სელის თესლი და მისი სასარგებლო თვისებები

CC BY 2.0 / Flickr/ INRA DIST / Lin textile OPALINEსელის თესლი
სელის თესლი - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
გამოწერა
სელის თესლი და ზეთი ხალხურ მედიცინაში გამოიყენება, როგორც ჰიპერტონიის, მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის შესანიშნავი პროფილაქტიკური საშუალება.
სელი — (Linum) სელისებრთა ოჯახის ერთწლიანი ან მრავალწლოვანი მცენარეა. აერთიანებს 200-მდე სახეობას. ყველაზე მეტად გავრცელებულია ჩვეულებრივი, ანუ კულტურული სელი (Linum usitatissimum), რომელიც იყოფა ხუთ ჯგუფად: სართავი, შუალურა, ზეთოვანი, მსხვილმარცვალა, გართხმული. უმთავრესად კულტივირებულია სართავი და ზეთოვანი სელი. ძველად სართავი სელი ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში (კოლხეთში). ის ამჟამად აღარ მოჰყავთ.
სელის თესლი — პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ომეგა-3, ომეგა-6 და ომეგა-9-ის ყველაზე მდიდარი მცენარეული წყაროა. ამასთან, ომეგა-3-ს საკმარისი რაოდენობით შეიცავს მხოლოდ თევზის ქონი და სელის ზეთი.
ომეგა-3-ის შემცველობა სელის თესლში ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე თევზის ქონში.
ავოკადო - Sputnik საქართველო, 1920, 25.10.2021
ავოკადო – ხილი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი
ასევე სელის თესლი შეიცავს ვიტამინებს: D, E, B2, B3, B4, B5, B6, B9, ტოკოფეროლებს, ბეტა-კაროტინს, მინერალურ ნივთიერებებს, მაკრო და მიკროელემენტებს: კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, მანგანუმს, სპილენძს, ქრომს, სელენს, ალუმინს, ნიკელს, იოდს, ბორსა და თუთიას.
სელის თესლი გამოიყენება:
წმენდს ნაწლავებს, მათ შორის, პარაზიტებისგან
ათეროსკლეროზი — სისხლიდან გამოაქვს ე.წ. ცუდი ქოლესტერინი
ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებები
ანთებითი ხასიათის შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები
ყელისა და სასუნთქი გზების დაავადებები და სხვ.
სელის თესლის ცივი ნაყენი: ნაღვლისა და შარდის გამოყოფას მსუბუქად ასტიმულირებს, აქვს გამხსნელი და იმუნომასტიმულირებელი მოქმედება. გამოიყენება საკვებით მოწამვლის დროს. მიღების წესი — 2-3 სუფრის კოვზი რამდენჯერმე დღეში პატარა ყლუპებით.
CC BY 2.0 / Flickr/ INRA DIST / Linum usitatissimumსელის თესლი და ზეთი
სელის თესლი და ზეთი - Sputnik საქართველო, 1920, 28.10.2021
სელის თესლი და ზეთი
ლარინგიტისას: ერთ სუფრის კოვზ სელის თესლს ასხამენ 200 გრამ წყალს ან რძეს, ადუღებენ 10 წუთი დაბალ ცეცხლზე, თან ურევენ. მიღების წესი — დილითა და საღამოს 2-3 სუფრის კოვზი პატარა ყლუპებით.
მწვავე ბრონქიტის დროს გამაღიზიანებელი ხველით: 100 გრამი სელის თესლს ურევენ 500 გრამ თაფლს. ამ ნარევის 1 ჩაის კოვზს იღებენ თბილ წყალთან ერთად დღეში 8-10-ჯერ. ხველის შერბილების შემდეგ ნარევს უმატებენ ანისულის ნაყოფის, კამისა და ჯანჯაფილის ფხვნილს თითო ჩაის კოვზის ოდენობით და საკვების მიღების შუალედებში, დღეში 4-6-ჯერ იღებენ.
მწიფე ხურმა - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
ხურმა, კარალიოკი – სასარგებლო თვისებები
ჭრილობებისა და დამწვრობის მოშუშებისთვის: სელის თესლის ზეთს ურევენ უმი კვერცხის ცილას თანაფარდობით 1:1. გამოიყენება შემამსუბუქებელი და ტკივილგამაყუჩებელი საფენისთვის.
ქრონიკული პანკრეატიტის, ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადების დროს: მიიღეთ სელის თესლი 1 ჩაის ან სადილის კოვზი დღეში 4-5-ჯერ ჭამის წინ ან ჭამის დროს.
სელის თესლის ნახარში, რომელიც გამოიყენება ხალხურ მედიცინაში, კუჭის კედელზე წარმოქმნის ლორწოვან აპკს, რაც ცხიმის ორგანიზმში მოხვედრას უწევს წინააღმდეგობას, ხოლო სელის თესლი, იზრდება რა მისი მოცულობა და იწოვს სისველეს, ამცირებს შიმშილის გრძნობას. სელის თესლი ეხმარება ორგანიზმს ჭარბი წონის მოცილებაში და წმენდს მას შლაკებისგან, ამაღლებს იმუნიტეტს, ამცირებს ონკოლოგიური დაავადებების რისკს. მიუხედავად ამისა, მისი ხანგრძლივი დროით გამოყენება არ შეიძლება. მიიღეთ სელის თესლი ორი კვირის განმავლობაში, შემდეგ დაისვენეთ ორი კვირა. სელის თესლის ნაყენი მიიღეთ არაუმეტეს სამი თვისა, შემდეგ შეისვენეთ 1 თვე. ნახარში ამცირებს მადას, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს, ზრდის იმუნიტეტს, წმენდს კანს — ის ხავერდოვანი და რბილი ხდება. ამაგრებს ფრჩხილებს, თმა ბზინვას იწყებს.
ნახარშის მომზადების წესი: 2 სუფრის კოვზ სელის თესლს დაასხით 3 ჭიქა წყალი და ნელ ცეცხლზე 10 წუთი ადუღეთ. შემდეგ დადგით და გააგრილეთ. შეგიძლიათ არ გაწუროთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა თბილი ნახარში ჭამამდე ერთი საათით ადრე. გემოსთვის შეგიძლიათ დაამატოთ ცოტაოდენი თაფლი და რამდენიმე წვეთი ლიმონი.
ნუში - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
ნუში და მისი სასარგებლო თვისებები
სელის თესლის საკვებში დამატებით ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მოიკლებთ რამდენიმე კილოგრამს. საკმარისია 2 სუფრის კოვზი სელის თესლი დღეში და — არანაირი დიეტა. მისი დამატება შესაძლებელია დაფქული ან მთლიანი სახით ფაფაში, სალათებში, ხორცისა და ბოსტნეულის კერძებში. ასეთი ორმაგი ეფექტით ყველა საშუალება არ გამოირჩევა — ორგანიზმი მიიღებს სასარგებლო, მინერალურ ნივთიერებებსა და ვიტამინებს, ხოლო ზედმეტი კილოგრამები გამოიდევნება.
მაგალითად, სელის თესლი გახდომისთვის გამოიყენეთ ამგვარად: დაფქული სელის თესლი დაამატეთ კეფირში ან იოგურტში. მიიღეთ ორი კვირის განმავლობაში, დღეში სამჯერ, ჭამამდე 1-1,5 საათით ადრე. პირველი კვირის განმავლობაში 100 გრამ უცხიმო კეფირში დაამატეთ 1 ჩაის კოვზი დაფქული სელის თესლი, მეორე კვირის განმავლობაში კი კეფირს დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი თესლი. მიიღეთ ასევე 2-კვირიანი შესვენებებით.
დარიჩინი: პიკანტური, არომატული, უაღრესად სასარგებლო>>
სელის თესლი და ზეთი ხალხურ მედიცინაში (5-დან 50 გრამამდე რაოდენობით) გამოიყენება, როგორც ჰიპერტონიის, მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის შესანიშნავი პროფილაქტიკური საშუალება, ასევე გულის იშემიური დაავადების დროს, ქოლესტერინის დონის შესამცირებლად. სელის ზეთს შეუძლია სიმსივნეების ზრდის შეფერხება.
თეთრი სელი სასარგებლოა ქალის ჯანმრთელობისთვის, რადგან ის შეიცავს ფიტოესტროგენებს — ქალის ჰორმონების მცენარეულ ანალოგებს. სელის თესლის რეგულარული მიღება ამსუბუქებს კლიმაქსის ნეგატიურ გამოვლენებს და მკერდისა და საშვილოსნოს ონკოლოგიური დაავადებების შესანიშნავი პროფილაქტიკაა.
გაითვალისწინეთ!
მიუხედავად იმისა, რომ სელის თესლი უვნებელი და უსაფრთხოა, სელის ზეთის გაყიდვა ბევრ ქვეყანაში აკრძალულია. ის, როგორც აღვნიშნეთ, შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს, რაც ძალზე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ სინათლისა და სითბოს ზემოქმედების შედეგად ცხიმოვანი მჟავები იჟანგება და მომენტალურად წარმოიქმნება პეროქსიდები, რომლებიც ძალზე საშიშია ორგანიზმისთვის და, შესაძლოა, მასზე კანცეროგენული ზემოქმედებაც მოახდინოს.
ქინოა - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2021
იდეალური ქინოა – ჯანმრთელობის საწინდარი
დაჟანგული ცხიმების არსებობა ზეთის შემადგენლობაში მის გემოზე აისახება — მას სიმწარე გაჰკრავს და სპეციფიკური სუნი აქვს. ასეთი ზეთი არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ, რადგან ის თქვენს ორგანიზმს დიდ ზიანს მოუტანს.
სელის ზეთი უნდა შეინახოთ ბნელ და გრილ ადგილზე. მისი ტრანსპორტირება შეიძლება მხოლოდ გაუმჭვირვალე ჭურჭლით (მუქი ფერის მინა, თიხა და ა.შ.). სელის თესლი უფრო დიდხანს ინახება, რადგან მას გარსი იცავს. დაფქული სახით ის ასევე მალე ფუჭდება, ამიტომ ის უშუალოდ გამოყენების წინ უნდა დაფქვათ.
ასევე, იყიდება სელის ფქვილი, რომელიც, არასათანადო შენახვის დროს, ნაკლებად ფუჭდება, მაგრამ მასში არ არის სასარგებლო ნივთიერებების უმეტესობა და ნაკლები სარგებლის მომტანია ადამიანის ორგანიზმისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური