მანგო – „ღმერთების სადილი“, ანუ ხილთა დედოფალი

© Pixabay / Thaizealმანგო
მანგო - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
გამოწერა
ამ ტროპიკულ ხილს უამრავი დადებითი თვისება აქვს, მათ შორისაა ქოლესტერინის დონის შემცირება, არტერიული წნევის დაქვეითება, ძვლოვანი ქსოვილების აღდგენის უნარი, ონკოდაავადებების პროფილაქტიკა და სხვ.
მანგო, მანგოს ხე (Mangifera) მარადმწვანე ხეა თუთუბოსებრთა ოჯახისა. აქვს კურკიანი ნაყოფი. მას ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე „ღმერთების სადილს“ უწოდებდნენ.

მანგო სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ხილია. მისი სახელი ითარგმნება, როგორც „დიდებული ხილი“. მანგოს ტროპიკულ ხილთა დედოფალსაც უწოდებენ. არსებობს ხილის 400-ზე მეტი სახეობა.
მანგოს კალორიულობა და შემადგენლობა
მანგოს კალორიულობა 100 გრამ პროდუქტზე არის 67 კკალორია.

მანგოს შემადგენლობაშია: ვიტამინები – В ჯგუფის (B1, B2, B5, B6, B9), A, C, D, PP, K; მინერალური ნივთიერებები: კალიუმი, კალციუმი, თუთია, მანგანუმი, რკინა, სპილენძი, ფოსფორი. ის მდიდარია უჯრედისითა და პექტინით. ის ასევე შეიცავს საქაროზას, ორგანულ მჟავებსა და მანგუსტინს.
სელის თესლი - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
სელის თესლი და მისი სასარგებლო თვისებები
მანგოს სასარგებლო თვისებები
მანგოს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს. გამოვყოფთ მათგან რამდენიმეს:
მანგო, პირველ რიგში, ასკორბინის მჟავის ძირითადი მომწოდებელია. მასში С ვიტამინი რამდენჯერმე მეტია, ვიდრე ლიმონში. აქედან გამომდინარე, ამ ხილის მიღება რეკომენდებულია გაციების დროს.
მანგო დადებითად მოქმედებს ადამიანის ძვლოვან ქსოვილზე და ამასთან აჩქარებს ჭრილობის შეხორცების პროცესს.
მანგოს ნაყოფი სისხლში აქვეითებს ქოლესტერინის დონეს.
ხილი აჩქარებს ორგანიზმიდან შაქრის გამოდევნას. ეს ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს, ამიტომ მისი მიღება სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტით დაავადებული და ჭარბწონიანობისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის.
არანაკლებ სასარგებლო ზემოქმედებას ახდენს მანგო გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ხილში შემავალი კომპონენტები აძლიერებს სისხლძარღვებს, ასევე ამსუბუქებს ანთებით პროცესებსა და ალერგიებს.
ავოკადო - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
ავოკადო – ხილი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი
А ვიტამინის წყალობით მანგოს მიღებისას უმჯობესდება მხედველობა საღამოს საათებში.
მანგოს კომპონენტებს შეუძლიათ თავისუფალი რადიკალების დანგრევა, რომლებიც ნეგატიურად ზემოქმედებენ ტვინის უჯრედებზე.
მანგო ასრულებს ონკოდაავადებების პროფილატიკურ ფუნქციას (ძუძუს კიბოსა და პროსტატის).
კალიუმის მაღალი შემცველობის წყალობით ხილი არეგულირებს არტერიულ წნევას.
უჯრედისის მაღალი შემცველობა აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, აწესრიგებს ნაწლავების მიკროფლორას, ორგანიზმიდან გამოაქვს შლაკები.
ვიტამინ В6-ს შეუძლია სტრესულ სიტუაციებთან გამკლავება. ხილის რეგულარული მიღება ხელს უწყობს დამშვიდებასა და ნერვული სისტემის მოწესრიგებას.
მანგო ასევე არის დიეტური პროდუქტი. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და ორგანიზმიდან სითხის გამოდევნის პროცესს აჩქარებს.
რა ზიანის მოტანა შეუძლია მანგოს
მიუხედავად უამრავი სასარგებლო თვისებისა, მაინც არის ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც მანგო სიფრთხილით, ან საერთოდ არ უნდა მიიღონ.
არასასურველია მანგოს მიღება სამ წლამდე ბავშვებისთვის. ეს ეგზოტიკური ხილი ჩვენთვის უცხოა, ამიტომ არ ვიცით, როგორ რეაგირებას მოახდენს ბავშვის ორგანიზმი ახალ პროდუქტზე.
ფორთოხალი - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2018
ყველასთვის საყვარელი ციტრუსი – ფორთოხალი და მისი სასარგებლო თვისებები
მანგოს მიღების შემდეგ, თუნდაც სულ მცირე ულუფა მიიღოთ, 2-3 საათის განმავლობაში მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას.
მანგოს მიღება არ შეიძლება, ვისაც მგრძნობიარე ლორწოვანი გარსი აქვს.
სიფრთხილე მართებთ ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილ ადამიანებს.
როგორ შევარჩიოთ მანგო
მწიფე ხილის კანი უნდა იყოს გლუვი, მბრწყინავი და ლამაზი.
ხილი საკმაოდ მძიმეა. თუ მას თითს დააჭერთ, პატარა ღრმული უნდა გაჩნდეს, რომელიც პრაქტიკულად მაშინვე სწორდება. ძალიან რბილი ნაყოფი მეტყველებს, რომ ხილი შიგნიდან უკვე ფუჭდება.
არ გადაყაროთ მანდარინის ქერქი - ის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოგადგებათ>>
თუ ხილი გადამწიფებულია, მისი კანი მომჩვარული და დანაოჭებული იქნება.
თუ მკვახე ხილს შეიძენთ, მისი დამწიფება სახლში ძალიან გაგიჭირდებათ.
თუ მწიფე ხილი იყიდეთ, მისი შენახვა მაცივარში ჯობს, ხოლო თუ კარგად მწიფე არ არის, შეგიძლიათ ოთახის ტემპერატურაზე დატოვოთ. შეგიძლიათ ხილის გაყინვაც მაცივრის საყინულეში.
ყველა ახალი ამბავი
0