კივი – С ვიტამინისა და მრავალი სასარგებლო ელემენტის ნამდვილი საბადო

© Pixabay / stevepbკივი
კივი - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2021
გამოწერა
ხილი, რომლის დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება ჰიპერვიტამინოზი გამოიწვიოს – მასში С ვიტამინი ოთხჯერ მეტია, ვიდრე ლიმონში.
კივის – აქტინიდიას სამშობლოა ჩინეთი. მას სხვაგვარად „ჩინურ ხურტკმელსაც" უწოდებენ. სახელწოდება კივი მან ახალზელანდიელი სელექციონერის ალექსანდრ ელისონის დამსახურებით მიიღო. კივი იმიტომ შეარქვეს, რომ ამ ქვეყნის სიამაყეს, უცნაურ, უფრთო და უკუდო ჩიტს მიამსგავსეს (ეს ფრინველი მათ ემბლემაზეა გამოსახული). ამ მცენარის თესლი ახალზელანდიელებმა 1906 წელს მოიპოვეს და მან ყველაზე კარგად იქ იხარა – ახალმა ზელანდიელებმა სელექციით 30 წელიწადში ჩინეთიდან ჩატანილზე გაცილებით დიდი ნაყოფი მიიღეს.
კივი თითქმის მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, მათ შორის საქართველოშიც.
ფეიხოას სასარგებლო თვისებები>>
კივი დიეტური და დაბალკალორიული პროდუქტია – 100 გრამში მხოლოდ 48 კკალორიაა.
კვებითი ღირებულება 100 გრამ პროდუქტზე:
ცილები – 0,8 გრამი
ცხიმები – 0,4 გრამი
ნახშირწყლები – 8,2 გრამი
ნაცარი – 0,5 გრამი
წყალი – 83,9 გრამი
კივი მდიდარია უჯრედისით, ამინომჟავებით, შეიცავს ასევე ფრუქტოზას, გლუკოზას, ვიტამინებს С, Е, РР, А, В1, В2, В3, В6, ბეტა–კაროტინს, კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას, ფლავონოიდებს, პექტინებს, ენზიმებს, ფოლიუმის მჟავას, სხვა ხილის მჟავებს – ლიმონის, ვაშლის და სხვ.
განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს კივი С ვიტამინს (100 გრამ პროდუქტზე 92 მილიგრამს) – იმაზე მეტს, ვიდრე ციტრუსები და ბულგარული წიწაკა.
მანგო - Sputnik საქართველო, 1920, 01.11.2021
მანგო – „ღმერთების სადილი“, ანუ ხილთა დედოფალი
ასევე, მასში არის Е ვიტამინი, რომელიც, როგორც წესი, შედის მაღალკალორიულ პროდუქტებში (მაგალითად, კაკალი, თხილი) და მისი დეფიციტი შეიძლება გაუჩნდეს იმ ადამიანს, ვინც ჭარბწონიანობას ებრძვის; კივი კი დიეტური პროდუქტია და ამ ვიტამინის ნაკლებობა თავისუფლად შეიძლება შეივსოს მისი მიღებით.
ასევე კივი იმ მცირერიცხოვან პროდუქტთა სიაშია, რომელიც შეიცავს ფოლიუმის მჟავას – ვიტამინს В9 და პირიდოქსინს – ვიტამინს В6. ფოლიუმის შემცველობით კივი მხოლოდ ბროკოლს ჩამორჩება.
სელის თესლი და მისი სასარგებლო თვისებები>>
კივის განსაკუთრებული თვისებაა კიდევ ის, რომ მისი კონსერვირებისას, სხვა ხილისგან განსხვავებით, ვიტამინები არ ირღვევა. ამას ნაყოფის რბილობის გარკვეული მჟავიანობა განაპირობებს.
კივის სასარგებლო თვისებები:
1. ის ძალიან კარგია სისხლძარღვებისა და გულის მუშაობისთვის. აქვეითებს არტერიულ წნევას. ნორვეგიელი მეცნიერების კვლევებით დადასტურდა, რომ კივის გამოყენება 15%-ით ამცირებს ცხიმოვანი მჟავების დონეს.
2. „ჩინური ხურტკმელი" მისწრებაა საჭმლის მონელების სისტემის პრობლემების დროს, მუცელში სიმძიმის შეგრძნებისას; მიიჩნევენ, რომ ის ჭიების პროფილაქტიკისთვის შეიძლება გამოიყენონ, თუმცა ეს ფაქტი მეცნიერულად დადასტურებული არ არის.
ფორთოხალი - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2018
ყველასთვის საყვარელი ციტრუსი – ფორთოხალი და მისი სასარგებლო თვისებები
3. კივის გამოყენება რეკომენდებულია თირკმელებში კენჭოვანი წარმონაქმნების დროს; ის ორგანიზმიდან მარილების გამოდევნას უწყობს ხელს.
4. დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის კივის მიღება დასაშვებია – მასში შაქარი თითქმის არ არის, ამიტომ ის დიაბეტურ დიეტებში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს.
5. კივი გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების დროს. იტალიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს ხილი შველის ჩახლეჩილი, ხრინწიანი ხმის დროს, ამცირებს ხველებას (ამისთვის დღეში სულ ცოტა 2–3 ცალი კივი უნდა მიიღოთ).
ავოკადო – ხილი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი>>
6. ექიმები ასევე ურჩევენ კივის მიღებას გინეკოლოგიური დაავადებებისა და კლიმაქსის დროს.
7. გრიპის ეპიდემიის დროს ერთი ჭიქა კივის წვენი ეხმარება ორგანიზმს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და ამაღლებს ორგანიზმის დაცვის უნარს.
8. კივი გამოიყენება კოსმეტოლოგიაში – კარგი საშუალებაა სახის, ყელისა და დეკოლტეს ზონისთვის. ამისთვის გამოიყენება კივისა და ხაჭოს, იოგურტის ან თაფლის ნაზავი ნიღბის სახით.
ლიმონი - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2020
ლიმონი და მისი სასარგებლო თვისებები
9. კივის ჩართვას ყოველდღიურ რაციონში ურჩევენ სტრესის, დეპრესიების დროს და ზედმეტი დაძაბულობისას ნერვული სისტემის მდგრადობის რეგულირებისთვის. მისი გამოყენება ასევე კარგია სპორტსმენებისთვის, როგორც ნატურალური სტიმულატორი და ენერგიის აღმდგენი საშუალება ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.
მიღების წინ კივის, როგორც წესი, ფცქვნიან. თუმცა სწორი კვების სპეციალისტების უმრავლესობა გვირჩევს, რომ კივი კანიანად უნდა მივიღოთ.
კივის კანის სასარგებლო თვისებები:
კივის კანში ბევრი ანტიოქსიდანტია; ამიტომ ამ ხილს კიბოს, ანთებისა და ალერგიის საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია. კანში სამჯერ მეტი ანტიოქსიდანტია, ვიდრე რბილობში. ამიტომ არის რეკომენდებული კივის კანიანად მიღება. ამისთვის კი ის უნდა გაიწმინდოს ბუსუსებისგან.
კივის კანი ასევე კარგი ანტისეპტიკური საშუალებაა, მას შეუძლია დახმარება დისბაქტერიოზის დროს. მიიჩნევენ, რომ კანის დახმარებით ნადგურდება ისეთი მიკრობები, როგორიცაა სტაფილოკოკი და ნაწლავის ჩხირი.
ფსტის ხე - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
ფსტა (ფისტა) დიაბეტის წინააღმდეგ
კივი მავნებელია, თუ:
1. გაქვთ ალერგია ციტრუსებზე, დიდი რაოდენობით C ვიტამინის გამო ის ალერგიულ ხილად მიიჩნევა.
2. გაქვთ გასტრიტი, კუჭის წყლული, კუჭის მომატებული მჟავიანობა.
გრეიპფრუტი და მისი სასარგებლო თვისებები>>
3. გაქვთ დიარეა, ან მიდრეკილება დიარეისადმი – კივის გამხსნელი ეფექტი აქვს, ამიტომ მისი დიდი რაოდენობით გამოყენება არ შეიძლება.
4. ასევე არ შეიძლება კივის დიდი რაოდენობით გამოყენება, რადგან С ვიტამინის დიდი რაოდენობით შემცველობის გამო შესაძლოა განვითარდეს ჰიპერვიტამინოზი.
ყველა ახალი ამბავი
0