშე მოიყვანეს, აუცილებლად გაფცქვენით და ისე მიირთვით.

ტყემალი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2020
ტყემალი – ბუნების საგანძური ადამიანის ჯანმრთელობისთვის

კიტრის მიღება არ შეიძლება:

მწვავე და ქრონიკული ნეფრიტების, ქრონიკული თირკმლის უკმარისობის გამწვავების, თირკმელებში კენჭოვანი დაავადებების დროს. კიტრის მიღება უნდა შეიზღუდოს წყლულოვანი დაავადებების გამწვავებისას, გასტრიტების, ენტეროკოლიტების, კოლიტების დროს.

მჟავე კიტრის მიღება არ არის რეკომენდებული სიმსუქნის, გაცხიმოვნების, მწვავე და ქრონიკული ნეფრიტის, პიელონეფრიტის, გასტრიტის გამწვავების, ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის, სანაღვლე გზების დისკინეზიის დროს.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური