კურკუმა უნიკალური შემადგენლობის მცენარეა და მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.
კურკუმა – იგივე ყვითელი იმბირი (ყვითელი კოჭა), ყვითელი ფესვი, ინდური შაფრანი, curcuma longa, curcuma domestica, amomum curcuma (ლათინური), turmeric (ინგლისური), haldi, haridra (ინდური).
ცნობები მის შესახებ: განეკუთვნება ბალახისებრთა სახეობის მცენარეთა რიგს. არის მრავალწლიანი მცენარე და მიეკუთვნება იმბირისებრთა (კოჭა) ოჯახს. კურკუმა გავრცელებულია ინდოეთში, ჩინეთში, ინდონეზიაში და სხვა აღმოსავლურ ქვეყნებში.
კურკუმას ძირითადი მწარმოებელი ქვეყანაა ინდოეთი. ის მდიდარი და უნიკალური შემადგენლობით გამოირჩევა. ინდოელები კურკუმას უძველესი დროიდან იყენებენ თავის საკვებში და სამკურნალოდ.
კურკუმას აქვს ნარინჯისფერი ფესვები, სწორედ მის ფესვებს რეცხავენ, შემდეგ ხარშავენ და ახმობენ. მერე გამხმარ ფესვებს წვრილად აქუცმაცებენ ან ფქვავენ.
კურკუმა შეიცავს ვიტამინებს – B, B1, B2, B3, B6, B9, C, E, K; მინერალურ ნივთიერებებს: თუთია, სელენი, სპილენძი, მანგანუმი, რკინა, ფოსფორი, ნატრიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი. ასევე შეიცავს ეთერზეთებს, ბუნებრივ საღებავებს, კურკუმინს – ერთ-ერთ საუკეთესო ანტიბიოტიკსა და ანტიოქსიდანტს.