თაფლი – უნიკალური სამკურნალო საშუალება

თაფლი - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
გამოწერა
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ თაფლი წონის დაკლების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. თაფლში დაახლოებით 400 ორგანული და მინერალური ნივთიერებაა.

თაფლი უნიკალური სამკურნალო საშუალებაა, რომელსაც ადამიანი უძველესი დროიდან იყენებს. 

თაფლი შეიძლება იყოს მონო ან პოლიფლორული. პირველს განეკუთვნება რომელიმე კერძო – აკაციის, ცაცხვის, მზესუმზის ან სხვა მცენარისგან მიღებული თაფლი, ხოლო მეორეს — მდელოს მრავალნაირი ყვავილებისგან ან ტყის თაფლოვანთა ნექტრისგან მიღებული თაფლი.

თაფლი – უნიკალური სამკურნალო საშუალება - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
თაფლი

ნატურალურ თაფლს ახასიათებს კრისტალიზაცია. ფუტკრის თაფლი შეიძლება იყოს ფიჭიანი ან გამოწურული. ორივეს მაღალი კვებითი ღირებულება და სამკურნალო თვისებები აქვს.

  • ნატურალური თაფლი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ახდენს ბაქტერიოციდულ, ანთების საწინააღმდეგო და მატონიზებელ მოქმედებას, აჩქარებს ქსოვილების აღდგენას, აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას, ასტიმულირებს შინაგანი ორგანოებისა და იმუნური სისტემის მუშაობას.

თაფლის ქიმიური შემადგენლობა რთულია და დამოკიდებულია სათაფლე მცენარეებზე, ნიადაგზე და კლიმატურ პირობებზე, ფუტკრის ჯიშზე და ა.შ. თაფლში დაახლოებით 400 ორგანული და მინერალური ნივთიერებაა. თაფლის შემადგენლობის 13-20% წყალს უკავია.

ფუტკარი ყვავილზე - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2017
საქართველო - თაფლის სამშობლოც?!

თაფლის 75-80%-ს შეადგენს ნახშირწყლები — გლუკოზა (31%), ფრუქტოზა (38%) და საქაროზა (1%). მათი დაშლისას გამოიყოფა ენერგია, რომელიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის სასიცოცხლო პროცესებისათვის. გლუკოზა და ფრუქტოზა ხელს უწყობს ნერვული პროცესების დარეგულირებას, სისხლძარღვების გაფართოებას, გულის კუნთის კვებას, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას.

ნახშირწყლების გარდა, თაფლის შემადგენლობაშია ფერმენტები: ინვერტაზა, დიასტაზა, კატალაზა და სხვ. ამ ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ძალზე მცირე რაოდენობა მნიშვნელოვნად აჩქარებს ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებს. თაფლის ფერმენტები აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, კუჭის წვენის სეკრეციას, საკვები ნივთიერებების ათვისებას.

უკაპრიზო და ძალზე სასარგებლო – წიწმატი>>

მინერალური ნივთიერებები, რომლებიც თაფლში მარილების სახითაა წარმოდგენილი, ძალზე დიდ ბიოლოგიურ როლს თამაშობენ. თაფლში არის კალციუმის, მაგნიუმის, რკინისა და ფოსფორის მარილები. აღსანიშნავია, რომ თაფლში გვხვდება ყველა ის ელემენტი, რომელიც შედის ადამიანის სისხლის შემადგენლობაში.

თაფლის შემადგენლობაში აგრეთვე არის ორგანული მჟავები (ვაშლის, ლიმონის, რძემჟავა, ღვინის მჟავა), რომლებიც სასიკეთოდ მოქმედებენ საჭმლის მონელებაზე, ნივთიერებათა ათვისებაზე, მადის გაუმჯობესებაზე, კუჭის ლორწოვანი გარსის სეკრეტორულ ფუნქციაზე.

მზესუმზირა - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
მზესუმზირა და მისი სასარგებლო თვისებები

თაფლის საკვებ ღირებულებას ამაღლებს მასში შემავალი ვიტამინები: В1 (ანევრინი), В2 (რიბოფლავინი), В6 (პირიდოქსინი), Н (ბიოტინი), К (ფილოხინონი), С (ასკორბინმჟავა) და სხვ.

თაფლში შემავალ ნივთიერებებს გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ობის საწინააღმდეგო და ბაქტერიოციდული თვისებები, ანუ თაფლი ანადგურებს დაავადების გამომწვევ მიკროორგანიზმებს და აფერხებს მათ გამრავლებას.

თაფლი გამოიყენებოდა როგორც გარეგანი საშუალება ჭრილობების შესახორცებლად, კანის ჩირქოვანი დაავადებების და ფურუნკულების სამკურნალოდ.

თაფლის მიღებისას დაავადებების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი იზრდება, ძლიერდება გულ-სისხლძარღვთა სისტემა, იკლებს კუჭის წვენის სიმჟავიანობა.

მკურნალობა ხალხური მეთოდებით: ბეგქონდარა>>

თაფლს გააჩნია ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება.

თაფლი აუმჯობესებს ნერვული უჯრედების კვებას და აძლიერებს მათ ფუნქციონირებას. თაფლი დამამშვიდებლად მოქმედებს ფსიქიკური დარღვევებისას.

თაფლის თვისება, გაანეიტრალოს მავნე ნივთიერებები, აუმჯობესებს ძილს, იკლებს გაღიზიანება, იზრდება შრომისუნარიანობა.

კურკუმას ფესვები - Sputnik საქართველო, 1920, 30.12.2019
კურკუმა და მისი სასარგებლო თვისებები

თაფლის მიღება ხელს უწყობს ჰემოგლობინის მომატებას, ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლოა ანემიების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისა და ავადმყოფობის შედეგად ორგანიზმის დასუსტებისას.

თაფლი არბილებს ლორწოვან გარსებს და ამიტომ რეკომენდებულია ხველებისას.

თაფლის ფართოდ გამოყენება სასურველია ჯანმრთელობის შენარჩუნების, დაავადებების პროფილაქტიკის და სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით.

კლინიკური დაკვირვებებით დადასტურდა, რომ თაფლის სისტემატური მიღება არ ზრდის შაქრის დონეს სისხლში, არამედ პირიქით, აღინიშნება მისი შემცირების ტენდენცია. მიუხედავად ამისა, დიაბეტით დაავადებულთათვის თაფლის მიღება შესაძლებელია მხოლოდ მცირე რაოდენობით, ექიმთან შეთანხმებით.

ასაკობრივი ცვლილებების პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია თაფლის ზემოქმედება ლიპიდურ (ცხიმოვან) ცვლაზე. ყოველდღიურად 150 გრამი თაფლის მიღებისას სისხლის შრატში მცირდება ქოლესტერინის დონე.

მკურნალობა ხალხური მეთოდებით. სელის თესლი>>

თაფლის ათვისება ადვილდება, თუ იგი გაზავებულია თბილ წყალში, ჩაიში ან რძეში. ავადმყოფობის შემდეგ სასურველია თაფლის მიღება თბილ ასკილის ნაყენთან ან ხილის წვენთან ერთად. გაითვალისწინეთ, რომ ცხელ წყალში თაფლის გახსნისას ის სამკურნალო თვისებებს კარგავს.

თაფლს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სპორტსმენების რაციონში. ის აპრობირებულია სპორტსმენთა სპეციალური დიეტების შემადგენლობაში. 

კაკალი - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
კაკლის უღლის სასარგებლო თვისებები

თაფლის მიღება არ შეიძლება, თუ ადამიანს თაფლზე ალერგია აქვს. 

სიფრთხილე საჭიროა თაფლის პირველად მიღების შემთხვევაში, განსაკუთრებით ბავშვებში. ამ შემთხვევაში საჭიროა თაფლის მცირე რაოდენობის მიღება და დაკვირვება რამდენიმე დღის განმავლობაში.

არსებობს აგრეთვე ხელოვნური თაფლი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ნატურალურ თაფლთან. მას აწარმოებენ საქაროზის ინვერსიით ლიმონის მჟავის დამატებით. ზოგჯერ უმატებენ სინთეთიკურ არომატიზატორებს. ხელოვნური თაფლი შესაძლოა გამოყენებული იყოს როგორც საკვები ნივთიერება, მაგრამ მას არ გააჩნია სასარგებლო და სამკურნალო თვისებები. სამწუხაროდ, თაფლის ფალსიფიკაცია ფართოდ არის გავრცელებული.

ცნობისათვის: მიუხედავად გავრცელებული აზრისა, რომ თაფლი მაღალკალორიულია და გასახდომი დიეტების დროს მისი მიღება არ არის სასურველი, თაფლი წონის დაკლების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. 

არომათერაპია და მისი ზეგავლენა ადამიანებზე>>

გთავაზობთ თაფლით გახდომის მეთოდს:

ყოველ დილით უზმოზე და ძილის წინ უნდა დალიოთ წინასწარ მომზადებული თაფლისა და დაფქული დარიჩინის ნაზავი. თუ ამას რეგულარულად მიიღებთ, გარდა იმისა, რომ ეს თქვენს ზოგად ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება, წონაში აუცილებლად დაიკლებთ. ამ ნაზავის რეგულარული მიღება ასევე ცხიმს დაგროვების საშუალებას არ მისცემს.

ჯანჯაფილის ყვავილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.09.2016
მკურნალობა ხალხური მეთოდებით. ჯანჯაფილი

ნაზავი ასე მზადდება:

საჭიროა ერთი წილი დარიჩინი და ორი წილი თაფლი (რეკომენდებულია ½ კოვზი დარიჩინი და 1 კოვზი თაფლი, თუმცა შესაძლებელია 1 კოვზი დარიჩინისა და 2 კოვზი თაფლის გამოყენებაც);

• ავადუღოთ ერთი ჭიქა წყალი;

• დავასხათ დარიჩინს, დავახუროთ ჭურჭელს და გავაჩეროთ ნახევარი საათი;

• როცა წყალი გაგრილდება, დავამატოთ თაფლი (გაითვალისწინეთ, რომ თაფლი ცხელ წყალში არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეურიოთ);

• ძილის წინ მიიღეთ ამ ნარევის ნახევარი, ხოლო მეორე ნახევარი, თავდახურული, დილისთვის შეინახეთ და უზმოზე მიირთვით, ოღონდ არ გააცხელოთ!

ამ რეცეპტს არაფერი დაუმატოთ – არც ლიმონი, არც ძმარი ან სხვა. რეცეპტს უნიკალური თვისება გააჩნია. როდესაც ორგანიზმი სათანადო წონას დაიბრუნებს, წონაში აღარ დაიკლებთ. ეს იმიტომ ხდება, რომ დარიჩინი თაფლთან ერთად წმენდს საჭმლის მომნელებელ სისტემას, ანადგურებს პარაზიტებს, სოკოსა თუ ბაქტერიებს, რომლებიც საჭმლის მონელებას ანელებენ. ტოქსინების გამოდევნის გამო შესაძლებელია სხვა რეაქციები. ამ შემთხვევაში შეამცირეთ დოზა, ან შეისვენეთ.

სახსრების ტკივილის შემსუბუქების ხალხური მეთოდი>>

დარიჩინისა და თაფლის ნარევი (ოღონდ სხვადასხვა დოზებითა და მიღების განსხვავებული ხერხებით) ასევე გამოიყენება გულის დაავადებების, ართრიტის სამკურნალოდ, ქოლესტერინის დონის შესამცირებლად, კანის ინფექციებისას, სმენის დაქვეითებისას, გრიპისა და სხვა დაავადებების დროს, იმუნიტეტის ასამაღლებლად. თაფლი სიცოცხლის გახანგრძლივების საუკეთესო საშუალებაა. 

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური