ყველასთვის საყვარელი ციტრუსი – ფორთოხალი და მისი სასარგებლო თვისებები

© Pixabay / pixel2013ფორთოხალი
ფორთოხალი - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2021
გამოწერა
ფორთოხალი შეიცავს უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, არის ვიტამინების ნამდვილი საბადო. სასარგებლოა ფორთოხლის არა მხოლოდ რბილობი, არამედ კანიც.
ფორთოხალი (Citrus sinensis) მარადმწვანე მცენარეა ტეგანისებრთა ოჯახის ციტრუსის გვარისა.
ფორთოხლის სამშობლოდ სამხრეთ–აღმოსავლეთი აზია მიიჩნევა. მას სხვაგვარად „ჩინურ ვაშლსაც" უწოდებენ. ევროპაში ის პორტუგალიელებმა შეიტანეს (1548 წელს). მაგრამ რაც შეეხება ხმელთაშუა ზღვის რეგიონს, იქ ფორთოხალი ბევრად ადრე გაჩნდა. ციტრუსი გავრცელებულია საქართველოშიც.
ფორთოხლის კალორიულობა და შემადგენლობა
100 გრამი ფორთოხლის კალორიულობა დაახლოებით 36–43 კკალორიაა. ამდენივეა ფორთოხლის წვენში.
კივი - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2021
კივი – С ვიტამინისა და მრავალი სასარგებლო ელემენტის ნამდვილი საბადო
100 გრამი პროდუქტის კვებითი ღირებულებაა: ცილები – 0,9 გრამი, ცხიმები – 0,2 გრამი, ნახშირწყლები – 9,2 გრამი, ნაცარი – 0,5 გრამი, წყალი – 87 გრამი.
ფორთოხალი ძალზე სასარგებლო პროდუქტია. ის შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს: შაქრებს (ფრუქტოზა და გლუკოზა), კალიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, კალციუმი, რკინა, თუთია, ნატრიუმი, ფოლიუმის მჟავა, უჯრედისი, ლიმონმჟავა, ეთერზეთები. ის ვიტამინების ნამდვილი საბადოა – А, В1, В2, В5, В6, РР და რაც მთავარია, С – ციტრუსის 100 გრამი რბილობი ამ ვიტამინის ადამიანისთვის საჭირო სადღეღამისო ნორმას შეიცავს. В–ვიტამინის შემცველობით ის რძეს უტოლდება.
ფორთოხალშია ასევე ფლავონოიდები – ნივთიერებები, რომლებიც ორგანიზმის ზრდას არეგულირებს და გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება; ფიტონციდები – ბუნებრივი ანტიბიოტიკები, რაც მრავალ დაავადებასთან ბრძოლისთვისაა საჭირო.
ჯონჯოლი და მისი უცნობი უნიკალური თვისებები>>
ციტრუსის კანის თეთრი ნაწილი შეიცავს პექტინებს, რომელიც აძლიერებს ნაწლავების მოტორიკას და ამხირებს ჩირქოვან პროცესებს.
ფორთოხლის სასარგებლო თვისებები
ფორთოხალი აძლიერებს იმუნიტეტს, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, კარგად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე. ციტრუსის მუდმივი მოხმარება დადებით გავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე. მას ორგანიზმიდან გამოაქვს შლაკები და დიდხანს მიღებისას დადებითად მოქმედებს კუჭის შეკრულობის დროს.
მანგო - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
მანგო – „ღმერთების სადილი“, ანუ ხილთა დედოფალი
ხილი რეკომენდებულია ავიტამინოზის მკურნალობისას, გაციების პროფილაქტიკისთვის. С–ვიტამინისა და კალიუმის წყალობით ის აუმჯობესებს ადამიანის მდგომარეობას ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზისა და ჭარბცხიმიანობის დროს.
ფორთოხლის წვენს, ნაყოფის მსგავსად, აქვს ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო, ასევე მატონიზირებელი მოქმედება. ის რეკომენდებულია ნერვული სისტემის დაავადებების, პოდაგრის დროს, ვირუსული დაავადებების გადატანის შემდეგ ორგანიზმის აღსადგენად.
ციტრუსი ხელს უწყობს ძვლის ქსოვილის რეგენერაციას, ამიტომ კარგია მისი მიღება მოტეხილობის შემდეგ. ფორთოხლის წვენი დადებითად მოქმედებს ღვიძლისა და ფილტვების დაავადებებისას.
ფორთოხლის წვენი ღრძილების, ასევე პირის ღრუს სხვადასხვა ანთებითი პროცესების დროს გამოიყენება, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში მისი ამ თვალსაზრისით გამოყენება არ შეიძლება, რადგან არასახარბიელოდ მოქმედებს კბილის მინანქარზე. წვენი ასევე კარგია პირში უსიამოვნო სუნის გასაქრობად.
ლიმონი - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2020
ლიმონი და მისი სასარგებლო თვისებები
ფორთოხალი აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, ის ებრძვის კანის სიმშრალეს; ამასთან, ხილის რბილობით მომზადებული სახის ნიღბები კანს ვიტამინებით ამდიდრებს.
ფორთოხლის ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით მისი გამოყენება შესაძლებელია გარეგნულადაც. წვნიანი რბილობით მომზადებული ფაფისებრი მასის სახვევები კანის სხვადასხვა დაზიანების აღდგენისთვის საკმაოდ ეფექტურია, განსაკუთრებით დამწვრობისა და ზედაპირული ჭრილობების დროს.
სასარგებლო თვისებები ხილის მხოლოდ რბილობს არა აქვს. სასარგებლოა მისი ქერქიც – ფორთოხლის კანისგან დამზადებული ჩაი დადებითად მოქმედებს გაციებისა და ნევროზების დროს.
მუხის ქერქი, ფოთოლი, რკო – სამკურნალო თვისებები>>
ფორთოხლის კანისგან იღებენ არომატულ ზეთებს, რომლებსაც შეუძლია თავის ტკივილის მოხსნა და განწყობის გაუმჯობესება. მას არომათერაპიის დროს იყენებენ.
როდის უნდა მოვერიდოთ ფორთოხლის მიღებას:
ფორთოხალში შაქრებისა და მჟავების მაღალი შემცველობაა, ამიტომ მისი მიღება უნდა შეიზღუდოს შაქრიანი დიაბეტის დროს (შესაძლებელია მიღება მცირე ულუფებით), გასტრიტის, მწვავე ნეფრიტისას. ასევე შესაძლებელია მან გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.
ყველა ახალი ამბავი
0