ყურძენი და მისი სასარგებლო თვისებები

© photo: Gamarjoba / FBყურძენი და წვენი
ყურძენი და წვენი - Sputnik საქართველო, 1920, 04.10.2021
გამოწერა
საქართველო ვაზისა და ღვინის სამშობლოდ არის მიჩნეული, მაგრამ ვიცით კი, რატომაა ის სასარგებლო, რამდენი უნდა მიიღოს ის ადამიანმა წელიწადში, რომ ორგანიზმი საჭირო ნივთიერებებით შეავსოს, და როდის არ შეიძლება ყურძნის მიღება?
ყურძენი ფოთლოვანი ვაზის კენკროვანი ნაყოფია. მისგან ამზადებენ ღვინოს, ან ხილის სახით იღებენ. მისგან მზადდება მურაბა, ქიშმიში, ძმარი, ყურძნის თესლის ექსტრაქტი, ზეთი.
ყურძენი უძველესი დროიდანაა ცნობილი ადამიანისთვის. ხოლო ის, რომ საქართველო ვაზისა და მევენახეობის სამშობლოა, არქეოლოგიური აღმოჩენებით დასტურდება. მათ შორისაა 8 ათასი წლის ყურძნის წიპწა თუ ღვინის ქვევრები, საწნახელი თუ სხვა იარაღი.
კაკალი - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
კაკლის უღლის სასარგებლო თვისებები
ასევე 8 ათას წელს ითვლის საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია, მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2013 წელს ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია.
მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ თითოეულმა მოზრდილმა ადამიანმა, იმ ვიტამინებისა და მიკროელემენტების აუცილებელი რაოდენობის მისაღებად, რაც მხოლოდ ყურძენში შედის, წელიწადში 65–70 კილოგრამი ყურძენი უნდა მიირთვას.

ყურძნის კალორიულობა და შემადგენლობა
ყურძნის ენერგეტიკული ღირებულება დაახლოებით 70 კკალორიაა 100 გრამზე, ქიშმიშის – 281 კკალორია, ყურძნის წვენში – 54 კკალორია.
ყურძენი შეიცავს 150-ზე მეტ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას.
ყურძნის კვებითი ღირებულება (100 გრამზე): ცილები – 0,6 გრამი, ცხიმები – 0,6 გრამი, ნახშირწყლები – 15,5, ნაცარი – 0,6, წყალი – 80,4.
თაფლი - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
თაფლი – უნიკალური სამკურნალო საშუალება
ყურძნის კენკრა შეიცავს: თავისუფალ და ორგანულ მჟავებს 2,5-დან 6 პროცენტამდე, ვაშლის მჟავას – 60%, ღვინის, გლუკონის, ლიმონის, ქარვისა და სხვა მჟავებს – 40%.
კენკრაში არის ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალური მარილები და მიკროელემენტები: კალიუმი, მანგანუმი, მაგნიუმი, ნიკელი, კობალტი, ალუმინი, კაჟი, თუთია, ბორი, ქრომი და სხვ. ისინი ხშირად არის ფერმენტების, ჰორმონების, ვიტამინების, ცილებისა და სხვა ორგანული კომპლექსების სტრუქტურული ელემენტები.
დარიჩინი: პიკანტური, არომატული, უაღრესად სასარგებლო>>
ყურძენში ადამიანისთვის აუცილებელი ვიტამინების დიდი რაოდენობაა: A – 0,1 მილიგრამი, B1 – 0,05 მგ, B2 – 0,02 მგ, B3 ან PP – 0,3 მგ, B5 – 0,18 მგ, B6 – 0,6 მგ, B9, ანუ ფოლიუმის მჟავა – 4 მიკროგრამი, C – 6 მილიგრამი, H – 4 მიკროგრამი, K – 0,5–2,0 მიკროგრამი, P – 45 მიკროგრამი. ყურძენი ასევე შეიცავს პექტინის ნივთიერებებს, შეუცვლელ ამინომჟავებს (ლიზინი, ჰისტიდინი, არგინი, მეტიონინი, ლეიცინი), ცვლად ამინომჟავებს (ცისტინი, გლიცინი), რომლებიც ნივთიერებათა ცვლაში აქტიურად მონაწილეობს. კურკაში აღმოჩენილია 20%-მდე მყარი ცხიმი, მთრიმლავი ნივთიერებები, ლეციტინი, ვანილინი, ფლობაფენები.
ჯონჯოლი - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2019
ჯონჯოლი და მისი უცნობი უნიკალური თვისებები
ყურძნის სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
ყურძენი უნდა მიიღოთ ჭამიდან ჭამამდე, საკვების მიღებიდან 1,5–2 საათის შემდეგ.
ყურძენსა და მისგან მიღებულ პროდუქტებს ადამიანი მრავალი დაავადების სამკურნალოდ უძველესი დროიდან იყენებდა. ცნობილია, რომ მუქი ფერის ყურძენი კარგი ამოსახველებელი საშუალებაა, ამიტომ მას იღებენ პლევრიტის, ბრონქიტის, ფილტვების ტუბერკულიოზის დროს. მას უძველესი დროიდან იყენებდნენ ფილტვებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალოდ.
ყურძნით მკურნალობის შედეგად წესრიგდება გულის რიტმი, არტერიული წნევა, მალე ქრება შეშუპება, ის ხელს უწყობს ნორმალურ ძილს, სისხლწარმოქმნას, იწმინდება სისხლი, უმჯობესდება ფილტვებისა და სასუნთქი გზების მდგომარეობა.
წითელი ყურძნის კანი შეიცავს ნივთიერება რევერატროლს – ეს ბუნებრივი ფენოლია (კარბოლის მჟავა), რომელსაც კიბოს დაავადების დათრგუნვა შეუძლია სხვადასხვა სტადიაზე.
ტყემალი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2020
ტყემალი – ბუნების საგანძური ადამიანის ჯანმრთელობისთვის
ყურძენი ორგანიზმს ეხმარება ანემიის, თირკმელების ქრონიკული დაავადებების, ართრიტების, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების, სახსრების ტკივილის დროს. ის აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ორგანიზმიდან შარდის მჟავის გამოდევნას ეხმარება.
ყურძნის წვენს ახასიათებს მატონიზირებელი და ორგანიზმის ზოგადი გაჯანსაღების ეფექტი. მას ურჩევენ, როდესაც ნერვული სისტემა გამოფიტულია, ძალები დაქვეითებული. ის დადებითად მოქმედებს კუნთების ტონუსზე, განსაკუთრებით – გულის კუნთის. მას აქვს ბაქტერიციდული, შარდმდენი, გამხსნელი, ოფლმდენი, ამოსახველებელი თვისებები. ასევე მასში არ არის კანი, რომელიც ნაწლავებში გაზებს წარმოქმნის და მეტეორიზმს იწვევს. ყურძნის წვენის მიღება ჯობს ჭამამდე 1 საათით ადრე დღეში სამჯერ.
კალენდულა ანუ გულყვითელა – სასარგებლო თვისებები>>
ყურძნის ფოთოლი და ტოტები შეიცავს 2%-მდე შაქრებს, დიდი რაოდენობით ორგანულ მჟავებს. მარცვლის კურკაში არის 20%-მდე ცხიმები, მთრიმლავი ნივთიერება ფლაბოფენი, ლეციტინი, ვანილინი და ძმრის მჟავა. ასევე მათში განისაზღვრა ნივთიერებები (პიკგენოლები) ანტიოქსიდანტური აქტიურობით.
ყურძნის ფესვებში არის ბევრი C ვიტამინი, ალკალოიდები, გლიკოზიდები, მთრიმლავი ნივთიერებები. მცენარის ყველა ნაწილი შეიცავს დიდი რაოდენობით მარილებს Si, Na, P, Fe, Cu.
მოცვი - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2020
უაღრესად სასარგებლო კენკრა, რომელიც კოსმონავტებისა და მფრინავების მენიუში შედის
ნორჩი ყლორტები, ულვაში, ფოთოლი შველის თავის ტკივილს, თვალის წვას. ამისთვის ისინი უნდა დააქუცმაცოთ და ქერის ფქვილს შეურიოთ, შემდეგ დაიდოთ მტკივნეულ ადგილზე.
ყურძნის ყლორტებს თუ ეპილეფსიით დაავადებული კისერზე ჩამოიკიდებს, ეს შეტევას შეასუსტებს. ნორჩი ყლორტების ჭამა ხელს უშლის მავნე ანაორთქლის ტვინამდე მიღწევას.
ყურძნის ფოთლების შედედებული წვენი კარგია კუჭისთვის, აჩერებს პირღებინებას, მკურნალობს სისხლიან ღებინებას, ნაწლავების წყლულს, ასევე მოქმედებს ის უკანა ტანში შეყვანისას. წვენი კარგად მოქმედებს ნაყოფზე ორსულებში. გარეგნული მოხმარებისას, თუ მას თმაზე დავიდებთ, თმის ზრდას უწყობს ხელს.
ყურძნის ფოთოლი შველის სისხლიან ხველებას. ტოტების წვენისგან მომზადებული შაქრიანი სიროფი აუმჯობესებს მადას, კარგია ნაბახუსევზე, პირღებინებისას, მაგრამ ხველებისას ეს სიროფი მავნებელია.
ასკილის ყვავილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2021
ასკილი და მისი სამკურნალო თვისებები
თანამედროვე მედიცინაში ყურძნის ახალი ფოთლებით შეკრულობას მკურნალობენ. ფოთლების ცივი ნაყენი გამოიყენება მხედველობის გასაუმჯობესებლად, რევმატიზმისას. ნაყენის დასამზადებლად 350 გრამ ყურძნის ფოთოლს დაასხით 3 ლიტრი ცივი წყალი და გააჩერეთ სამი დღე-ღამე.
ფოთლების ნახარში კარგია თირკმლების კენჭოვანი დაავადებებისას, ასევე პოდაგრისას. ფოთლებს შაქრის დამწევი თვისება აქვს – მას წარმატებით იყენებენ დიაბეტის მურნალობისას. ასევე მიიჩნევენ, რომ ფოთლები ამაღლებს პოტენციას.
გამხმარ ფოთოლს იყენებენ ცხვირიდან სისხლდენის დროს (ისუნთქავენ მას ფხვნილის სახით ნესტოებში), როგორც ანტისეპტიკურ საშუალებას, იყენებენ ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ.
ყურძნის კურკას აქვს სისხლდენის შეჩერების ეფექტი საშვილოსნოდან სისხლდენის დროს.
ყურძნის მიღება არ შეიძლება, ან უნდა შეიზღუდოს:
შაქრიანი დიაბეტის დროს, დიარეისას, მწვავე ან ქრონიკული კოლიტის, ენტეროკოლიტის დროს, ტუბერულიოზის მწვავე ფორმებისას, სიმსუქნის მესამე–მეოთხე სტადიებზე, ქრონიკული შეკრულობისას, შეშუპების, ჰიპერტონიის დროს, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, კუჭის ონკოდაავადებისას.
ბროწეული - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2021
ბროწეული – უაღრესად სასარგებლო ხილი
ყურძნის წვენის მიღება ასევე არ არის რეკომენდებული ორსულობის ბოლო ფაზაში, რადგან სარძევე ჯირვლების მუშაობაზე უარყოფითად მოქმედებს.
აგრეთვე არ უნდა მიიღოთ ყურძენი, თუ ალერგია გაქვთ.
ყველა ახალი ამბავი
0