მზესუმზირა და მისი სასარგებლო თვისებები

CC BY 2.0 / Flickr/ Belinda Robinson / Helianthusმზესუმზირა
მზესუმზირა - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
გამოწერა
მზესუმზირა ძალზე სასარგებლოა ნერვული დაავადებების დროს და გუნება-განწყობილების გასაუმჯობესებლად. ის ასევე ჩინებული დამამშვიდებელი და ანტიდეპრესანტია. გარდა ამისა, მზესუმზირის კნატუნს სიგარეტის მოწევის პროცესის ჩანაცვლება შეუძლია.

მზესუმზირა (helianthus) – რთულყვავილოვანთა ოჯახის ეს მცენარე ამერიკიდან გავრცელდა. მისი დასახელება თითქმის ყველა ენაზე მზეს უკავშირდება. ამის ორი მიზეზია – გარეგნული იერი და მისი მანერა, იბრუნოს მზისკენ.

ცნობილია, რომ მზესუმზირის თესლიდან საუცხოო ხარისხის მცენარეული ზეთი იწარმოება, მაგრამ მცენარეს, ამის გარდა, ასევე უამრავი სასარგებლო თვისება აქვს.

CC BY 2.0 / Flickr/ Robert Couse-Baker / helianthus annuusმზესუმზირის პლანტაცია
მზესუმზირა და მისი სასარგებლო თვისებები - Sputnik საქართველო, 1920, 08.03.2021
მზესუმზირის პლანტაცია

მისი მარცვლები მდიდარია დიდი რაოდენობით კალციუმითა და მაგნიუმით, В, A, E და D ჯგუფის ვიტამინებით.

ჩია - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
ინდიელების მაგია, ანუ უაღრესად სასარგებლოა ჩია

ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მზესუმზირის თესლი ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს ფიტოსტერინს, რომელსაც აქვს ქოლესტერინის დონის გაკონტროლების უნიკალური თვისება. მაგნიუმის მაღალი შემცველობის გამო მზესუმზირა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის უებარია. ამას გარდა შეიცავს თუთიას, იოდს, სელენს, კალიუმს, ფოსფორს, რკინას. მზესუმზირა დაბერების პროცესს აფერხებს. მასში შემავალი პოლიგაჯერებული ცხიმოვანი მჟავები სასარგებლოა კანისა და თმისთვის.

А და Е ჯგუფის ვიტამინების წყალობით მზესუმზირას ანტიოქსიდანტური თვისებები გააჩნია. ის გვიცავს ათეროსკლეროზისგან და სიმსივნეებისგან. დადებითად ზემოქმედებს მხედველობაზე, გაუჯერებელი ცხიმმჟავების წყალობით მოუხალავი მზესუმზირა შესანიშნავია ფრჩხილებისა და თმის მტვრევადობის სამკურნალოდ. 

ერთ–ერთი უსაყვარლესი საკვები საქართველოში და მისი სასარგებლო თვისებები>>

მზესუმზირა შეიცავს დიდი რაოდენობით D ვიტამინს, რომელიც ცნობილია, როგორც რაქიტისგან დაცვის საშუალება. ის დიდ როლს ასრულებს ბავშვის ორგანიზმის ზრდაში.

ძირტკბილას ყვავილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.02.2021
ძირტკბილას სასარგებლო თვისებები

მზესუმზირის მარცვლები მადას აქვეითებს. ამიტომ ის აქტიურად გამოიყენება ზოგიერთ გასახდომ დიეტაში, მაგრამ მაღალი კალორიულობის გამო – ზომიერად. მზესუმზირის ცხიმოვანი მჟავები ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლისთვის მნიშვნელოვანია. ისინი წვავენ ცხიმოვან უჯრედებს.

მზესუმზირაში შემავალი სათრიმლავი ნივთიერებები და კარატინოიდები ჩვენს სხეულს ასევე ინფექციებთან და პარაზიტებთან ბრძოლაში ეხმარება.

გასათვალისწინებელია, რომ სასარგებლოა მზესუმზირის მხოლოდ კარგად გამომშრალი და მოუხალავი მარცვლები. მზესუმზირის მარცვლების კანის გაცლის ან მოხალვის შემთხვევაში მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებათა ნაწილი იკარგება.

უნიკალური მცენარე – ვიტამინებისა და სხვადასხვა ელემენტების ნამდვილი საბადო>>

მზესუმზირის მარცვლების ქერქი მოუხალავ მდგომარეობაში შესანიშნავად ინარჩუნებს ორგანიზმისთვის საჭირო მიკროელემენტებს — იოდს, რკინასა და მაგნიუმს, რაც აუცილებელია გულის სტაბილური მუშაობისთვის და სისხლძარღვების შლაკებისა და ტოქსინებისგან გასაწმენდად. თუ ზამთარში კვირაში ერთხელ მოუხალავი მზესუმზირის გულებს მიირთმევთ, ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების მოთხოვნილება სრულად დაკმაყოფილდება.

ნიახური - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2018
ნიახური და მისი ჯადოსნური ეფექტი ადამიანის ჯანმრთელობაზე

ვიტამინ В6-ისა და ფოლიუმის მჟავის წყალობით მზესუმზირა უაღრესად სასარგებლოა ნერვული დაავადებების დროს და გუნება-განწყობილების გასაუმჯობესებლად.

მზესუმზირა ასევე ჩინებული დამამშვიდებელი და ანტიდეპრესანტია. გარდა ამისა, მზესუმზირის კნატუნს სიგარეტის მოწევის პროცესის ჩანაცვლება შეუძლია — ბევრმა ადამიანმა ამ მავნე ჩვევის გადაგდება მზესუმზირის წყალობით მოახერხა.

ექიმები მიიჩნევენ, რომ მზესუმზირის გამოყენება საკვებში მთელი რიგი დაავადებების პროფილაქტიკური საშუალებაა, მათ შორის ინფარქტის, კანის დაავადებების, ძვლების მოტეხილობის.

გოგრის თესლი - მრავალი დაავადების მკურნალი>>

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მზესუმზირის ფესვების სასარგებლო თვისებები. მას ძალზე ეფექტურად გამოაქვს კენჭები თირკმლებიდან, ნაღვლის ბუშტიდან, ხსნის ე.წ. მარილების დაგროვებას სახსრებში, აქვეითებს მაღალ არტერიულ წნევას, აუმჯობესებს სმენასა და მხედველობას, კარგია თავბრუსხვევის, გულისა და თავის ტკივილის დროს.

იუმორი - Sputnik საქართველო, 1920, 15.07.2019
სიმინდი და სიმინდის ულვაში: სასარგებლო თვისებები

ფესვებს შემოდგომაზე ამზადებენ. სამკურნალოდ გამოიყენება მხოლოდ ძირითადი, ცენტრალური ფესვი. გამომშრალ და დაქუცმაცებულ 1 ჭიქა ფესვს 3 ლიტრ წყალში ადუღებიდან სამი წუთის განმავლობაში ხარშავენ. ეს სამი ლიტრი ნახარში სამი დღის პორციაა, ანუ დღეში 1 ლიტრის ოდენობით უნდა მივიღოთ. ამავე ფესვებს შემდეგ ხარშავენ უკვე 5 წუთის განმავლობაში, ხოლო მესამედ – 10 წუთის განმავლობაში. ამის მერე ფესვები უკვე გამოუსადეგარია. შემდეგი ნახარში უკვე ახალი ფესვებისგან მზადდება. ფესვების ნახარშის მიღება შესაძლებელია ორი თვის განმავლობაში. მისი მიღება არ შეიძლება, თუ გაუხსნელი კენჭებია თირკმელებში, ასევე არ შეიძლება ორსულისა და მეძუძური დედებისთვისთვის.

მზესუმზირას, მრავალ სიკეთესთან ერთად, ზიანის მოტანაც შეუძლია, განსაკუთრებით, თუ მას დიდი რაოდენობით მივიღებთ. მაღალი კალორიულობის გამო ის ჭარბი წონის დაგროვებას უწყობს ხელს, განსაკუთრებით, თუ ადამიანი ფიზიკურად არააქტიურია.

კაკაო და მისი სასარგებლო თვისებები>>

მზესუმზირა კბილის ემალს აფუჭებს, ამიტომ მის გარჩევას სტომატოლოგები ხელით გვირჩევენ.

ყველა ახალი ამბავი
0