ხურმა, კარალიოკი – სასარგებლო თვისებები

CC BY-SA 2.0 / Flickr/ bruce_crossing / B-59 persimmonმწიფე ხურმა
მწიფე ხურმა - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
გამოწერა
ხურმა, გარდა იმისა, რომ მრავალი სამკურნალო თვისება გააჩნია, ასევე აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. მისგან ყველა ტიპის კანისთვის შეიძლება სახის ნიღბის მომზადება. დასავლელი კოსმეტოლოგები ხურმას გეიშების სილამაზის საიდუმლოს უწოდებენ.
ხურმა (ლათ. Diospyros) — აბანოზისებრთა ოჯახის მცენარეთა გვარს მიეკუთვნება. ცნობილია მისი 200-მდე სახეობა.
საქართველოში ძირითადად გავრცელებულია ორი სახეობის ხურმა: ჩვეულებრივი ხურმა, რომლის ჭამაც სრული დამწიფების შემდეგ არის შესაძლებელი და კარალიოკი (კოროლიოკი) – მისი ნაყოფი მაშინაც იჭმება, როდესაც ის ჯერ კიდევ მკვრივია.
ხურმის ნაყოფს დიდი საკვები ღირებულება გააჩნია და ეს უმთავრესად – გლუკოზისა და საქაროზის შემცველობის წყალობით. მის შემდგენლობაში შედის ვიტამინი С, პროვიტამინი А (ბეტა–კაროტინი), С, РР, Е ვიტამინები, ვაშლისა და ლიმონის მჟავა, ბევრი რკინა, კალციუმი, სპილენძი, მანგანუმი და კალიუმი.
ყურძენი და წვენი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
ყურძენი და მისი სასარგებლო თვისებები
დიდი რაოდენობით ტანინის შემცველობა მკვახე ნაყოფს მწკლარტე გემოს ანიჭებს, მაგრამ მომწიფების შემდეგ ეს გემო სუსტდება. სიმწკლარტის გასაქრობად შესაძლებელია ხურმის გაყინვა – გალღობის შემდეგ ეს გემო ქრება.
ხურმა დაბალკალორიული პროდუქტია. 100 გრამი საშუალოდ 66 კილოკალორიას შეიცავს, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ტკბილია, როგორც დაბალკალორიული ხილი, წონაში დაკლების მსურველთა დიეტური პროდუტების ჩამონათვალშია.
ხურმა აძლიერებს ორგანიზმს და მის ადრე დაბერებას ეწინააღმდეგება - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
ხურმა
ხურმას მატონიზირებელი თვისებები აქვს, აუმჯობესებს მადას, ამაღლებს შრომისუნარიანობას. ათეროსკლეროზთან და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან ბრძოლაში ვაშლს უკან იტოვებს. ხურმა მნიშვნელოვნად მეტ ანტიოქსიდანტებს შეიცავს. მართალია, სპილენძი და თუთია ვაშლში უფრო მეტია, ხურმა პირველობას არ უთმობს ნატრიუმის, კალიუმის, მაგნიუმისა, კალციუმისა და რკინის შემცველობით.
ნახშირწყლების მხრივ ის არ ჩამოუვარდება ყურძენსა და ლეღვს, ხოლო ცილების შემცველობით კვერცხსაც არ უდებს ტოლს.
ლეღვი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2020
ლეღვი – სიყვარულისა და ნაყოფიერების სიმბოლო
ხურმის მიღება სასარგებლოა თირკმლების, გულის დაავადებებისას, აქვს შარდმდენი მოქმედება. ამშვიდებს ნერვულ სისტემას, გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება ნაწლავური ჩხირისა და ოქროსფერი სტაფილოკოკის მიმართ.
ზოგადად, ხურმის შემცველობაში პროვიტამინები კარგად მოქმედებს ორგანიზმზე, სადაც ავთვისებიანი წარმონაქმნებია, ასევე ლეიკემიის მკურნალობისას. დამტკიცებულია, რომ ადამიანებს, რომლებიც დიდი რაოდენობით მიირთმევენ ბეტაკაროტინის შემცველ ხილსა და ბოსტნეულს, ნაკლებად ემუქრებათ ფილტვის კიბოს განვითარების საფრთხე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მწეველებისთვის. პროვიტამინები ეხმარება ორგანიზმს თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირების აღდგენაში, სისხლჩაქცევებისას. ხურმა ასევე სასარგებლოა სისხლნაკლებობისას, რადგან დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს.
ხურმის ჩირი ჰიპერტონიის დროს გამოიყენება, როგორც ვალოკორდინის შემცვლელი. ამისთვის ყოველდღე 2–3 ცალი ნაყოფის მიღებაა აუცილებელი.
ხურმის ნაყოფი კარგია კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებულ პრობლემებთან ბრძოლისთვის.
ხურმა ერთ-ერთი საუკეთესო მცენარეული საშუალებაა კარგი მხედველობის შესანარჩუნებლად, ის ასევე აძლიერებს ორგანიზმს და მის ადრე დაბერებას ეწინააღმდეგება. ხურმის მოყვარულები, უმეტესად, ხანგრძლივად ცოცხლობენ.
სახის ნიღაბი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2021
სახის საუკეთესო ნიღაბი ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად: შედეგი გარანტირებულია
ხურმაში შემავალი იოდი ავსებს ორგანიზმის იოდის დეფიციტს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევის დროს.
ხურმა აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. მისგან ყველა ტიპის კანისთვის შეიძლება სახის ნიღბის მომზადება. დასავლელი კოსმეტოლოგები ხურმას გეიშების სილამაზის საიდუმლოს უწოდებენ. იაპონელმა ქალებმა ამ ნაყოფის სიკეთე და კოსმეტოლოგიური თვისებები დიდი ხანია დააფასეს.
კანის დაბერების წინააღმდეგ მოამზადეთ ნიღაბი ამგვარად: ხურმის გახეხილი რბილობი შეურიეთ რძეს ან ნაღებს პროპორციით 1:1, დაიდეთ სახეზე, გაიჩერეთ 15–20 წუთი, შემდეგ ჩამობიანეთ თბილი წყლით. სათანადო ეფექტისთვის ჩაიტარეთ 20 პროცედურა.
მოცვი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2020
უაღრესად სასარგებლო კენკრა, რომელიც კოსმონავტებისა და მფრინავების მენიუში შედის
გაითვალისწინეთ, რომ ხურმა (მით უფრო, დიდი რაოდენობით) არ შეიძლება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის.
ზოგადად, ხურმის ჭამის დროს ზომიერება ყველასთვის საჭიროა — გადაჭარბებით მიღებამ, შესაძლოა, ყაბზობა ან თირკმლის დაზიანება გამოიწვიოს. ხურმას ალერგიული რეაქციების გამოწვევაც შეუძლია, ამიტომ ერიდეთ დღეში ოთხ ცალზე მეტის მიღებას.
ყველა ახალი ამბავი
0