ფსტა (ფისტა) დიაბეტის წინააღმდეგ

© Pixabay / pixel2013ფსტის ხე
ფსტის ხე - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
გამოწერა
დიაბეტს უამრავი ადამიანი ყოვედღიურად აწყდება ისე, რომ ხშირად არც იცის თავისი პრედიაბეტური მდგომარეობის შესახებ. ამასთან, არსებობს საშუალებები გართულებების თავიდან ასაცილებლად. აღმოჩნდა, რომ ფსტა (ფისტა) კარგად მოქმედებს პრედიაბეტურ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებზე.
ამერიკის დიაბეტის ასოციაციის მონაცემებით, სანამ ადამიანს მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზს დაუსვამენ, მანამდე ის, როგორც წესი, პრედიაბეტურ სტადიას გადის. პრედიაბეტურია სტადია, როდესაც ადამიანის სისხლში გლუკოზის დონე ჩვეულებრივზე მაღალია, მაგრამ საკმარისი არაა იმისთვის, რომ დიაბეტის დიაგნოზი დაისვას. პრედიაბეტური მდგომარეობა აღენიშნება 86 მილიონ მოზრდილ ადამიანს აშშ-ში. მკურნალობის გარეშე 15-30% შემთხვევაში პრედიაბეტი სულ რაღაც 5 წელიწადში დიაბეტში გადაიზრდება.
ფსტას გლუკოზის შემცირების ეფექტი გააჩნია
Diabetes Care-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თუ ფსტა დაბალანსებული კვების ნაწილად იქცევა, ის ხელს უწყობს გლუკოზის, ინსულინის შემცირებასა და ჯანსაღი მეტაბოლური პროფილის ჩამოყალიბებას.
ტესტი დიაბეტზე - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
დაავადებებთან ბრძოლა ხალხური მეთოდებით: დიაბეტი
ფსტას ქოლესტერინის დონის შემცირება შეუძლია
კვლევის თანახმად ცხადი გახდა, რომ ფსტის საშუალებით ქოლესტერინის დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის ნაწილაკების კონცენტრაციის მნიშვნელოვნად შემცირება შეიძლება, ანუ ფსტა „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს ამცირებს.
ფსტა უნიკალური პროდუქტია დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის
კლინიკურმა კვლევებმა ფსტის კარდიო-დამცავი ეფექტის მეცნიერული მტკიცებულებები წარმოადგინა. თხილის სხვა სახეობებთან შედარებით, ფსტას ცხიმებისა და პროტეინის ბევრად ნაკლები შემცველობა აქვს, მაგრამ უფრო მაღალია უჯრედისების, კალიუმის, ფიტოსტეროლების, K ვიტამინის, ქსანტოფილებისა და კაროტინოიდების შემცველობა.
ნარკოტიკზე ნებით „შემჯდარი" კაცობრიობა, ანუ რატომ მოედო პლანეტას სიმსუქნის ეპიდემია>>
მოკლედ ფსტის შესახებ: ფსტა (ლათ. Pistacia, რუს. фисташка, მესხური — ფისტიღი, ჭანური – ჶისტიკი, სულხან-საბა–ორბელიანი – ფისტა, რაფიელ ერისთავი – ფუსტუღი) ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კაკლოვანი მცენარეა. მის სამშობლოდ მიჩნეულია ირანი. რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში ფსტა აქტიურად ვრცელდებოდა და იზრდებოდა ვრცელ ტერიტორიაზე ავღანეთიდან სირიამდე, დასავლეთ აზიაში, კავკასიაში (მათ შორის საქართველოში).
ბოსტნეულის სალათი - ვიტამინების წყარო - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2021
შიმშილის გრძნობასთან გამკლავებაში დიაბეტიანებს ეს პროდუქტები დაეხმარება
რომის იმპერიის ზეობის ხანაში ფსტა სირიიდან შეიტანეს იტალიაში და საბერძნეთში.
აშშ-ში, ფსტის კულტივირება კომერციული თვალსაზრისით დაიწყეს მე-19 საუკუნის ბოლოს (1890 წ.) კალიფორნიაში. ამჟამად აშშ ამ ძვირადღირებული პროდუქტის წარმოებით მხოლოდ ირანს ჩამორჩება.
დღეს ფსტას სამრეწველო მიზნით აწარმოებენ ირანი, აშშ, თურქეთი, სირია, ჩინეთი, საბერძნეთი, ავღანეთი, იტალია და ა.შ.
ფსტა სინათლის მოყვარული, ყინვა- (-25oC) და გვალვაგამძლე მცენარეა (50oC).
© Pixabay / Alexas_Fotosფსტა
ფსტა - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
ფსტა
საქართველოში ამჟამად გვხვდება უმთავრესად თბილისის ძველ უბნებში. მისი მოყვანა პერსპექტიულია აღმოსავლეთ საქართველოს, თბილისის მშრალ ადგილებში.
ფსტა შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, სახამებელს, საკვებ ბოჭკოებს, ვიტამინებს: В–ჯგუფის, ასევე Е, Н, РР, ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო მიკროელემენტებს. მის შემცველობაშია მაგნიუმი, ფოსფორი, თუთია, სპილენძი, გოგირდი, რკინა და სხვ.
დიაბეტი - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2018
სწრაფად და ეფექტურად – სისხლში შაქრის მაღალი დონის შემცირება სახლის პირობებში
ფსტის კალორიულობა – 556,3 კ/კალორია 100 გრამზე.
ფსტა ებრძვის ზედმეტ კილოგრამებს, ის რეკომენდებულია ორგანიზმის გამოფიტვის დროს, დიდი ფიზიკური და გონებრივი მუშაობისას, აუმჯობესებს ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას. რეგულარული მოხმარებისას აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის მოქმედებას, შველის სისხლნაკლულობას, აძლიერებს სქესობრივ პოტენციას, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა მუშაობას.
ყველა ახალი ამბავი
0